საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, არავის მივცემთ უფლებას, ხელისუფლებას რაღაც უბრძანოს" - კალაძე აშშ-ზე
"საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, არავის მივცემთ უფლებას, ხელისუფლებას რაღაც უბრძანოს" - კალაძე აშშ-ზე

ცხა­დია ცუ­დია, რომ [სწავ­ლე­ბის “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი 2024“-ის”] გა­და­დე­ბა მოხ­და - ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მზად არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მე­გობ­რო­ბის­თვის, რაც ორ­მხრი­ვი უნდა იყოს, ცალ­მხრი­ვი ვერ იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბა და ვე­ლო­დე­ბით, რომ ეს მიდ­გო­მე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შეც­ვლი­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

კა­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, ვე­რა­ვინ მო­იყ­ვანს მა­გა­ლითს იმი­სას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურ­სი არის შეც­ვლი­ლი.

“ბუ­ნე­ბა­ში უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. ეს არის ფა­რი­სევ­ლო­ბა, არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კურ­სი არის შეც­ვლი­ლი. ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვერ ნა­ხავთ და ვერ მო­იყ­ვანთ ვერ­ცერთ მა­გა­ლითს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და არა­ევ­რო­პუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. 2012 წლი­დან ხელ­შე­სა­ხე­ბი წინსვლა გვაქვს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ.

ჩვენ არა­ერ­თხელ ვთქვით და გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვერ იქ­ნე­ბა ვინ­მეს ვა­სა­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ამის­თვის ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა იბ­რძო­ლეს და სის­ხლი დაღ­ვა­რეს. არა­ვის მი­ე­ცე­მა იმის უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რა­ღაც უბ­რძა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და გა­და­ად­გმე­ვი­ნოს ისე­თი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე ვი­ცით, რომ პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. ასე­ვე, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა. ჩვენ ასეთ ნა­ბი­ჯებს არ გა­დავ­დგამთ. გვახ­სოვს, იგი­ვე სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­წო­დე­ბე­ბი, მე­ო­რე ფრონტთან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბი, არ არის ეს სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაღ­რმავ­დეს, მოხ­დეს გა­დატ­ვირ­თვა და ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა „ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი 2024“-ის გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ი­დო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­სა­ნა­ნია. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტე­ბი არ­სე­ბობს. „სწავ­ლე­ბის გა­და­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ფორ­მა­ტე­ბი გრძელ­დე­ბა, მათ შო­რის, მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის „მტკი­ცე სული 2025“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, არავის მივცემთ უფლებას, ხელისუფლებას რაღაც უბრძანოს" - კალაძე აშშ-ზე

"საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, არავის მივცემთ უფლებას, ხელისუფლებას რაღაც უბრძანოს" - კალაძე აშშ-ზე

ცხადია ცუდია, რომ [სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2024“-ის”] გადადება მოხდა - ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილი იქნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის მტკიცებით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს იმისას, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი.

“ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ფარისევლობა, არანაირი არგუმენტები არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი არის შეცვლილი. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ნახავთ და ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული და არაევროპული ნაბიჯები გადადგა. 2012 წლიდან ხელშესახები წინსვლა გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ყველაფერი გაკეთებულია “ქართული ოცნების” მიერ.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი, შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სისხლი დაღვარეს. არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ რაღაც უბრძანოს საქართველოს ხელისუფლებას და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის პრობლემური იქნება. ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არ გადავდგამთ. გვახსოვს, იგივე სანქციებთან დაკავშირებით მოწოდებები, მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოწოდებები, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა”, - განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. „სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, - ნათქვამია განცხადებაში.