მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვაშინგტონს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი“ - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშის დეტალები
“ვაშინგტონს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი“ - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშის დეტალები

“ვა­შინგტონს ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-ი რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის პრეს-ბი­უ­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

“სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­თი­თებს ვა­შინგტო­ნის მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ოქ­ტომ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას მი­აღ­წი­ოს“, - აცხა­დებს რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის პრეს-ბი­უ­რო.

რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია უკვე შე­ი­მუ­შა­ვა.

“ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია უკვე შე­ი­მუ­შა­ვა“, - აღ­ნიშ­ნეს რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში.

რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, „გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის „საკ­რა­ლუ­რი მსხვერ­პლი“, რო­მე­ლიც „ხალ­ხის რის­ხვას“ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის­კენ მი­მარ­თავს“.

„ამე­რი­კელ ოს­ტა­ტებს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. საკ­მა­რი­სია გა­ვიხ­სე­ნოთ მა­ი­და­ნი ათი წლის წინ, სა­დაც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სნა­ი­პე­რე­ბის მიერ დახ­ვრე­ტი­ლი, „დე­მოკ­რა­ტი­ის სამ­სხვერ­პლო­ზე“ და­ას­ვე­ნეს“, - აღ­ნიშ­ნეს რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში.

ასე­ვე, რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა­ში მთა­ვა­რი როლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უნდა ითა­მა­შოს.

"რო­გორც „ვა­შინგტო­ნელ რე­ჟი­სო­რებს“ აქვთ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ერთ-ერთ ამე­რი­კულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ინ­ტერ­ვი­უს მის­ცემს, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას თბი­ლი­სის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის დეგ­რა­და­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას „მოს­კოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი­სა“ და რუ­სე­თი­დან რე­ლო­კან­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლებს. ამავდრო­უ­ლად, ვა­შინგტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ამომ­რჩევ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ურპრი­ზის­თვის მომ­ზა­დე­ბას აპი­რებს, რაც სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა მო­რი­გი ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცია აღ­მოჩ­ნდეს“, - აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის პრეს-ბი­უ­რო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

“ვაშინგტონს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი“ - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშის დეტალები

“ვაშინგტონს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი“ - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშის დეტალები

“ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა.

“ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „გათვალისწინებულია აქციის მონაწილეთა შორის „საკრალური მსხვერპლი“, რომელიც „ხალხის რისხვას“ უსაფრთხოების ძალებისკენ მიმართავს“.

„ამერიკელ ოსტატებს პროვოკაციების დიდი გამოცდილება აქვთ. საკმარისია გავიხსენოთ მაიდანი ათი წლის წინ, სადაც ასობით ადამიანი, მათ შორის, ქართველი დაქირავებული სნაიპერების მიერ დახვრეტილი, „დემოკრატიის სამსხვერპლოზე“ დაასვენეს“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.

ასევე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს.

"როგორც „ვაშინგტონელ რეჟისორებს“ აქვთ ჩაფიქრებული, სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს, რომელშიც საქართველოს მთავრობას თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დეგრადაციაში დაადანაშაულებს და ფართო საზოგადოებას „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგებისა“ და რუსეთიდან რელოკანტების მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ გააფრთხილებს. ამავდროულად, ვაშინგტონი ზურაბიშვილის მეშვეობით „ქართული ოცნებისთვის“, ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლების გარკვეული სახის პოლიტიკური სიურპრიზისთვის მომზადებას აპირებს, რაც საბოლოოდ შეიძლება მორიგი ფერადი რევოლუცია აღმოჩნდეს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.