ავტორი:

“SOS, მეგონა არაფერი აღარ გამაკვირვებდა, მაგრამ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით!“ - რა მიმართვას ავრცელებს ზაზა ფაჩულიას მეუღლე

“SOS, მეგონა არაფერი აღარ გამაკვირვებდა, მაგრამ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით!“ - რა მიმართვას ავრცელებს ზაზა ფაჩულიას მეუღლე

ცნობილი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების U16- ში, ზაზა ფაჩულიას აკადემიის ორი სპორტსმენის ვერ მოხვედრას აპროტესტებს და ამის შესახებ “ფეისბუქზე“ წერს:

“SOS, მეგონა არაფერი აღარ გამაკვირვებდა, მაგრამ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით! დათი საბა და ყველა ის ბავშვი, ვისაც ასე უსამართლოდ მოექცნენ (Zpa academy), მომავალში აუცილებლად ითამაშებენ საქართველოს ნაკრებში უნდა ეს დაკომპლექსებულ მწვრთნელს თუ არა!

ნიკა ცინცაძე ვერ გადაწყვეტს ჩვენი შვილების მომავალს! ვუსურვებ წარმატებას U16! ოქროს თაობა რომელიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს!

Keep your head up guys history repeats itself!“ - წერს თიკა ალავიძე.

აღსანიშნავია, რომ თიკა ალავიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ცოტა ხნის წინ, ზაზა ფაჩულიას აკადემიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ აკადემიის წინააღმდეგ ანტი პიარ კამანია იყო აგორებული.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ცენტრის ინფრასტრუქტურა მოშლილი იყო...

“მინდა გამოვეხმაურო იმ ანტი პიარ კამპანიას რაც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy წინააღმდეგ წამოიწყეს “კონკრეტულ ჯგუფებში”! როგორც მოგეხსენებათ აკადემიაში მიმდინარეობს რემონტი და 80% უკვე დასრულებულია! რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას აკადემიის ოფიციალური გვერდი მოგაწვდით!

არ ვიცი რას ემსახურება ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ კარგი საქმეების კეთებას და კიდევ უამრავ ბავშვს გაუკვლევთ გზას!“ - წერდა ივნისის თვეში თიკა ალავიძე.

ასევე იხილეთ: