ავტორი:

“თინა, ხომ კარგად ხართ? ხომ არ გაგათავისუფლოთ ეთერიდან?“ - თავდაცვის ყოფილ მინისტრს პირდაპირი ჩართვის დროს მანქანა დაეჯახა

“თინა, ხომ კარგად ხართ? ხომ არ გაგათავისუფლოთ ეთერიდან?“ - თავდაცვის ყოფილ მინისტრს პირდაპირი ჩართვის დროს მანქანა დაეჯახა

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს “ფორმულას“ ერთ-ერთ გადაცემაში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც წამყვანი მას შეკითხვას უსვამდა, თუმცა როგორც კადრებში ჩანს, დიდი ზომის ავტომობილმა სავარაუდოდ ბორდიური გადმოკვეთა და თინა ხიდაშელს მხრის მიდამოებში უხეშად გაედო.

“მანქანა დამეჯახა...“ - აღნიშნა გაკვირვებულმა რესპონდენტმა.

“თინა, ხომ კარგად ხართ? ხომ არ გაგათავისუფლოთ ეთერიდან?“ - შესთავაზა ყოფილ მინისტრს ჟურნალისტმა, თუმცა კადრებში ჩანს, ხიდაშელმა საუბრის გაგრძელება შეძლო.