საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი ლიტერატურული ტურნე 8 ივლისს კახეთში იწყება
დიდი ლიტერატურული ტურნე 8 ივლისს კახეთში იწყება

2024 წლის დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე კა­ხეთ­ში 8 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა. „პა­ლიტ­რა L-ის“ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში კა­ხე­თის 2 ქა­ლაქ­ში და­გეგ­მი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა, 3 ქა­ლაქ­ში კი - წიგ­ნის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა და მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა.

9 ივ­ლისს თე­ლავ­ში ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი და თი­ნა­თინ ბე­რი­ძე შეხ­ვდე­ბი­ან მკი­თხველს. შეხ­ვედ­რა 19:00 სა­ათ­ზე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა.

10 ივ­ლისს კი ასე­ვე ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი და თი­ნა­თინ ბე­რი­ძე ყვარ­ლის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო თე­ატ­რში უმას­პინ­ძლე­ბენ ერ­თგულ მკი­თხვე­ლებს. ყვა­რელ­ში შეხ­ვედ­რა 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

შეხ­ვედ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­გეგ­მი­ლია წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. წელს დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტურ­ნეს შე­უ­ერ­თდა პრო­ექ­ტი „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რაც“. 8-9 ივ­ლისს თე­ლავ­ში თე­ატ­რის წინ მო­ე­წყო­ბა რო­გორც გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, ასე­ვე მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა. 10 ივ­ლისს ანა­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბაა და­გეგ­მი­ლი ყვა­რელ­ში, სპორ­ტსკო­ლის წინ. უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ლა­გო­დე­ხი, სა­დაც 11 ივ­ლისს ცენ­ტრა­ლურ სკვერ­ში წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვაა და­გეგ­მი­ლი. მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის­გან“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. ფას­დაკ­ლე­ბებ­თან ერ­თად, მათ დახ­ვდე­ბათ სა­ჩუქ­რე­ბი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც, რო­გო­რე­ბი­ცაა "1+1"; "3 წიგ­ნი 10 ლა­რად" და "გა­და­ი­ხა­დე, რამ­დე­ნიც გინ­და".

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" მან­ქა­ნა კი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მა­კუ­ლა­ტუ­რას გა­ორ­მა­გე­ბულ ფა­სად ჩა­ი­ბა­რებს. სა­ნაც­ვლოდ მკი­თხვე­ლე­ბი ად­გილ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ახალ წიგ­ნებს მი­ი­ღე­ბენ. 2 კგ. მა­კუ­ლა­ტუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია, გა­და­საც­ვლე­ლი წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლო­გი ად­გილ­ზე­ვე დახ­ვდე­ბათ.

მსურ­ვე­ლებს წიგ­ნე­ბის ფას­დაკ­ლე­ბით შე­ძე­ნა ან მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა და სა­ნაც­ვლოდ ახა­ლი წიგ­ნე­ბის მი­ღე­ბა 12:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ.

დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 18 ქა­ლაქს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და 19 აგ­ვის­ტოს ბახ­მა­რო­ში დას­რულ­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დიდი ლიტერატურული ტურნე 8 ივლისს კახეთში იწყება

დიდი ლიტერატურული ტურნე 8 ივლისს კახეთში იწყება

2024 წლის დიდი ლიტერატურული ტურნე კახეთში 8 ივლისს დაიწყება. „პალიტრა L-ის“ უკვე ტრადიციად ქცეული ტურნეს ფარგლებში კახეთის 2 ქალაქში დაგეგმილია თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრა, 3 ქალაქში კი - წიგნის გამოფენა-გაყიდვა და მაკულატურის ჩაბარება.

9 ივლისს თელავში ნანი მანველიშვილი და თინათინ ბერიძე შეხვდებიან მკითხველს. შეხვედრა 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება.

10 ივლისს კი ასევე ნანი მანველიშვილი და თინათინ ბერიძე ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში უმასპინძლებენ ერთგულ მკითხველებს. ყვარელში შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა. წელს დიდ ლიტერატურულ ტურნეს შეუერთდა პროექტი „მაკულიტერატურაც“. 8-9 ივლისს თელავში თეატრის წინ მოეწყობა როგორც გამოფენა-გაყიდვა, ასევე მაკულატურის ჩაბარება. 10 ივლისს ანალოგიური აქტივობაა დაგეგმილი ყვარელში, სპორტსკოლის წინ. უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ლაგოდეხი, სადაც 11 ივლისს ცენტრალურ სკვერში წიგნების გამოფენა-გაყიდვაა დაგეგმილი. მოსული სტუმრები გამომცემლობა „პალიტრა L-ისგან“ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ფასდაკლებებთან ერთად, მათ დახვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა "1+1"; "3 წიგნი 10 ლარად" და "გადაიხადე, რამდენიც გინდა".

„მაკულიტერატურის" მანქანა კი მოსახლეობისგან მაკულატურას გაორმაგებულ ფასად ჩაიბარებს. სანაცვლოდ მკითხველები ადგილზე წარმოდგენილ ახალ წიგნებს მიიღებენ. 2 კგ. მაკულატურის ღირებულება 1 ლარია, გადასაცვლელი წიგნების კატალოგი ადგილზევე დახვდებათ.

მსურველებს წიგნების ფასდაკლებით შეძენა ან მაკულატურის ჩაბარება და სანაცვლოდ ახალი წიგნების მიღება 12:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეძლებათ.

დიდი ლიტერატურული ტურნე მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ქალაქს გააერთიანებს და 19 აგვისტოს ბახმაროში დასრულდება.

R