სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ხალხი როგორ დახოცა?" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ჩაქუჩით და იარაღით: რა მოხდა ვარკეთილში 5 ივნისს?
"ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ხალხი როგორ დახოცა?" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ჩაქუჩით და იარაღით: რა მოხდა ვარკეთილში 5 ივნისს?

ვარ­კე­თილ­ში 5 ივ­ნისს მკვლე­ლო­ბა მოხ­და, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით 39 წლის ბაჩო ბა­შა­რუ­ლი და 40 წლის ნიკა არჩვა­ძე მოკ­ლეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 40 წლის იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ზე "კუ­რი­ე­რი P.S." ახალ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მე­ზო­ბელ­მა კა­რის მე­ზო­ბელ­სა და მის მე­გო­ბარს ჯერ თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყა, შემ­დეგ კი ია­რა­ღით მოკ­ლა.

რო­გორ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი?

და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი - ბაჩო ბა­შა­რუ­ლი და ნიკო არჩვა­ძე, ნას­ვა­მე­ბი, დე­რე­ფან­ში დგა­ნან და ბი­ნის კა­რის გა­ღე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. ამ კად­რებს იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის კა­მე­რა იღებს. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბაჩო ბა­შა­რუ­ლი ფეხს იქ­ნევს და მისი ფეხ­საც­მე­ლი მის­სა­ვე კარ­თან, კა­ბე­ლებ­ზე ეკი­დე­ბა. ერთ მო­მენ­ტში ბაჩო მე­ზობ­ლის კა­მე­რას სან­თე­ბე­ლას უჩ­ვე­ნებს.

რამ­დე­ნი­მე წამ­ში, კა­რის მე­ზო­ბე­ლი იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი მათ­თან გა­დის და ამის შემ­დეგ და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი იწყე­ბა. ბაჩო ბა­შა­რუ­ლი მე­ზო­ბელს კა­მე­რა­ზე მი­უ­თი­თებს და ანიშ­ნებს, რომ თვალ­თვა­ლი აღი­ზი­ა­ნებს. სწო­რედ ამ დროს, იწყე­ბა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და ბა­ჩოს თავ­ში ქსო­ვილ­ში გახ­ვე­უ­ლი რე­ზი­ნის ჩა­ქუ­ჩი რამ­დენ­ჯერ­მე ხვდე­ბა. ის მე­ზობ­ლის მო­გე­რი­ე­ბას ცდი­ლობს. ჩხუ­ბით, იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის სახ­ლში შე­დი­ან. ნიკო არჩვა­ძე კონ­ფლიქ­ტში ერ­თვე­ბა. მე­ზო­ბე­ლი დე­რეფ­ნის­კენ უკვე ხელ­ში ია­რა­ღით ბრუნ­დე­ბა. მას ნი­კო­სა და ბა­ჩოს ნივ­თე­ბი იმ ოთახ­ში შე­აქვს, სა­დაც უკვე ორი ადა­მი­ა­ნი სის­ხლის გუ­ბე­ში წევს. კარს კე­ტავს და კა­მე­რა ითი­შე­ბა.

"კუ­რი­ე­რი P.S"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი იური კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა იმ ოთახ­ში ჩა­ი­დი­ნა, რომ­ლის გვერ­დზეც მის მე­უღ­ლე­სა და მცი­რე­წლო­ვან შვილს ეძი­ნათ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუთ­ში, მან 112-ში და­რე­კა და მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მო­ტი­ვით.

"ჩა­ქუ­ჩის მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ათ წამ­ში ავ­ტო­მა­ტი­დან თავ­ზე გას­რო­ლით მოკ­ლა. ტყვი­ის მას­რე­ბიც და გუ­ლე­ბიც არის ია­ტა­კი­დან ამო­ღე­ბუ­ლი. ეს მი­უ­თი­თებს, რომ გა­მიზ­ნუ­ლად არის ნას­რო­ლი. წაქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა. ყვე­ლა გას­რო­ლა თა­ვის და ზურ­გის არე­შია მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ანუ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლას" - ამ­ბობს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.

"გაგ­ვა­ნად­გუ­რა და დაგ­ვაქ­ცია და 5 ბავ­შვი და­ტო­ვა უმა­მოდ. ეს პი­როვ­ნე­ბა 8 წელი ცხოვ­რობ­და აქ და ხალ­ხი არ იც­ნობ­და. ყვე­ლა იმას ამ­ბობ­და, ლიფ­ტში გვხვდე­ბო­და და ზურგს გვაქ­ცევ­დაო. ცოლ-შვი­ლი სახ­ლში ჰყავ­და, ხალ­ხი რო­გორ და­ხო­ცა? ნიკო რა­ტომ მოკ­ლა, თუ ბა­ჩო­ზე იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და და­ეჭ­რა, თავ­ში სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა" - ამ­ბობს ბაჩო ბა­შა­რუ­ლის დედა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ხალხი როგორ დახოცა?" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ჩაქუჩით და იარაღით: რა მოხდა ვარკეთილში 5 ივნისს?

"ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ხალხი როგორ დახოცა?" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ჩაქუჩით და იარაღით: რა მოხდა ვარკეთილში 5 ივნისს?

ვარკეთილში 5 ივნისს მკვლელობა მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის იური კალანდარიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს.

უმძიმეს დანაშაულზე "კურიერი P.S." ახალ დეტალებს ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ მეზობელმა კარის მეზობელსა და მის მეგობარს ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი იარაღით მოკლა.

როგორ დაიწყო კონფლიქტი?

დაახლოებით, ღამის პირველი საათი - ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, ნასვამები, დერეფანში დგანან და ბინის კარის გაღებას ვერ ახერხებენ. ამ კადრებს იური კალანდარიშვილის კამერა იღებს. ჩანაწერის მიხედვით, ბაჩო ბაშარული ფეხს იქნევს და მისი ფეხსაცმელი მისსავე კართან, კაბელებზე ეკიდება. ერთ მომენტში ბაჩო მეზობლის კამერას სანთებელას უჩვენებს.

რამდენიმე წამში, კარის მეზობელი იური კალანდარიშვილი მათთან გადის და ამის შემდეგ დაძაბული საუბარი იწყება. ბაჩო ბაშარული მეზობელს კამერაზე მიუთითებს და ანიშნებს, რომ თვალთვალი აღიზიანებს. სწორედ ამ დროს, იწყება ფიზიკური დაპირისპირება და ბაჩოს თავში ქსოვილში გახვეული რეზინის ჩაქუჩი რამდენჯერმე ხვდება. ის მეზობლის მოგერიებას ცდილობს. ჩხუბით, იური კალანდარიშვილის სახლში შედიან. ნიკო არჩვაძე კონფლიქტში ერთვება. მეზობელი დერეფნისკენ უკვე ხელში იარაღით ბრუნდება. მას ნიკოსა და ბაჩოს ნივთები იმ ოთახში შეაქვს, სადაც უკვე ორი ადამიანი სისხლის გუბეში წევს. კარს კეტავს და კამერა ითიშება.

"კურიერი P.S"-ის ინფორმაციით, შემზარავი დანაშაული იური კალანდარიშვილმა იმ ოთახში ჩაიდინა, რომლის გვერდზეც მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს ეძინათ. გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 40 წუთში, მან 112-ში დარეკა და მკვლელობა აღიარა, თუმცა აუცილებელი მოგერიების მოტივით.

"ჩაქუჩის მეშვეობით არაერთი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ათ წამში ავტომატიდან თავზე გასროლით მოკლა. ტყვიის მასრებიც და გულებიც არის იატაკიდან ამოღებული. ეს მიუთითებს, რომ გამიზნულად არის ნასროლი. წაქცეული ადამიანების მიმართ განახორციელა გასროლა. ყველა გასროლა თავის და ზურგის არეშია მიყენებული, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას" - ამბობს საქმის პროკურორი.

"გაგვანადგურა და დაგვაქცია და 5 ბავშვი დატოვა უმამოდ. ეს პიროვნება 8 წელი ცხოვრობდა აქ და ხალხი არ იცნობდა. ყველა იმას ამბობდა, ლიფტში გვხვდებოდა და ზურგს გვაქცევდაო. ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ხალხი როგორ დახოცა? ნიკო რატომ მოკლა, თუ ბაჩოზე იყო გაბრაზებული, ხომ შეიძლებოდა დაეჭრა, თავში საკონტროლო გასროლა განახორციელა" - ამბობს ბაჩო ბაშარულის დედა.

წაიკითხეთ ასევე: