საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავის, გიორგი მამარდაშვილის და მისი მომხიბვლელი საცოლის, ელენე ეპიტაშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი საოცარი მომენტი დადგა. წყვილმა მათი პირველი შვილის სქესის გამჟღავნების ღონისძიება გამართა, რომელიც არა მხოლოდ ოჯახური სიხარულის, არამედ საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
ღონისძიებაზე ჩვენი ყურადღება მიიპყრო ელენე ეპიტაშვილის თეთრი კაბის ელეგანტურმა სილუეტმა და ნატიფმა დეტალებმა. როგორც მოვიანებით გაირკვა, კაბის დიზაინი ლალიკო ძამაშვილის შექმნილია.
"ფეხბურთის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შემართებამ და დიდმა წარმატებამ მეც ამიყოლია, ისევე, როგორც მთელი ჩვენი საზოგადოება. ამ ყველაფერს ფონად დაჰყვებოდა პირობები, რომელსაც მოგების შემთხვევაში შეასრულებდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე ჩვენი უბრალო მოქალაქეებიც. მეც ჩემს წრეში გამოვაცხადე ჩემი პირობა. ხომ სულ გვესმოდა მამარდაშვილი... მამარდაშვილი... ელენე ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარია, ჩემს თვალწინ გაზრდილი გოგონა. ველოდებოდი, როდის ექნებოდათ ქორწილი, რომ მის კაბაზე მეზრუნა.
სანამ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ჩატარდებოდა წინა დღეს ელენეს მეგობარმა დამირეკა და ამ ღონისძიების შესახებ მომიყვა. სწორედ მაშინ დავუკავშირდი ელენეს და კაბის შეკერვა შევთავაზე. სრულიად უანგარო ნაბიჯი იყო, რომელიც დიდი სიყვარულით და ამ საერთო სიხარულის ფონზე გადავდგი. მინდოდა, მისთვის ემოციური საჩუქარი გამეკეთებინა. საკუთარ თავთანაც მართალი ვიქნებოდი, რომ პირობა შევასრულე. ამისრულდა ჩემი ჩანაფიქრიც... მეორე დღეს მოვიდა ელენე და დავიწყეთ კაბაზე მუშაობა“... წაიკითხეთ ვრცლად