პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და "ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადადო" - რა წერია დეპარტამენტის განცხადებაში
“აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და "ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადადო" - რა წერია დეპარტამენტის განცხადებაში

“აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვა და­ი­წყო, ამის ფარ­გლებ­ში სწავ­ლე­ბა „ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის“ ჩა­ტა­რე­ბა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­და­ი­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

“შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო-შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვა და­ი­წყო. ამ გა­და­ხედ­ვის ნა­წი­ლად, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­და­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლე­ბებს “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი“, რო­მელ­თა ჩა­ტა­რე­ბაც თავ­და­პირ­ვე­ლად 2024 წლის 25 ივ­ლი­სი­დან 6 აგ­ვის­ტომ­დე იყო და­გეგ­მი­ლი.

30 მა­ისს შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სრუ­ლი გა­და­ხედ­ვა და­ი­წყო. „ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის” ამ სწავ­ლე­ბის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სხვა და­სავ­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბით, თით­ქოს ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნას, რათა უკ­რა­ი­ნის­გან ზე­წო­ლა მოხ­სნას, და თით­ქოს ისი­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. შე­დე­გად, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თო მას­შტა­ბის სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დრო არ არის.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვით ძა­ლებ­თან პარტნი­ო­რო­ბას და გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად არ მიგ­ვი­ღია, და დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ იმ უდი­დეს ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ისეთ წვრთნებს სძე­ნენ, რო­გო­რი­ცაა “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი”.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის იმე­დი აქვს, მათ შო­რის AGILE SPIRIT-ის 2025 წელს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ამერიკამ თავისი სიყეყეჩით დაკარგა საქართველო, დაემშვიდობეთ,აწი ნუღარც იოცნებებთ საქართველოზე,წაიყვანეთ ამერიკაში ეგ თქვენი გამოკვებილი ენჯეოშნიკები და სააკიანიც არ დაგავიწყდეთ და იქ დაასაქმეთ ეგ უნიჭო სასტავი !

გიო
6

სულ მაინტერესებდა ამ წვრთნების მიზანი რისთვის გვამზადებდნენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

“აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და "ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადადო" - რა წერია დეპარტამენტის განცხადებაში

“აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და "ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადადო" - რა წერია დეპარტამენტის განცხადებაში

“აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება“, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

“შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს “ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვით ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, და დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმ უდიდეს ღირებულებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს სძენენ, როგორიცაა “ღირსეული პარტნიორი”.

შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების იმედი აქვს, მათ შორის AGILE SPIRIT-ის 2025 წელს”, - ნათქვამია განცხადებაში.