მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი გოგონას მშობლები გახდებიან, წყვილმა ათასობით მილოცვა მიიღო.
როგორც ჩანს, ცერემონია გრანდიოზული წვეულებით გაგრძელდა, რომელსაც საფეხბურთო ნაკრების წევრები, მომღერლები, წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებოდნენ.
დახურული წვეულების კადრები წყვილის მეგობარმა გიორგი ჭყონიამ და კახი მამულაშვილმა გაავრცელეს.
საღამოს ლელა წურწუმია და “ჩვენი ბენდი“ ესწრებოდა. გიორგი მამარდაშვილმა მომღერალთან ერთად დუეტიც შეასრულა. სტუმრებს შორის იყვნენ საფეხბურთო ნაკრების წევრებიც.
მხიარული ცერემონიალისა და წვეულების შესახებ წერენ ლელა წურწუმიაც და მისი მეუღლე, კახი მამულაშვილიც:
“პატარა გოგო გვეყოლებაო... ელენე და მამარდა“, - წერს ლელა წურწუმია.
"დიდი გაფანტვა დასრულდა. მამარდას და ელენეს გაუმარჯოს და მათ პატარა გოგოს, რომელიც მალე მოევლინება ამ ქვეყანას“, - წერს კახი მამულაშვილი.
ყველაზე სახალისო კი მსოფლიოში ცნობილი მეკარის მიერ ქართული ცეკვა იყო.
გიორგი მამარდაშვილის რჩეული მოდელი ელენე ეპიტაშვილი საზოგადოებამ ერთი წლის წინ გაიცნო, როდესაც საყვარელმა მამაკაცმა ხელი საჯაროდ სთხოვა. როგორც ცნობილია, წყვილი უახლოეს მომავალში ქორწილის გადახდას გეგმავს და როგორც "მამარდამ" ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, წვეულება, სავარაუდოდ, თბილისში გაიმართება.
ასევე იხილეთ: