მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო- ს სტანდარტებზე გაყვანა! ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს“ - პრეზიდენტი აშშ- ის გადაწყვეტილებაზე
“საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო- ს სტანდარტებზე გაყვანა! ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს“ - პრეზიდენტი აშშ- ის გადაწყვეტილებაზე

“ევ­რო­პის გზა საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, ამე­რი­კელ პარტნი­ო­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით და მათ მი­მართ წარ­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბე­ბის (მე­ო­რე ფრონ­ტი­სა თუ გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სა) შე­დე­გად ახლა საფრ­თხეს უქ­მნი­ან ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას, რო­მელ­საც ეფუძ­ნე­ბა ჩვენ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­ზე გაყ­ვა­ნა.

ამას ეძა­ხი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს… ამ დროს და­სუს­ტე­ბულ და იზო­ლი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს უჩე­ნენ ბევ­რად დიდ საფრ­თხეს“, - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვა და­ი­წყო, ამის ფარ­გლებ­ში სწავ­ლე­ბა “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის“ ჩა­ტა­რე­ბა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­და­ი­დე­ბა“.

“შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო-შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვა და­ი­წყო. ამ გა­და­ხედ­ვის ნა­წი­ლად, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­და­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლე­ბებს “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი“, რო­მელ­თა ჩა­ტა­რე­ბაც თავ­და­პირ­ვე­ლად 2024 წლის 25 ივ­ლი­სი­დან 6 აგ­ვის­ტომ­დე იყო და­გეგ­მი­ლი.

30 მა­ისს შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სრუ­ლი გა­და­ხედ­ვა და­ი­წყო. “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის” ამ სწავ­ლე­ბის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სხვა და­სავ­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბით, თით­ქოს ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნას, რათა უკ­რა­ი­ნის­გან ზე­წო­ლა მოხ­სნას, და თით­ქოს ისი­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. შე­დე­გად, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თო მას­შტა­ბის სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დრო არ არის.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვით ძა­ლებ­თან პარტნი­ო­რო­ბას და გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად არ მიგ­ვი­ღია, და დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ იმ უდი­დეს ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ისეთ წვრთნებს სძე­ნენ, რო­გო­რი­ცაა “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი”. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის იმე­დი აქვს, მათ შო­რის AGILE SPIRIT-ის 2025 წელს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­პა­სუ­ხოდ გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც გა­ავ­რცე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ “სწავ­ლე­ბის გა­და­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა­ტე­ბი გრძელ­დე­ბა, მათ შო­რის, მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის „მტკი­ცე სული 2025“.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი ტაბატაძე
2

 ისე სიმართლე რომ ვთქვათ, 1989 წლიდან ჯანდაბა ვერ მოვიარეთ. თითო-ოროლა შიზოფრენიის დიაგნოზიანმა როგორც გვაჩვენა გზა ჯანდაბისკენ, სულ იქ დავხეტიალობთ. დროა მოვიფხანოთ კეფა და დავუჯეროთ ბიძინას, მაგასაც ეტყობა ვერ ყოფნის გამბედაობა, რომ პირდაპირ თქვას, საქართველო რუსეთის გარეშე განწირულია, მარტო რუსეთია ჩვენი მომავალი ამერიკას, ევროპას თუ სხვა დიდ პოლიტიკურ-ეკონომიეურ მოთამაშეს საქართველოსთვის რამე კარგი რომ ჰქონდა განზრახული, უკვე სხვანაირად იქნებოდა ჩვენი ყოფა-ცხოვრება. მაგათი ბრალი აფხაზეთი და ცხინვალი რომ აგგვლიჯა რუსეთმა, პუტინი ბოლომდე აცხადებდა რომ საქართველო არის მთლიანი, მაგრამ მიშამ ნატო რომ მიუყენა ფერდში, ღვიძლთან ახლოს, აი მაშინ დააჭერინა სასხლეტზე თითი მიშას და მიიღო საბაბი, სამუდამოდ, უკუნით უკუნეთამდე ჩამოეშორებინა ნატო საქართველოს. უნდა დავუჯეროთ ბიძინას, სხვა გზა არ არის, რუსეთი დედას უხნავს მთელ მსოფლიოს... 

ვახტანგი -72
1

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და მათ შორის ზურაბიშვილი თვლიან, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა.

საქართველოსთან შედარებით უკრაინა რადარებიდან ხომ არ გამქრალა?

რა თქმა უნდა არა! პირიქით ანათებს და კაშკაშებს!

დავსვათ ლეგიტიმური კითხვა თუ რა მოუტანა უკრაინას მისმა უმთავრესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა?

აშშ-ი და მისი მარიონეტები ყველანაირად ეხმარებიან უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

კი ბატონო ეს რეალურად ნამდვილად ასეა, მაგრამ რა საბოლოო შედეგები მოყვება ამ დახმარებას ქვეყნისათვის?

ომი უკანასკნელ უკრაინელამდე!

რომ არა აშშ-ის მიერ უკრაინაში 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოყვანილმა მარიონეტულმა ხელისუფლებამ და რუსეთის პროვოცირებამ - დღეს უკრაინაში მშვიდობა იქნებოდა!

მოკლედ რომ ითქვას ეს ქვეყანა და მისი ხალხი ეწირება აშშ-ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს!

ზუსტად იგივე ელოდება საქართველოს, ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში!

ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ბევრჯერ მოვტყუებულვართ და დავსჯილვართ იმის გამო რომ „ფოჩიან კანფეტებს“ გვპირდებოდნენ და შემდეგ სანაცვლოდ მიგვიღია უბედურება.

ამჯერად ფოჩიანი კანფეტებია ევროკავშირში და „ნატო“-ში გაწევრიანების ძალზე შორეული პერსპექტივა.

კარგა ხანია დაწყებულია თამაში და კონკრეტული ქმედებები ქართველი ხალხის შესახებ, რომელიც მიისწრაფვის ევროპისაკენ და მისი ვითომ ცუდი, ვითომ რუსეთუმე ხელისუფლების შესახებ, რომელიც ამას ეწინააღმდეგება...

გვეყოფა ჭკუა ამის გასაგებად - გვიჩვენებს დრო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

“საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო- ს სტანდარტებზე გაყვანა! ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს“ - პრეზიდენტი აშშ- ის გადაწყვეტილებაზე

“საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო- ს სტანდარტებზე გაყვანა! ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს“ - პრეზიდენტი აშშ- ის გადაწყვეტილებაზე

“ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტისა თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე გაყვანა.

ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, სადაც აღნიშნულია, რომ “აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება “ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება“.

“შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს “ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. “ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვით ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, და დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმ უდიდეს ღირებულებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს სძენენ, როგორიცაა “ღირსეული პარტნიორი”. შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების იმედი აქვს, მათ შორის AGILE SPIRIT-ის 2025 წელს”, - ნათქვამია განცხადებაში.

საპასუხოდ განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ “სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“.

ასევე იხილეთ: