მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?!... თემო ჩემი ერთადერთი შვილია, აფხაზეთიდან დევნილები ვართ": ვინ ესროლა კურიერს: რას ჰყვებიან ნუცუბიძეზე დაჭრილი თემო სიგუას ოჯახის წევრები
"რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?!... თემო ჩემი ერთადერთი შვილია,  აფხაზეთიდან დევნილები ვართ": ვინ ესროლა კურიერს: რას ჰყვებიან ნუცუბიძეზე დაჭრილი თემო სიგუას ოჯახის წევრები

გუ­შინ ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე "გლო­ვოს" კუ­რი­ერს თემო სი­გუ­ას თავს და­ესხნენ და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი რვა­ნი იყ­ვნენ. დაჭ­რილ თემო სი­გუ­ას გუ­შინ­ვე ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და:

  • ლენა ჩო­გო­ვა­ძე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დედა:

- თემო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა წინა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დიდი გზაა, რა­საც, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, 5-6 თვე დას­ჭირ­დე­ბა. "გლო­ვო­მაც" უარი თქვა კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე. არ ვიცი, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. ჩემი შვი­ლი არ­ჩენ­და ოჯახს. 32 წლის არის და დი­ლის 8 სა­ათ­ზე რომ გა­დი­ო­და სახ­ლი­დან, სა­ღა­მოს 12 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და მის­თვის სა­ჭი­რო თან­ხებ­საც კუ­რი­ე­რად მუ­შა­ო­ბით შო­უ­ლობ­და. ახლა ისიც მა­წუ­ხებს, რა ეშ­ვე­ლე­ბა მის ოჯახს.

რა დღე­ში ჩაგ­ვაგ­დეს... რა­ტომ გა­წი­რეს ასე ჩემი შვი­ლი?! 3 წე­ლია, "გლო­ვო­ში" მუ­შა­ობს. ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობს ცოლ-შვილ­თან ერ­თად. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი ვართ და ამ დრომ­დე ბი­ნაც არა­ვინ მის­ცა. ომი რომ და­ი­წყო, თემო იმ დღეს და­ი­ბა­და - 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს. მე მედ­და ვარ, ომის მო­ნა­წი­ლე. ძუ­ძუმ­წო­ვა­რა ბავ­შვს სახ­ლში ვტო­ვებ­დი და დაჭ­რი­ლებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. ჩემი ქმა­რი მთა­ვა­რი ექი­მი იყო, ქი­რურ­გი, ჰოს­პიტ­ლის უფ­რო­სი. ყვე­ლა დაჭ­რილს უპატ­რო­ნა. სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. ერ­თა­დერ­თი სა­ი­მე­დო შვი­ლი მყავს და სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს. თემო ამ­ბობს, იმ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერთი და­მეხ­მა­რაო.

რო­გორც ჩანს, ჯერ წა­აქ­ცი­ეს და შემ­დეგ წაქ­ცე­ულს ეს­რო­ლეს ტყვი­ე­ბი. სამი ტყვია ფეხ­ში მოხ­ვდა. ერთ-ერთ თავ­დამ­სხმელს უთ­ქვამს, სა­ნამ უა­რე­სი არ მოხ­და, წა­დიო და დაჭ­რი­ლი და­უს­ვია მო­ტო­ციკ­ლეტ­ზე. რო­გორც გა­ვარ­კვიე, ეს არ არის კუ­რი­ე­რებ­ზე თავ­დას­ხმის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. ერთი კვი­რის წინ, სწო­რედ ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, კუ­რი­ერს შეკ­ვე­თის ფული - 13 ლარი არ გა­და­უ­ხა­დეს. მას რომ უთ­ქვამს, მე ხომ არ დავ­დებ ამ ფულ­სო, სცე­მეს. მა­ში­ნაც 4 კაცი იყო.

ვი­თხოვთ, გა­მო­ავ­ლი­ნონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და და­სა­ჯონ. თემო სა­ერ­თოდ არ არის კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან მშვი­დი, ბუნ­ჩუ­ლა ბი­ჭია, ყვე­ლას ღი­მი­ლი­ან სა­ლამს ეუბ­ნე­ბა და რა­ტომ გაგ­ვწი­რეს ასე, არ ვიცი. სულ შრო­მობს. ჯერ კი­დევ მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ დე­და­ჩემს რომ მო­უ­ა­რა. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი და ზრუნ­ვა არ და­უკ­ლია...წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?!... თემო ჩემი ერთადერთი შვილია, აფხაზეთიდან დევნილები ვართ": ვინ ესროლა კურიერს: რას ჰყვებიან ნუცუბიძეზე დაჭრილი თემო სიგუას ოჯახის წევრები

"რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?!... თემო ჩემი ერთადერთი შვილია,  აფხაზეთიდან დევნილები ვართ": ვინ ესროლა კურიერს: რას ჰყვებიან ნუცუბიძეზე დაჭრილი თემო სიგუას ოჯახის წევრები

გუშინ ნუცუბიძის ქუჩაზე "გლოვოს" კურიერს თემო სიგუას თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები რვანი იყვნენ. დაჭრილ თემო სიგუას გუშინვე ხეჩინაშვილის კლინიკაში რთული ოპერაცია ჩაუტარდა:

  • ლენა ჩოგოვაძე, დაზარალებულის დედა:

- თემო ჩემი ერთადერთი შვილია. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა წინა რეაბილიტაციის დიდი გზაა, რასაც, როგორც გვეუბნებიან, 5-6 თვე დასჭირდება. "გლოვომაც" უარი თქვა კომპენსაციაზე. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი შვილი არჩენდა ოჯახს. 32 წლის არის და დილის 8 საათზე რომ გადიოდა სახლიდან, საღამოს 12 საათამდე მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისთვის საჭირო თანხებსაც კურიერად მუშაობით შოულობდა. ახლა ისიც მაწუხებს, რა ეშველება მის ოჯახს.

რა დღეში ჩაგვაგდეს... რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?! 3 წელია, "გლოვოში" მუშაობს. ნაქირავებში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. აფხაზეთიდან დევნილები ვართ და ამ დრომდე ბინაც არავინ მისცა. ომი რომ დაიწყო, თემო იმ დღეს დაიბადა - 1992 წლის 14 აგვისტოს. მე მედდა ვარ, ომის მონაწილე. ძუძუმწოვარა ბავშვს სახლში ვტოვებდი და დაჭრილებს ვეხმარებოდი. ჩემი ქმარი მთავარი ექიმი იყო, ქირურგი, ჰოსპიტლის უფროსი. ყველა დაჭრილს უპატრონა. სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ერთადერთი საიმედო შვილი მყავს და სასიკვდილოდ გაწირეს. თემო ამბობს, იმ თავდამსხმელებიდან მხოლოდ ერთი დამეხმარაო.

როგორც ჩანს, ჯერ წააქციეს და შემდეგ წაქცეულს ესროლეს ტყვიები. სამი ტყვია ფეხში მოხვდა. ერთ-ერთ თავდამსხმელს უთქვამს, სანამ უარესი არ მოხდა, წადიო და დაჭრილი დაუსვია მოტოციკლეტზე. როგორც გავარკვიე, ეს არ არის კურიერებზე თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა. ერთი კვირის წინ, სწორედ ნუცუბიძეზე, კურიერს შეკვეთის ფული - 13 ლარი არ გადაუხადეს. მას რომ უთქვამს, მე ხომ არ დავდებ ამ ფულსო, სცემეს. მაშინაც 4 კაცი იყო.

ვითხოვთ, გამოავლინონ დამნაშავეები და დასაჯონ. თემო საერთოდ არ არის კონფლიქტური ადამიანი, ძალიან მშვიდი, ბუნჩულა ბიჭია, ყველას ღიმილიან სალამს ეუბნება და რატომ გაგვწირეს ასე, არ ვიცი. სულ შრომობს. ჯერ კიდევ მეათე კლასის მოსწავლე იყო, ლოგინად ჩავარდნილ დედაჩემს რომ მოუარა. მაშინ საქართველოში არ ვიყავი და ზრუნვა არ დაუკლია...წაიკითხეთ ვრცლად