ავტორი:

"უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“ - გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი აკრიტიკებს

"უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“ - გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი აკრიტიკებს

"აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ვან ლოენმა, რომელიც თბილისის "ლოკომოტივში“ მწვრთნელად მუშაობდა, De Oranjekantine-თან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. მისი თქმით, მიქაუტაძის ბრალია, რომ ამსტერდამულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

"ნებისმიერ კლუბში თქვენი სახლი უნდა იპოვოთ. ვარჯიშის შემდეგ გიორგის როგორც იქნა, ვესაუბრე. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა და მგონია, სწავლაც არ უნდა. ვისი ბრალია, რომ არაფერი გამოუვიდა? არა, ეს მხოლოდ ფეხბურთელის ბრალია.

არ მაინტერესებს, რომ "აიაქსს“ აკრიტიკებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საწყენია. უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“, - ციტირებს ვან ლოენს Voetbalprimeur-ი... წაიკითხეთ ვრცლად