საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელჩის ინფორმაციით, 30 მილიონი, რომლის გადარიცხვასაც ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გეგმავდა, გაყინულია - როგორ ეხმაურება ფაქტს პრეზიდენტი?
ელჩის ინფორმაციით, 30 მილიონი, რომლის გადარიცხვასაც ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გეგმავდა, გაყინულია - როგორ ეხმაურება ფაქტს პრეზიდენტი?

"რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის, სამ­წუ­ხა­როდ, უნდა გაც­ნო­ბოთ, რომ ლი­დე­რებ­მა ასე­ვე გა­და­წყვი­ტეს, გა­ე­ყი­ნათ ფული, რო­მელ­საც ჩვენ ვიხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, მისი სა­ხელ­წო­დე­ბაა "ევ­რო­პის სამ­შვი­დო­ბო ფონ­დი“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ თბი­ლის­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ორ­დღი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბა - გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა და შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის­თვის“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ამ დრო­ის­თვის ფული, რომ­ლის გა­და­რი­ცხვა­საც ვგეგ­მავ­დით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის და რო­მე­ლიც 30 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს, გა­ყი­ნუ­ლია. ეს არის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, იქ­ნე­ბა სხვა ნა­ბი­ჯე­ბიც. ჩვე­ნი პირ­და­პი­რი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ შე­ი­ზღუ­დე­ბა და შე­ვეც­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პირ­და­პი­რი მხარ­და­ჭე­რა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ და მე­დი­ის­კენ მივ­მარ­თოთ.

ეს გა­მო­ცხად­და ლუქ­სემ­ბურ­გში სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს შემ­დეგ. ჩვე­ნი პირ­და­პი­რი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ თან­და­თან შემ­ცირ­დე­ბა და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ა­ზე. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, როცა გაც­ნო­ბებთ, რომ ამ პო­ლი­ტი­კის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი იქ­ნე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მართ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და სამ­წუ­ხა­როდ, 30 მი­ლი­ო­ნი ევრო, რომ­ლის მი­წო­დე­ბა­საც ვგეგ­მავ­დით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, შე­ჩე­რე­ბუ­ლია. რო­გორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა 10-ჯერ მე­ტია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ფი­ნან­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას

ჩვე­ნი, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი არის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის პირ­და­პი­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო მხარ­და­ჭე­რა. მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ პირ­და­პი­რი მხარ­და­ჭე­რის თან­და­თან შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ, მისი მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლის და სა­მო­ქა­ლა­ქო და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რის გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ვი­ცით, დიდი ზე­წო­ლის ქვეშ არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის "გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გამო“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბა ფაქტს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი?

"აქ ნიშ­ნის მო­გე­ბის დრო არაა, მხო­ლოდ დიდი წუ­ხი­ლის: აშშ-ს მიერ წვრთნე­ბის გა­უქ­მე­ბას მოჰ­ყვა ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­ყინ­ვა.

ეს პა­სუ­ხია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­ტი­ევ­რო­პულ და ან­ტი­და­სავ­ლურ რი­ტო­რი­კა­სა და ქმე­დე­ბებ­ზე.

პა­სუ­ხი იმა­ზე­დაც, რომ ყვე­ლა მათი რჩე­ვა თუ გაფრ­თხი­ლე­ბა დარ­ჩა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე: თუნ­დაც სიმ­ბო­ლუ­რად, იმ ერთი - არაფ­რის­თვის და არა­ვის­თვის სა­ჭი­რო - რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის უკან გა­წე­ვა ან გა­ყინ­ვა და პი­რი­ქით, სხვა არა­ფე­რი ის­მის თუ არა და­ჟი­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­პო­რე­ბის­გან იმი­სი, რომ “მა­ინც” შე­ვალთ ევ­რო­კავ­შირ­ში ან უტიფ­რად იმის გა­მე­ო­რე­ბა, რომ ეს წვრთნე­ბი თურ­მე “ორი­ვე ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ” ტარ­დე­ბო­და … ( ნე­ტავ, აწი ამე­რი­კას რა ეშ­ვე­ლე­ბა).

ეს ძა­ლი­ან მძი­მე გზავ­ნი­ლე­ბი ჩვე­ნი ორი უახ­ლო­ეს მე­გობ­რე­ბის­გან ყუ­რადსა­ღე­ბია! მარ­თა­ლია, ეს პა­სუ­ხია მმარ­თველ პარ­ტი­ის უგუ­ნურ და მტრულ პო­ლი­ტი­კა­ზე მათ მი­მართ, ამა­ვე დროს გაფრ­თხი­ლე­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის: ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ “არ­ჩე­ვა­ნი თქვე­ნია” - ევ­რო­პუ­ლი, და­ცუ­ლი მო­მავ­ლის მქო­ნე და იზო­ლი­რე­ბულ, რუ­სე­თის ორ­ბი­ტა­ზე გა­და­სულ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს კა­ნო­ნი(ები) არაა მე­გობ­რუ­ლი ქცე­ვა და თავ­სე­ბა­დი ევ­რო­პულ თუ ამე­რი­კულ აქამ­დე უწყვეტ მხარ­და­ჭე­რას­თან!

ეს იმათ­თვის, ვინც ჯერ კი­დევ ჯი­უ­ტად და უარ­გუ­მენ­ტოდ იმე­ო­რებს ზე­მო­დან ნა­კარ­ნა­ხებ კი­თხვას: “რა­ტო­მაა ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი?” რა­ტომ? … და ამი­ტომ!!!“, - აცხა­დებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ელჩის ინფორმაციით, 30 მილიონი, რომლის გადარიცხვასაც ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გეგმავდა, გაყინულია - როგორ ეხმაურება ფაქტს პრეზიდენტი?

ელჩის ინფორმაციით, 30 მილიონი, რომლის გადარიცხვასაც ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გეგმავდა, გაყინულია - როგორ ეხმაურება ფაქტს პრეზიდენტი?

"როდესაც საქმე ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, მისი სახელწოდებაა "ევროპის სამშვიდობო ფონდი“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.

"ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ.

ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას

ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის "გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო“, - აღნიშნა ელჩმა.

როგორ ეხმაურება ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი?

"აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა.

ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად, იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა და პირიქით, სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ, აწი ამერიკას რა ეშველება).

ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” - ევროპული, დაცული მომავლის მქონე და იზოლირებულ, რუსეთის ორბიტაზე გადასულ საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) არაა მეგობრული ქცევა და თავსებადი ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან!

ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: “რატომაა ეს კანონი რუსული?” რატომ? … და ამიტომ!!!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: