საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მას შემდეგ ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა; გიორგი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, თავმდაბალი, ქარიზმატული იყო“ - ვრცელი ინტერვიუ Levante UD- ის ადმინთან
“მას შემდეგ ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა; გიორგი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, თავმდაბალი, ქარიზმატული იყო“ - ვრცელი ინტერვიუ Levante UD- ის ადმინთან

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბერ­ძნეთ­თან ევრო 2024-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩი მო­ი­გო და ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ გუნ­დებს შო­რის, ჩემ­პი­ო­ნის­თვის ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თო, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გა­ას­მაგ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­რე­ბი, სტა­ტუ­სე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც უცხო კლუ­ბებ­ში მო­თა­მა­შე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რებს ამ­ხნე­ვებ­დნენ და გა­მარ­ჯვე­ბას უსურ­ვებ­დნენ.

მათ შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო Levante UD. მათ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გა­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი მი­მარ­თვა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი­სად­მი და რო­გორც გვერ­დის ად­მი­ნი “ფორ­მუ­ლას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, “მას შემ­დეგ, რაც შოთა [არ­ვე­ლა­ძე­ზე] პოს­ტი და­დეს და ქარ­თუ­ლად წერა და­ი­წყეს, პოს­ტე­ბის მო­წო­ნე­ბა რა­კე­ტის სიჩ­ქა­რით გაფ­რინ­და“.

  • ხავი დე ლა ოსას­მა “ფორ­მუ­ლას“ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

“რა საკ­ვირ­ვე­ლია ვხვდე­ბით, რომ ჩვენც პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გავ­ხდით სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პოს­ტე­ბით. გვეს­მის რა­ტომ მოჰ­ყვა ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მათ ქარ­თულ ენა­ზეც. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გი­თხრათ, თუ რო­გორ ვა­მა­ყობთ გი­ორ­გით და იმ დო­ნით, რომ­ლი­თაც მან ითა­მა­შა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ჩვენ­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო იმის ნახ­ვა, თუ რო­გორ წარ­მო­ა­ჩი­ნა მან თა­ვიც და ქვე­ყა­ნაც. სა­ქარ­თვე­ლომ ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის­ტო­რია და­წე­რა.

მივ­ხვდით, რომ ქარ­თუ­ლად წერა ჩვენს პო­ტენ­ცი­ურ აუ­დი­ტო­რი­ას გაზ­რდი­და და ჩა­ვე­ჭი­დეთ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თუმ­ცა, ეს ჩვე­ნი პი­რა­დი სი­ა­მა­ყის სა­კი­თხი­ცაა, რო­დე­საც ჩვე­ნი კლუ­ბის წევ­რი ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს ევ­რო­პა­ზე და ნაკ­რე­ბის ტრი­უმ­ფის ერთ-ერთი შემ­ქმნე­ლია.

გვა­ინ­ტე­რე­სებ­და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე შე­საძ­ლოა ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ იყო. მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ახ­ლო­დან გა­ვე­ცა­ნით მათ და ჩვენს მხა­რეს გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლო­ბად ჩავ­თვა­ლეთ მე­სი­ჯე­ბი გაგ­ვეგ­ზავ­ნა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც გი­ორ­გის მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით, ისე გუნ­დის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის­თვის. ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა ჩვე­ნი კლუ­ბის მე­ტად წარ­მო­ჩე­ნის­თვის. რო­გორც ეს­პა­ნეთ­ში, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე“

  • ხავი დე ლა ოსას­მა ქარ­თულ ენა­ზე და­წე­რი­ლი პირ­ვე­ლი პოს­ტი გა­იხ­სე­ნა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მის­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი­სა და შოთა არ­ვე­ლა­ძის შე­სა­ხებ და­დე­ბუ­ლი ფო­ტოა.

“რაც უფრო იზ­რდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შის ხა­რის­ხი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და გი­ორ­გის პო­პუ­ლა­რო­ბა, ვა­ტყობ­დით რომ პოს­ტე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც იზ­რდე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩი­დან ძა­ლი­ან კარ­გად ითა­მა­შა. თურ­ქეთ­თან მო­გე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­დით, ჩე­ხეთ­თან მო­გე­ბამ­დე სულ ცოტა და­გაკ­ლდათ - ყვე­ლა­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა მემ­გო­ნი ჩე­ხეთ­თან მატ­ჩის წინ და­დე­ბულ პოსტს ჰქონ­და, მაგ­რამ მე და­მა­მახ­სოვ­რდა პოს­ტი, სა­დაც გი­ორ­გის და შოთა არ­ვე­ლა­ძის ფოტო დავ­დე, ვიცი რომ შოთა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას შემ­დეგ რაც ეს პოს­ტი დავ­დე და ქარ­თუ­ლად წერა და­ვი­წყე, მო­წო­ნე­ბა რა­კე­ტის სიჩ­ქა­რით გაფ­რინ­და“

- რო­გორ არ­ჩევთ რა ფრა­ზა და­წე­როთ ქარ­თუ­ლად, თუ ვინ­მე გეხ­მა­რე­ბათ?

- ყვე­ლას ჩვე­ნი სა­ი­დუმ­ლო გვაქვს, ყვე­ლა­ფერს ვერ გა­გიმ­ხელთ. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­ხმა­რე გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლია. მაგ­რამ რა საკ­ვირ­ვე­ლია სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ებ­საც ვი­ყე­ნებთ...

გი­ორ­გი ჩვენ­თან ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა 18-19 წლის მო­ვი­და. იმ­დე­ნად კარ­გი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა, იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იყო... ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა მა­შინ გა­ი­ზარ­და, რო­დე­საც ლე­ვან­ტეს გუნდში გად­მო­ვი­და.

“კარგ გი­ორ­გის“ რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ჩვე­ნი შიდა ხუმ­რო­ბაა. “ლე­ვან­ტეც“ ვა­ლენ­სი­ას გუნ­დია, აქ მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლუ­ბია „ვა­ლენ­სია“, რო­მელ­თა­ნაც დიდი კონ­კუ­რენ­ცია გვაქვს. იქ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი თა­მა­შობს, რო­მე­ლიც გა­სა­ო­ცა­რი მე­კა­რეა. უბ­რა­ლოდ სა­უ­კე­თე­სოა და ასე ერ­თმა­ნეთს ვე­ხუმ­რეთ. ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ბევ­რი გი­ორ­გი თა­მა­შობს და ეს ხუმ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და რომ „კარ­გი გი­ორ­გი“, ანუ უკე­თე­სი გი­ორ­გი ჩვენ გვყავს“ - აცხა­დებს “ლე­ვან­ტეს“ ფე­ის­ბუქ ად­მი­ნი

“მგო­ნი აქა­უ­რე­ბიც მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. მისი პი­როვ­ნუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით. ფე­ის­ბუქ­ზე არა, მაგ­რამ სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა გვი­საყ­ვე­დუ­რა, რომ უფრო კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაც­ვლად, ეს­პა­ნე­თის მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა იმ მო­მენ­ტში.

სა­ქარ­თვე­ლოს 5-6 ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლი ჰყავს, მაგ­რამ ჩვენ­თვის “ქოჩო“ სა­უ­კე­თე­სოა. იმი­საც ვხე­დავ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი არის გუნ­დი, რო­მე­ლიც თავს გა­წი­რავს სამ­შობ­ლოს­თვის, ქვეყ­ნის დრო­ში­სა და ფა­რის­თვის. თუმ­ცა, რა საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თის თა­მაშ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გი­ორ­გის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით და არა მის ნაკ­რებს ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ. ოღონდ, მინ­და იცო­დეთ, რომ მხო­ლოდ ამ მატჩზე იყო ასე. “ლე­ვან­ტის­ტე­ბის“ სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ყო­ველ­თვის, ყვე­ლა თა­მაშ­ზე იყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­გა­დაკ­ლუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. გა­დაჭ­რით თქვენს მხა­რეს ვი­ყა­ვით თურ­ქეთ­თან, ჩე­ხეთ­თან, პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შებ­ზე“ - ხავი დე ლა ოსას თქმით, მას ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა სურს.

გი­ორ­გის­თან უნდა ვი­ა­რო კერ­ძო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. მინ­და მას­წავ­ლოს გა­მარ­ჯო­ბა, ნახ­ვამ­დის. ძა­ლი­ან მომ­წონს რომ ქარ­თუ­ლი ჟღე­რა­დო­ბა ჩვენს ფო­ნე­ტი­კას­თან ახ­ლოს არის.მას­ტერკლა­სე­ბი გვექ­ნე­ბა ქარ­თულ­ში და იმე­დია დიდ­ხანს გას­ტანს ეს კურ­სი. იმი­ტომ, რომ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გი­ორ­გი ჩვენ­თან კი­დევ დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა. მო­გი­წო­დებთ ყუ­რა­დღე­ბით იყოთ ჩვენს გვერ­დზე, გი­ორ­გის­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე, ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა.“

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“მას შემდეგ ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა; გიორგი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, თავმდაბალი, ქარიზმატული იყო“ - ვრცელი ინტერვიუ Levante UD- ის ადმინთან

“მას შემდეგ ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა; გიორგი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, თავმდაბალი, ქარიზმატული იყო“ - ვრცელი ინტერვიუ Levante UD- ის ადმინთან

მას შემდეგ, რაც საქართველომ საბერძნეთთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო და ევროპის კონტინენტის სხვადასხვა ცნობილ გუნდებს შორის, ჩემპიონისთვის ბრძოლაში ჩაერთო, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ყურადღება გაასმაგდა. სოციალურ ქსელში სხვადასხვა მხარდამჭერი პოსტერები, სტატუსები და ვიდეოები გამოჩნდა, სადაც უცხო კლუბებში მოთამაშე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ამხნევებდნენ და გამარჯვებას უსურვებდნენ.

მათ შორის ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული იყო Levante UD. მათ ფეისბუქ-გვერდზე გამოჩნდა ქართული მიმართვა გიორგი ქოჩორაშვილისადმი და როგორც გვერდის ადმინი “ფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, “მას შემდეგ, რაც შოთა [არველაძეზე] პოსტი დადეს და ქართულად წერა დაიწყეს, პოსტების მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა“.

  • ხავი დე ლა ოსასმა “ფორმულას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

“რა საკვირველია ვხვდებით, რომ ჩვენც პოპულარულები გავხდით საქართველოში ამ პოსტებით. გვესმის რატომ მოჰყვა ამხელა გამოხმაურება მათ ქართულ ენაზეც. აუცილებლად უნდა გითხრათ, თუ როგორ ვამაყობთ გიორგით და იმ დონით, რომლითაც მან ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო იმის ნახვა, თუ როგორ წარმოაჩინა მან თავიც და ქვეყანაც. საქართველომ ამ ჩემპიონატზე ისტორია დაწერა.

მივხვდით, რომ ქართულად წერა ჩვენს პოტენციურ აუდიტორიას გაზრდიდა და ჩავეჭიდეთ ამ შესაძლებლობას. თუმცა, ეს ჩვენი პირადი სიამაყის საკითხიცაა, როდესაც ჩვენი კლუბის წევრი ამხელა წარმატებას აღწევს ევროპაზე და ნაკრების ტრიუმფის ერთ-ერთი შემქმნელია.

გვაინტერესებდა ქართველი გულშემატკივარიც, რომელიც მანამდე შესაძლოა ჩვენი გულშემატკივარი არ იყო. მაგრამ შესაძლებელი გახდა ახლოდან გავეცანით მათ და ჩვენს მხარეს გადმოსულიყვნენ. ამიტომ აუცილებლობად ჩავთვალეთ მესიჯები გაგვეგზავნა ორივე მიმართულებით. როგორც გიორგის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ისე გუნდის უკეთ წარმოჩენისთვის. ქოჩორაშვილმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა ჩვენი კლუბის მეტად წარმოჩენისთვის. როგორც ესპანეთში, ისე საერთაშორისო დონეზე“

  • ხავი დე ლა ოსასმა ქართულ ენაზე დაწერილი პირველი პოსტი გაიხსენა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ქოჩორაშვილისა და შოთა არველაძის შესახებ დადებული ფოტოა.

“რაც უფრო იზრდებოდა საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი ევროპის ჩემპიონატზე და გიორგის პოპულარობა, ვატყობდით რომ პოსტების პოპულარობა და აუცილებლობაც იზრდებოდა. საქართველოს ნაკრებმა პირველივე მატჩიდან ძალიან კარგად ითამაშა. თურქეთთან მოგებას იმსახურებდით, ჩეხეთთან მოგებამდე სულ ცოტა დაგაკლდათ - ყველაზე მეტი მოწონება მემგონი ჩეხეთთან მატჩის წინ დადებულ პოსტს ჰქონდა, მაგრამ მე დამამახსოვრდა პოსტი, სადაც გიორგის და შოთა არველაძის ფოტო დავდე, ვიცი რომ შოთა ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოში. მას შემდეგ რაც ეს პოსტი დავდე და ქართულად წერა დავიწყე, მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა“

- როგორ არჩევთ რა ფრაზა დაწეროთ ქართულად, თუ ვინმე გეხმარებათ?

- ყველას ჩვენი საიდუმლო გვაქვს, ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე გიორგი ქოჩორაშვილია. მაგრამ რა საკვირველია სხვადასხვა აპლიკაციებსაც ვიყენებთ...

გიორგი ჩვენთან ძალიან ახალგაზრდა 18-19 წლის მოვიდა. იმდენად კარგი ხასიათი გამოავლინა, იმდენად მნიშვნელოვანი თვისებების მქონე ადამიანი იყო... ძალიან თავმდაბალი, ქარიზმატული, მაშინვე პოპულარული გახდა გულშემატკივრებს შორის. მისი პოპულარობა მაშინ გაიზარდა, როდესაც ლევანტეს გუნდში გადმოვიდა.

“კარგ გიორგის“ რაც შეეხება, ეს ჩვენი შიდა ხუმრობაა. “ლევანტეც“ ვალენსიას გუნდია, აქ მეორე მნიშვნელოვანი კლუბია „ვალენსია“, რომელთანაც დიდი კონკურენცია გვაქვს. იქ გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, რომელიც გასაოცარი მეკარეა. უბრალოდ საუკეთესოა და ასე ერთმანეთს ვეხუმრეთ. ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრი გიორგი თამაშობს და ეს ხუმრობა იმაში მდგომარეობდა რომ „კარგი გიორგი“, ანუ უკეთესი გიორგი ჩვენ გვყავს“ - აცხადებს “ლევანტეს“ ფეისბუქ ადმინი

“მგონი აქაურებიც მიხვდებოდნენ, რომ გიორგის სიყვარულით იყო გამოწვეული ეს ყველაფერი. მისი პიროვნული პატივისცემით. ფეისბუქზე არა, მაგრამ სხვა სოციალურ ქსელში რამდენიმე გულშემატკივარმა გვისაყვედურა, რომ უფრო კორექტული იქნებოდა საქართველოს ნაცვლად, ესპანეთის მხარი დაგვეჭირა იმ მომენტში.

საქართველოს 5-6 ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ჩვენთვის “ქოჩო“ საუკეთესოა. იმისაც ვხედავდით, რომ საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც თავს გაწირავს სამშობლოსთვის, ქვეყნის დროშისა და ფარისთვის. თუმცა, რა საკვირველია, საქართველო-ესპანეთის თამაშზე ინდივიდუალურად გიორგის ვგულშემატკივრობდით და არა მის ნაკრებს ჩვენ წინააღმდეგ. ოღონდ, მინდა იცოდეთ, რომ მხოლოდ ამ მატჩზე იყო ასე. “ლევანტისტების“ სრული შემადგენლობა ყოველთვის, ყველა თამაშზე იყო საქართველოს თავგადაკლული გულშემატკივარი. გადაჭრით თქვენს მხარეს ვიყავით თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან თამაშებზე“ - ხავი დე ლა ოსას თქმით, მას ქართული ენის შესწავლა სურს.

გიორგისთან უნდა ვიარო კერძო გაკვეთილებზე. მინდა მასწავლოს გამარჯობა, ნახვამდის. ძალიან მომწონს რომ ქართული ჟღერადობა ჩვენს ფონეტიკასთან ახლოს არის. მასტერკლასები გვექნება ქართულში და იმედია დიდხანს გასტანს ეს კურსი. იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება. მოგიწოდებთ ყურადღებით იყოთ ჩვენს გვერდზე, გიორგისთან დაკავშირებით სიახლე, ძალიან მალე იქნება.“

ასევე იხილეთ: