"დისნეი" "ეშმაკი ატარებს პრადას" მეორე ნაწილის გადაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან მერილ სტრიპი და ემილი ბლანტი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ენ ჰეთეუეი, ჯერჯერობით უცნობია.
რა თქმა უნდა, ფანები გულდაწყვეტილები იქნებიან, თუ ენ ჰეთეუეი თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როლს არ დაუბრუნდება. მსახიობმა ადრე ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეორე ნაწილის გადაღების იდეა საკმაოდ "მაცდურად" ჟღერდა.