პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო საუკეთესო ნახევარფინალი საუკუნეების განმავლობაში" - გაწბილებული ფრანგები და დრამატული მატჩი, რომელზეც 16 წლის იამალმა პელეს რეკორდი დაამხო
"ეს იყო საუკეთესო ნახევარფინალი საუკუნეების განმავლობაში" - გაწბილებული ფრანგები და დრამატული მატჩი, რომელზეც 16 წლის იამალმა პელეს რეკორდი დაამხო

ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­შია. გუ­შინ, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა კი­დევ ერთი სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი მატ­ჩი იხი­ლეს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთ­მა საფ­რან­გე­თი 2:1 და­ა­მარ­ცხა.

ფრან­გე­ბი ნიღ­ბის გა­რე­შე მო­თა­მა­შე მბა­პეს პა­სით კოლო მუ­ა­ნიმ და­ა­წი­ნა­უ­რა, თუმ­ცა ევ­როს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შემ - 16 წლის ია­მალ­მა შო­რი­დან გა­ტა­ნი­ლი სა­ო­ცა­რი გო­ლით ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. მე­ო­რე ტა­იმ­ში ეს­პა­ნე­თი პრაგ­მა­ტუ­ლად მოქ­მე­დებ­და, თავს იცავ­და, კონ­ტრშე­ტე­ვე­ბით პა­სუ­ხობ­და და ან­გა­რი­შით 2:1 გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. ეს­პა­ნეთ­მა მიმ­დი­ნა­რე ტურ­ნირ­ზე ექ­ვსი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ი­გო და 2012 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, ის­ტო­რი­ა­ში კი მე­ხუ­თედ გა­ვი­და ფი­ნალ­ში.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ია­მა­ლი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც დიდ ტურ­ნი­რებ­ზე მე­ტო­ქე­თა კარი და­ლაშ­ქრა. მან პე­ლეს რე­კორ­დი და­ამ­ხო

"ეს­პა­ნე­თი 2 საფ­რან­გე­თი 1: ეს იყო სა­უ­კე­თე­სო ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ია­მალ­მა სა­ო­ცა­რი გო­ლით ის­ტო­რია და­წე­რა“, - წერს nytimes გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც მთე­ლი მსოფ­ლიო ლა­პა­რა­კობს. ეს­პა­ნე­თი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ევრო 2024-ის ფი­ნალ­ში გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მი­უნ­ხენ­ში საფ­რან­გე­თი 2:1 და­ა­მარ­ცხა.

  • “ლა­მინ ია­მა­ლი ეს­პა­ნე­თის მო­მა­ვალ ოქ­როს ეპო­ქა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს“ - ასე ახა­სი­ა­თებს მატჩს independent

"არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ახა­ლი ეპო­ქის უკე­თე­სი მი­ნიშ­ნე­ბა, ვიდ­რე ის, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შემ სა­ო­ცა­რი გოლი გა­ი­ტა­ნა. მან უკვე გა­ა­ნა­თა ევრო 2024 და აა­მაღ­ლა ის, გა­ი­ტა­ნა სენ­სა­ცი­უ­რი გოლი. შე­საძ­ლოა, ეს იყო გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის მო­მენ­ტი საფ­რან­გე­თის­თვი­საც, რომ­ლის მი­ნი­მა­ლის­ტურ­მა ფეხ­ბურ­თმა სა­ზღვრებს მი­აღ­წია. ეს­პა­ნე­თი - საფ­რან­გე­თი სუფ­თა აზარ­ტი იყო... დი­დიე დე­შა­მი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი იყო...“ - წერს გა­მო­ცე­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს­პა­ნეთ­მა 13 გოლი გა­ი­ტა­ნა და ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბებ­ზე თა­ვი­სი რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა - უფრო მეტი დიდ ტურ­ნირ­ზე მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­მა 1984 წელს გა­ი­ტა­ნა. მბა­პემ ბოლო ორ ევ­რო­ზე ერ­თა­დერ­თი გოლი გა­ი­ტა­ნა და ისიც პე­ნალ­ტით.

მე­ო­რე 1/2-ფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ნი­დერ­ლან­დებ­სა და ინ­გლისს შო­რის დღეს, დორ­ტმუნდში გა­ი­მარ­თე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
ტელემაყურებელი
1

მოკლედ! ბამბარა შავტუხების დოღია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს იყო საუკეთესო ნახევარფინალი საუკუნეების განმავლობაში" - გაწბილებული ფრანგები და დრამატული მატჩი, რომელზეც 16 წლის იამალმა პელეს რეკორდი დაამხო

"ეს იყო საუკეთესო ნახევარფინალი საუკუნეების განმავლობაში" - გაწბილებული ფრანგები და დრამატული მატჩი, რომელზეც 16 წლის იამალმა პელეს რეკორდი დაამხო

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. გუშინ, გულშემატკივრებმა კიდევ ერთი სანახაობრივი მატჩი იხილეს. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.

ფრანგები ნიღბის გარეშე მოთამაშე მბაპეს პასით კოლო მუანიმ დააწინაურა, თუმცა ევროს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ - 16 წლის იამალმა შორიდან გატანილი საოცარი გოლით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ესპანეთი პრაგმატულად მოქმედებდა, თავს იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა კიდეც. ესპანეთმა მიმდინარე ტურნირზე ექვსივე დაპირისპირება მოიგო და 2012 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გავიდა ფინალში.

  • აღსანიშნავია, რომ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე მეტოქეთა კარი დალაშქრა. მან პელეს რეკორდი დაამხო

"ესპანეთი 2 საფრანგეთი 1: ეს იყო საუკეთესო ნახევარფინალი საუკუნეების განმავლობაში, იამალმა საოცარი გოლით ისტორია დაწერა“, - წერს nytimes გუშინდელი მატჩის შესახებ, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ესპანეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ევრო 2024-ის ფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც მიუნხენში საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.

  • “ლამინ იამალი ესპანეთის მომავალ ოქროს ეპოქაზე მიგვანიშნებს“ - ასე ახასიათებს მატჩს independent

"არ შეიძლება არსებობდეს ახალი ეპოქის უკეთესი მინიშნება, ვიდრე ის, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ საოცარი გოლი გაიტანა. მან უკვე გაანათა ევრო 2024 და აამაღლა ის, გაიტანა სენსაციური გოლი. შესაძლოა, ეს იყო გაცნობიერების მომენტი საფრანგეთისთვისაც, რომლის მინიმალისტურმა ფეხბურთმა საზღვრებს მიაღწია. ესპანეთი - საფრანგეთი სუფთა აზარტი იყო... დიდიე დეშამი დამწუხრებული იყო...“ - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა 13 გოლი გაიტანა და ევროპირველობებზე თავისი რეკორდი გაიმეორა - უფრო მეტი დიდ ტურნირზე მხოლოდ საფრანგეთმა 1984 წელს გაიტანა. მბაპემ ბოლო ორ ევროზე ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით.

მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის დღეს, დორტმუნდში გაიმართება.

ასევე იხილეთ: