მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეიძლება გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი?
ვინ შეიძლება გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი?

კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, საფ­რან­გე­თის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ცხა­რე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი მი­დი­ო­და უკი­დუ­რე­სი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის მიერ თა­ნა­მედ­რო­ვე საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის პირ­ვე­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე.

  • მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახალ­მა სა­ხალ­ხო ფრონტმა, ოთხი მთა­ვა­რი მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ის - სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის, მწვა­ნე­ე­ბის, კო­მუ­ნის­ტე­ბის და ჟან-ლუკ მე­ლან­შო­ნის მოძ­რა­ო­ბა "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი საფ­რან­გე­თის" (LFI) ნაჩ­ქა­რე­ვად შექ­მნილ­მა ალი­ან­სმა გა­ი­მარ­ჯვა, ამა­სო­ბა­ში კი მა­რინ ლე პე­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ, ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია. საფ­რან­გე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არ­ჩე­ვა ფორ­მა­ლუ­რად ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვად შე­ბო­ჭი­ლი არ არის - თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კუ­რი ტრა­დი­ცია კარ­ნა­ხობს, რომ მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი უძ­ლი­ე­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ან კო­ა­ლი­ცი­ის რი­გე­ბი­დან უნდა აირ­ჩეს.

მთა­ვა­რი კი­თხვაა, ვის წა­მო­ა­ყე­ნებს მე­მარ­ცხე­ნე ფრთა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე. კამ­პა­ნი­ის დროს ახალ­მა სა­ხალ­ხო ფრონტმა გა­და­წყვი­ტა, ლი­დე­რი არ ჰყო­ლო­და, გან­სხვა­ვე­ბით ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­გან, რო­მელ­საც მისი პრე­ზი­დენ­ტი, ჟორ­დან ბარ­დე­ლა წარ­მო­ად­გენ­და, ისე­ვე, რო­გორც მაკ­რო­ნის მომ­ხრე კო­ა­ლი­ცი­ის­გან, რო­მელ­საც გა­დამ­დგა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გაბ­რი­ელ ატა­ლი ლი­დე­რობ­და.

გა­უ­ცხა­დე­ბე­ლი მი­ზე­ზი ნა­თე­ლი იყო: პარ­ტი­ე­ბი ამ სა­კი­თხზე კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვას ვერ შეძ­ლებ­დნენ.

ახლა, როცა გა­ი­მარ­ჯვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი მე­მარ­ცხე­ნე დე­პუ­ტა­ტე­ბის ათე­უ­ლო­ბით კან­დი­და­ტი და­ა­ყე­ნებს. კო­ა­ლი­ცი­ის ორ მთა­ვარ ძა­ლას, "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ საფ­რან­გეთ­სა" და სო­ცი­ა­ლის­ტებს, მო­მა­ვალ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი წონა ექ­ნე­ბათ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის ლი­დე­რი, მა­რინ ტონ­დე­ლიე თა­ვი­დან­ვე გა­მო­რი­ცხოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

POLITICO გა­გაც­ნობთ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ კან­დი­და­ტებს, რომ­ლე­ბიც ოთხ ჯგუ­ფად არი­ან და­ყო­ფილ­ნი:

  • ჟან-ლუკ მე­ლან­შო­ნი და მისი გუნ­დი

მე­ლან­შო­ნის მოძ­რა­ო­ბა "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი", კო­ა­ლი­ცი­ის ოთხი მთა­ვა­რი პარ­ტი­ი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე მეტ ად­გილს მო­ი­პო­ვებს.

მათი ძლი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ბოლო ორ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მე­ლან­შო­ნის კარგ შე­დეგ­თან ერ­თად, LFI-ს არ­გუ­მენ­ტებს მის­ცემს იმის სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ მო­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი მათი რი­გე­ბი­დან უნდა იყოს.

თუ LFI-ს მი­ე­ცე­მო­და არ­ჩე­ვა­ნი, აშ­კა­რა კან­დი­და­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვად მე­ლან­შო­ნი იქ­ნე­ბო­და - მაგ­რამ ცე­ცხლო­ვა­ნი ლი­დე­რის გამ­ყო­ფი მიდ­გო­მა პო­ლი­ტი­კი­სად­მი და მკაც­რი პო­ზი­ცია ეკო­ნო­მი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი - ღა­ზა­ში ომით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­კი­თხე­ბის მი­მართ მას ზო­მი­ე­რი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის ტოქ­სი­კურს ხდის. ახა­ლი სა­ხალ­ხო ფრონ­ტის სხვა წევ­რე­ბის ლი­დე­რე­ბი კამ­პა­ნი­ის დროს მტკი­ცედ აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი 72 წლის ლი­დერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე მხარს არ და­უ­ჭერ­დნენ.

მე­ლან­შონ­მა თქვა, რომ ლი­დე­რის როლს სა­კუ­თარ თავ­ზე “არ მი­ი­წერ­და”.

LFI-იდან სხვა სა­ხე­ლე­ბიც და­სა­ხელ­და, მათ შო­რის მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, მა­ნუ­ელ ბომ­პა­რის, პარ­ლა­მენ­ტში მისი ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტის, მა­ტილდ პა­ნოს, მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბის ფი­გუ­რა, კლე­მანს გე­ტეს ან საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ფი­ნანსთა კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის, ერიკ კო­კე­რე­ლის.

  • მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ლან­შონს არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან

მე­ლან­შო­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ლი­დე­რო­ბის­თვის პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან მო­დი­ო­დეს, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც სამ­გზის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გვერ­დით იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ მას­თან კავ­ში­რე­ბი გა­წყვი­ტეს. ასეთ­მა კან­დი­და­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ცხა­დონ, რომ იდე­ო­ლო­გი­უ­რად ახა­ლი სა­ხალ­ხო ფრონ­ტის დო­მი­ნანტ შტოს შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან, თან ნაკ­ლე­ბად გამ­ყოფ ფი­გუ­რე­ბად აღიქ­მე­ბი­ან, ვიდ­რე - მე­ლან­შო­ნი.

მათ შო­რი­საა ფრან­სუა რუ­ფე­ნი, ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს და LFI-ს იმის გამო აკ­რი­ტი­კებ­და, რა­საც იგი საფ­რან­გე­თის სოფ­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ნაკ­ლე­ბო­ბად აღ­წერ­და, ხოლო მე­ლან­შონს მან სა­ერ­თოდ, "ტვირ­თი" უწო­და.

კლე­მენ­ტინ ოტენს, რო­მე­ლიც ბოლო ორ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ვა­და­ში LFI-ის ჯგუ­ფის წევ­რი იყო, მაგ­რამ სულ უფრო და უფრო მე­ტად აკ­რი­ტი­კებ­და მე­ლან­შონს, სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბა ასე­ვე შე­უძ­ლია. ოტენ­მა გა­სულ თვეს გა­ნა­ცხა­და, რომ "აც­ნო­ბი­ე­რებ­და", რომ იყო "ერთ-ერთი იმათ­გან, ვი­საც შე­უძ­ლია, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს".

  • აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი

ფრან­გულ­მა სო­ცი­ა­ლის­ტურ­მა პარ­ტი­ამ თა­ვის და­ბალ წერ­ტილს 2022 წელს მი­აღ­წია, როცა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 1.7 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო.

მაგ­რამ მას შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნელ აღორ­ძი­ნე­ბას შე­უდ­გა, რა­მაც კულ­მი­ნა­ცი­ას ევ­რო­პულ არ­ჩევ­ნებ­ში მი­აღ­წია, სა­დაც მან მე­მარ­ცხე­ნე ძა­ლებს შო­რის თით­ქმის 14-პრო­ცენ­ტი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

სო­ცი­ა­ლის­ტებს ნაკ­ლე­ბი დე­პუ­ტა­ტი ჰყავთ, ვიდ­რე "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ საფ­რან­გეთს", მაგ­რამ თა­ვი­ან­თი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტში მა­ინც გა­აძ­ლი­ე­რეს და მე­ლან­შო­ნის რა­დი­კა­ლურ LFI-სთან სხვა­ო­ბა შე­ამ­ცი­რეს. მათ შე­იძ­ლე­ბა "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი საფ­რან­გე­თის" კონ­ტრო­ლის შე­სა­ჩე­რებ­ლად მწვა­ნე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბის იმე­დი ჰქონ­დეთ.

შე­საძ­ლო კან­დი­და­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის ახა­ლი თა­ო­ბი­დან წა­მო­ვიდ­ნენ, მათ შო­რი­საა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ლი­დე­რი, ოლი­ვიე ფორი, მისი გა­დამ­დგა­რი ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტი, ბო­რის ვალო ან ევ­რო­კავ­ში­რის არ­ჩევ­ნებ­ში წამ­ყვა­ნი კან­დი­და­ტი, რა­ფა­ელ გლუქსმა­ნი. 48 წლის ვალო პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლად 2017 წელს აირ­ჩი­ეს. ის მაკ­რონ­თან ერ­თად საფ­რან­გე­თის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და, მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის მსგავ­სად, ადრე ელი­სეს სა­სახ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლედ მსა­ხუ­რობ­და.

მაგ­რამ სი­ტყვის თქმა შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა ყო­ფილ­მა ლი­დერ­მაც სცა­დოს: ფრან­სუა ოლან­დმა, საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა სო­ცი­ა­ლის­ტმა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მე­ლიც დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს მას შემ­დეგ, რაც თა­ვის ყო­ფილ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა, და მხო­ლოდ მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი გახ­და საფ­რან­გე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პოსტზე მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ას და­უბ­რუნ­და.

ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო ფა­ვო­რი­ტი: ბო­რის ვალო

  • არა­პარ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი

პარ­ტი­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერთი გზა შე­იძ­ლე­ბა მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის მიერ ვინ­მეს არ­ჩე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნის გა­რე­დან იყოს.

სო­ცი­ალ-დე­მოკ­რატ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა გლუქსმან­მა ეს ვა­რი­ან­ტი გა­სულ თვე­ში გა­ნი­ხი­ლა, რო­დე­საც რე­ფორ­მის­ტუ­ლი CFDT გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, ლო­რან ბერ­ჟეს კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნა. ბერ­ჟე ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც მე­მარ­ცხე­ნე, ისე მე­მარ­ჯვე­ნე ფრთა­ზე, თა­ვი­სი უნა­რით, შექ­მნას კონ­სენ­სუ­სი და აღ­მო­ფხვრას უთან­ხმო­ე­ბე­ბი. თუმ­ცა, მისი ზო­მი­ე­რი მიდ­გო­მა შე­იძ­ლე­ბა, მე­ლან­შო­ნის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს.

ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო ფა­ვო­რი­ტი: ლო­რან ბერ­ჯე

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ შეიძლება გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი?

ვინ შეიძლება გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი?

კვირების განმავლობაში, საფრანგეთის საკითხთან დაკავშირებით, გაცხარებული საუბარი მიდიოდა უკიდურესი მემარჯვენეების მიერ თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ძალაუფლების პირველად ხელში ჩაგდების პერსპექტივაზე.

  • მაგრამ მოულოდნელად ახალმა სახალხო ფრონტმა, ოთხი მთავარი მემარცხენე პარტიის - სოციალისტების, მწვანეების, კომუნისტების და ჟან-ლუკ მელანშონის მოძრაობა "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" (LFI) ნაჩქარევად შექმნილმა ალიანსმა გაიმარჯვა, ამასობაში კი მარინ ლე პენის ნაციონალური გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა.

რა მოხდება შემდეგ, ჯერ კიდევ გაურკვეველია. საფრანგეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ფორმალურად ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის, რომელიც არჩევნების შედეგებით სამართლებრივად შებოჭილი არ არის - თუმცა, პოლიტიკური ტრადიცია კარნახობს, რომ მთავრობის მეთაური უძლიერესი პოლიტიკური ძალის ან კოალიციის რიგებიდან უნდა აირჩეს.

მთავარი კითხვაა, ვის წამოაყენებს მემარცხენე ფრთა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. კამპანიის დროს ახალმა სახალხო ფრონტმა გადაწყვიტა, ლიდერი არ ჰყოლოდა, განსხვავებით ნაციონალური გაერთიანებისგან, რომელსაც მისი პრეზიდენტი, ჟორდან ბარდელა წარმოადგენდა, ისევე, როგორც მაკრონის მომხრე კოალიციისგან, რომელსაც გადამდგარი პრემიერ-მინისტრი, გაბრიელ ატალი ლიდერობდა.

გაუცხადებელი მიზეზი ნათელი იყო: პარტიები ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევას ვერ შეძლებდნენ.

ახლა, როცა გაიმარჯვეს, სავარაუდოდ, საკუთარ კანდიდატურას ახლად არჩეული მემარცხენე დეპუტატების ათეულობით კანდიდატი დააყენებს. კოალიციის ორ მთავარ ძალას, "დაუმორჩილებელ საფრანგეთსა" და სოციალისტებს, მომავალ მოლაპარაკებებში ყველაზე მეტი წონა ექნებათ, რამაც შეიძლება, მწვანეთა პარტიის ლიდერი, მარინ ტონდელიე თავიდანვე გამორიცხოს, მიუხედავად იმისა, რომ ის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა.

POLITICO გაგაცნობთ ყველაზე რეიტინგულ კანდიდატებს, რომლებიც ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილნი:

  • ჟან-ლუკ მელანშონი და მისი გუნდი

მელანშონის მოძრაობა "დაუმორჩილებელი საფრანგეთი", კოალიციის ოთხი მთავარი პარტიიდან სავარაუდოდ, ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებს.

მათი ძლიერი წარმომადგენლობა პარლამენტში, ბოლო ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე მელანშონის კარგ შედეგთან ერთად, LFI-ს არგუმენტებს მისცემს იმის სამტკიცებლად, რომ მომავალი მთავრობის მეთაური მათი რიგებიდან უნდა იყოს.

თუ LFI-ს მიეცემოდა არჩევანი, აშკარა კანდიდატი, სავარაუდოდ, თავად მელანშონი იქნებოდა - მაგრამ ცეცხლოვანი ლიდერის გამყოფი მიდგომა პოლიტიკისადმი და მკაცრი პოზიცია ეკონომიკიდან დაწყებული - ღაზაში ომით დამთავრებული, საკითხების მიმართ მას ზომიერი ამომრჩევლებისთვის ტოქსიკურს ხდის. ახალი სახალხო ფრონტის სხვა წევრების ლიდერები კამპანიის დროს მტკიცედ აცხადებდნენ, რომ ისინი 72 წლის ლიდერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერდნენ.

მელანშონმა თქვა, რომ ლიდერის როლს საკუთარ თავზე “არ მიიწერდა”.

LFI-იდან სხვა სახელებიც დასახელდა, მათ შორის მოძრაობის კოორდინატორის, მანუელ ბომპარის, პარლამენტში მისი ჯგუფის პრეზიდენტის, მატილდ პანოს, მზარდი პოპულარობის ფიგურა, კლემანს გეტეს ან საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ფინანსთა კომიტეტის პრეზიდენტის, ერიკ კოკერელის.

  • მემარცხენე რადიკალები, რომლებიც მელანშონს არ ემორჩილებიან

მელანშონისა და მისი მოკავშირეების ლიდერობისთვის პირველი გამოწვევა შეიძლება იმ დეპუტატებისგან მოდიოდეს, რომლებიც ოდესღაც სამგზის საპრეზიდენტო კანდიდატის გვერდით იბრძოდნენ, მაგრამ მას შემდეგ მასთან კავშირები გაწყვიტეს. ასეთმა კანდიდატებმა შეიძლება განაცხადონ, რომ იდეოლოგიურად ახალი სახალხო ფრონტის დომინანტ შტოს შეესაბამებიან, თან ნაკლებად გამყოფ ფიგურებად აღიქმებიან, ვიდრე - მელანშონი.

მათ შორისაა ფრანსუა რუფენი, ყოფილი ჟურნალისტი და კინორეჟისორი, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და LFI-ს იმის გამო აკრიტიკებდა, რასაც იგი საფრანგეთის სოფლის რეგიონებში ნაკლებობად აღწერდა, ხოლო მელანშონს მან საერთოდ, "ტვირთი" უწოდა.

კლემენტინ ოტენს, რომელიც ბოლო ორ საკანონმდებლო ვადაში LFI-ის ჯგუფის წევრი იყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტად აკრიტიკებდა მელანშონს, საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ასევე შეუძლია. ოტენმა გასულ თვეს განაცხადა, რომ "აცნობიერებდა", რომ იყო "ერთ-ერთი იმათგან, ვისაც შეუძლია, გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია ჰქონდეს".

  • აღორძინებული სოციალისტები

ფრანგულმა სოციალისტურმა პარტიამ თავის დაბალ წერტილს 2022 წელს მიაღწია, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში 1.7 პროცენტი მიიღო.

მაგრამ მას შემდეგ მოულოდნელ აღორძინებას შეუდგა, რამაც კულმინაციას ევროპულ არჩევნებში მიაღწია, სადაც მან მემარცხენე ძალებს შორის თითქმის 14-პროცენტიანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა.

სოციალისტებს ნაკლები დეპუტატი ჰყავთ, ვიდრე "დაუმორჩილებელ საფრანგეთს", მაგრამ თავიანთი წარმომადგენლობა პარლამენტში მაინც გააძლიერეს და მელანშონის რადიკალურ LFI-სთან სხვაობა შეამცირეს. მათ შეიძლება "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" კონტროლის შესაჩერებლად მწვანეების მხარდაჭერის მიღების იმედი ჰქონდეთ.

შესაძლო კანდიდატები შეიძლება სოციალ-დემოკრატების ახალი თაობიდან წამოვიდნენ, მათ შორისაა სოციალისტური პარტიის ამჟამინდელი ლიდერი, ოლივიე ფორი, მისი გადამდგარი ჯგუფის პრეზიდენტი, ბორის ვალო ან ევროკავშირის არჩევნებში წამყვანი კანდიდატი, რაფაელ გლუქსმანი. 48 წლის ვალო პარლამენტში პირველად 2017 წელს აირჩიეს. ის მაკრონთან ერთად საფრანგეთის საჯარო მოხელეების უმაღლეს სკოლაში სწავლობდა და, მოქმედი პრეზიდენტის მსგავსად, ადრე ელისეს სასახლის გენერალური მდივნის მოადგილედ მსახურობდა.

მაგრამ სიტყვის თქმა შეიძლება, ერთმა ყოფილმა ლიდერმაც სცადოს: ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის ყოფილმა სოციალისტმა პრეზიდენტმა, რომელიც დაბრუნებას აპირებს მას შემდეგ, რაც თავის ყოფილ საარჩევნო ოლქში არჩევნებში გაიმარჯვა, და მხოლოდ მეორე პრეზიდენტი გახდა საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მსახურების შემდეგ ეროვნულ ასამბლეას დაუბრუნდა.

ყველაზე სავარაუდო ფავორიტი: ბორის ვალო

  • არაპარტიული კანდიდატები

პარტიებს შორის უთანხმოების თავიდან აცილების ერთი გზა შეიძლება მემარცხენეების მიერ ვინმეს არჩევა პოლიტიკური სცენის გარედან იყოს.

სოციალ-დემოკრატმა ევროპარლამენტარმა გლუქსმანმა ეს ვარიანტი გასულ თვეში განიხილა, როდესაც რეფორმისტული CFDT გაერთიანების ყოფილი ლიდერის, ლორან ბერჟეს კანდიდატურა წამოაყენა. ბერჟე ასევე ცნობილია, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ფრთაზე, თავისი უნარით, შექმნას კონსენსუსი და აღმოფხვრას უთანხმოებები. თუმცა, მისი ზომიერი მიდგომა შეიძლება, მელანშონისთვის მიუღებელი იყოს.

ყველაზე სავარაუდო ფავორიტი: ლორან ბერჯე

წყარო

წაიკითხეთ ასევე: