ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა ნანა ლეჟავამ. Ambebi.ge -ს აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, იმედა დარსალიამ.
"ნანას წასვლა არ უკავშირდება ნიუსს და არხის სარედაქციო პოლიტიკას. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. ვერც ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. რაც შემიძლია გითხრათ, ესაა" - გვითხრა იმედა დარსალიამ.
TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხი "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა.