ავტორი:

მოასწარი ყიდვა!  ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანის შეძენა  სპეციალურ ფასად შეგიძლიათ

მოასწარი ყიდვა!  ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანის შეძენა  სპეციალურ ფასად შეგიძლიათ

„პალიტრა L”-ის ახალი სერიის "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" მეექვსე ტომი „ბიბლუსის“ ქსელში 8 ივლისს გაეშვა.

ცნობილი პოლონელი მწერლის, ჰენრიკ სენკევიჩის რომანი "ვიდრე ჰხვალ?" მსოფლიო ბესტსელერია, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიული რომანი გახდა.

ამ წიგნმა ავტორს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისთვის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებაში.

სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ?“ უკვე ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში და ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად - 10 ლარად გაიყიდება!

რომანი აღწერს რომის იმპერატორ ნერონის მეფობის ბოლო წლებს და რომის იმპერიაში ქრისტიანობის დაბადებას. იგი ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანთა დევნასა და მათ წამებაზე. სიენკევიჩმა საგულდაგულოდ გამოიკვლია ისტორიული წყაროები ეპოქის ავთენტური ასახვის შესაქმნელად. რომანში წარმოდგენილია რეალური ისტორიული პერსონაჟები, როგორიცაა იმპერატორი ნერონი, ფილოსოფოსი სენეკა და მოციქული პეტრე. ავტორი ოსტატურად აღწერს იმ დროის საზოგადოებრივ და კულტურულ ატმოსფეროს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება წარმართული სამყარო და ახლადშობილი ქრისტიანული რწმენა.

წიგნის ქართული თარგმანი ეკუთვნის ნიკო ავალიშვილს.

შეგახსენებთ, რომ სერიის "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" წიგნებს თავად მკითხველი, სპეციალური გამოკითხვის შედეგად არჩევს. სერიის ფარგლებში უკვე 5 წიგნი გამოიცა.

სერიის მეექვსე წიგნის ან სრული სერიის გამოწერა ვებგვერდიდან, სპეციალურ ფასად შეგიძლიათ: https://palitral.ge/subscriptions/81 ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322470045

R