ავტორი:

"ვფიქრობ, "რესპუბლიკური პარტია" ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება "ახალი", "ლელო", "დროა" და "გირჩი" - სამნიძე

"ვფიქრობ, "რესპუბლიკური პარტია" ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება "ახალი", "ლელო", "დროა" და "გირჩი" - სამნიძე

ძალიან მალე გახდება ცნობილი, სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია“ - ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩართული ვიქნებით მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

  • სამნიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია.

"დაიწყო მოლაპარაკებები, რა პროცესშიც "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვერთვები. ჩავერთვები საარჩევნო პროცესში, დავგეგმავთ კამპანიას. ძალიან მალე გახდება ცნობილი თუ სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება "რესპუბლიკური პარტია", - აღნიშნა სამნიძემ, რომელიც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის.