ბათუმში ჩატარებულ ტესტ - მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:21 დამარცხდა.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. მატკავამ სამი საჯარიმო გამოიყენა, სტუმრებმა კი ორი ლელო დადეს, გარდასახვები არაზუსტად შეასრულეს და ერთი საჯარიმოს რეალიზაცია შეძლეს, ბოლოს მატკავას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები კარგა ხანი თითქმის უბურთოდ იყო, ფიჯელებმა ანგარიში გაზარდეს (9:21). მალე მატკავამ საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. თუმცა ქართველების იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და დავმარცხდით.
ერთი კვირის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ გასვლაზე იაპონიას დაუპირისპირდება.