ავტორი:

"ალბათ არც ერთ ფეხბურთელს არ დაუღვრია ევროპის ჩემპიონატზე იმდენი ცრემლი, რამდენიც რონალდუს" - skysports-ი გუშინდელ დრამატულ მატჩზე

"ალბათ არც ერთ ფეხბურთელს არ დაუღვრია ევროპის ჩემპიონატზე იმდენი ცრემლი, რამდენიც რონალდუს" - skysports-ი გუშინდელ დრამატულ მატჩზე

"ალბათ არც ერთ ფეხბურთელს არ დაუღვრია ევროპის ჩემპიონატზე იმდენი ცრემლი, რამდენიც რონალდოს" - წერს skysports-ი და კრისტიანო რონალდოს შესახებ სტატიას აქვეყნეს.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა პორტუგალია დაამარცხა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც დიდიე დეშამის გუნდი უფრო ძლიერი აღმოჩნდა - 5-3.

საფრანგეთის მხრიდან უსმან დემბელემ, იუსუფ ფოფანამ, ჟიულ კუნდემ, ბრედლი ბარკოლამ და ტეო ერნანდესმა გაიტანეს, პორტუგალიელთა რიგებიდან კი - კრიშტიანუ რონალდუმ, ბერნარდუ სილვამ და ნუნუ მენდეშმა.

"რონალდუს პერსონალური მაჩვენებელი ნულს შეადგენდა. მაშინ რატომ აირჩიეს 39 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის წინააღმდეგ სათამაშოდ, როცა პორტუგალიას სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავს? არც დიოგო ჯოტა და არც გონკალო რამოსი მოედანზე არ გასულან. ბრუნო ფერნანდეში შეცვალეს, მაგრამ არა რონალდუ.

კიდევ უფრო საგანგაშო ის არის, რომ პორტუგალიას ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუტანია. საქართველოსთან 2-0 მარცხს, ჯერ სლოვენია, შემდეგ კი საფრანგეთი მოჰყვა" - წერს გამოცემა.

წაიკითხეთ ასევე: