პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

2024 წლის მსოფ­ლიო რაგ­ბის 20-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა იტა­ლია 28:17 და­ა­მარ­ცხა და ბო­ნუს ქუ­ლაც აიღო.

დე­ბი­უ­ტში მე­ტო­ქე 7:0 და­წი­ნა­ურ­და, რა­საც ქარ­თვე­ლე­ბის იე­რი­ში, ხა­ხუ­ბი­ას ლელო და ცი­რე­კი­ძის ზუს­ტი გარ­და­სახ­ვა მოჰ­ყვა. თან მე­ტო­ქის მო­რაგ­ბე ამე­ლიმ ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო. თუმ­ცა, "უმ­ცროს­მა ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა“ რი­ცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბით ვერ ისარ­გებ­ლეს. შემ­დეგ ცი­რე­კი­ძის ლა­მა­ზი კონ­ტრშე­ტე­ვა ლე­ლო­თი არ დაგ­ვირ­გვინ­და. 34-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მრა­ვალ­ფა­ზი­ა­ნი იე­რი­ში­სას მსაჯ­მა სა­ჯა­რი­მო ლელო და­ა­ფიქ­სი­რა და ბე­ლუ­ჩის ყვი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა. იტა­ლი­ე­ლებ­მა ან­გა­რი­ში სა­ჯა­რი­მო­თი შე­ამ­ცი­რეს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 14:10 დას­რულ­და.

უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა შეს­ვე­ნე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და,კი­ლა­სო­ნი­ას შე­გირ­დე­ბი სრულ უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობ­დნენ და ხა­ინ­დრა­ვამ ლელო დადო, ცი­რე­კი­ძემ კი გარ­და­სახ­ვა ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ლელო-გარ­და­სახ­ვით ან­გა­რი­ში შე­ამ­ცი­რა. შეც­ვლა­ზე ჩი­ნე­ბუ­ლად შე­სულ­მა ყა­ჩ­ლა­ვაშ­ვილ­მა ლა­მა­ზი ლელო გა­ი­ტა­ნა, ხოლო ცი­რე­კი­ძემ გარ­და­სახ­ვა მი­ა­ყო­ლა და გა­ვი­მარ­ჯვეთ....წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:17 დაამარცხა და ბონუს ქულაც აიღო.

დებიუტში მეტოქე 7:0 დაწინაურდა, რასაც ქართველების იერიში, ხახუბიას ლელო და ცირეკიძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. თან მეტოქის მორაგბე ამელიმ ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს. შემდეგ ცირეკიძის ლამაზი კონტრშეტევა ლელოთი არ დაგვირგვინდა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მრავალფაზიანი იერიშისას მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა და ბელუჩის ყვითელი ბარათი უჩვენა. იტალიელებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს და პირველი ტაიმი 14:10 დასრულდა.

უშეღავათო ბრძოლა შესვენების შემდეგაც გაგრძელდა,კილასონიას შეგირდები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ხაინდრავამ ლელო დადო, ცირეკიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მოწინააღმდეგემ ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. შეცვლაზე ჩინებულად შესულმა ყაჩლავაშვილმა ლამაზი ლელო გაიტანა, ხოლო ცირეკიძემ გარდასახვა მიაყოლა და გავიმარჯვეთ....წაიკითხეთ ვრცლად