სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ ამერიკაში დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები აღმოაჩინეს - რას საქმიანობდა ხელოვანთა ტომი, რომელიც 4000  წლის წინ ცხოვრობდა
სამხრეთ ამერიკაში დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები აღმოაჩინეს - რას საქმიანობდა ხელოვანთა ტომი, რომელიც 4000  წლის წინ ცხოვრობდა

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, ერთ-ერთ მთა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მი­ნი­მუმ 4000 წლის წინ ცხოვ­რობ­და. მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი ნა­ხა­ტე­ბი მთის ბრტყელ ფერ­დზე, სა­დაც გა­მო­სა­ხუ­ლი იყო წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბის ფე­რა­დი დი­ზა­ი­ნი, ფოთ­ლე­ბის ფორ­მის ნა­ხა­ტე­ბი და ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა იდუ­მა­ლი რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

წამ­ყვან­მა მკვლე­ვარ­მა ხოსე მი­გელ პე­რეს-გო­მეს­მა DailyMail - ს გა­ნუ­ცხა­და, რომ წინა კვლე­ვებ­მა რე­გი­ონ­ში ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­ვო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ხა­ტო­ვა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა უც­ნო­ბი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მიერ არის შექ­მნი­ლი.

  • გან­სხვა­ვე­ბა ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­სა და სხვა კულ­ტუ­რებს შო­რის ეფუძ­ნე­ბა მხო­ლოდ “სტი­ლის­ტურ შე­და­რე­ბებს რე­გი­ო­ნის სხვა ად­გი­ლებ­თან“.

ბო­ლი­ვა­რის შტატ­ში, კა­ნა­ი­მის ეროვ­ნულ პარკში, კლდე­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი 11,500 კვად­რა­ტულ მილ­ზე მეტს მო­ი­ცავს.

“ჩვენ ვხე­დავთ მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბელ­თა ახალ კულ­ტუ­რას, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­ვიდ­ნენ კა­ნა­ი­მის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პლე­ის­ტო­ცე­ნის ბო­ლოს (პლე­ის­ტო­ცე­ნი არის გე­ო­ლო­გი­უ­რი ეპო­ქა, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბო­და ჩვ. წ. 2,58 მი­ლი­ო­ნი­დან 11700 წლის წინ). ისი­ნი და­სახ­ლდნენ, გან­ვი­თარ­დნენ იქ და შემ­დეგ გავ­რცელ­დნენ რე­გი­ონ­ში, მი­აღ­წი­ეს ამა­ზო­ნის აუ­ზამ­დე“, - თქვა პე­რეს-გო­მეს­მა.

  • ზო­გი­ერ­თი ნა­ხა­ტი მდე­ბა­რე­ობს მი­უწ­ვდო­მელ ად­გი­ლებ­ში. კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში Rock Art Research.

მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვებ­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ ბუ­ნებ­რი­ვი ოქ­სი­დის პიგმენტს დაფ­ქუ­ლი თი­ხის­გან - წი­თელ ოხ­რას. სა­ღე­ბა­ვი, რო­მელ­საც ჰქონ­და ოდ­ნავ ნა­რინ­ჯის­ფე­რი ელ­ფე­რი, მი­ი­ღე­ბო­და კვარ­ცი­სა და ცარ­ცის­გან. თუმ­ცა კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ჭი­როა მეტი ანა­ლი­ზი იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­გოთ ნა­ხა­ტე­ბის მიღ­მა ში­ნა­არ­სი.

”ეს აღ­მო­ჩე­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ის ახა­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის, ავ­სებს ხარ­ვეზს რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც აქამ­დე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით არ იყო გა­მოკ­ვლე­უ­ლი,” - თქვა პე­რეს-გო­მეს­მა.

მთის მდე­ბა­რე­ო­ბა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რა ტი­პის ადა­მი­ა­ნებ­მა შექ­მნეს ნა­ხა­ტე­ბი, რად­გან ის მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე­ებს არა­უ­აკ­სა და აპა­რუ­რენს შო­რის, რომ­ლე­ბიც მი­ე­დი­ნე­ბა სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პე­რეს-გო­მეს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კლდის კე­დელ­ზე ასე­ვე ნა­პოვ­ნი იქნა 1947 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი გაც­ვე­თი­ლი წარ­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ეკუთ­ვნო­და ეს­პა­ნელ მკვლე­ვარს კა­პი­ტან ფე­ლიქს კარ­დო­ნა პუ­იგს. სწო­რედ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა ეს ტე­რი­ტო­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა ჭურ­ჭლის ფრაგ­მენ­ტე­ბი და ქვის ია­რა­ღე­ბი, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ისი­ნი შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბე­ლი ტო­მის მიერ.

”ყვე­ლა ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ჩვენ ახა­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე ვართ. აღ­მო­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ვე­ნე­სუ­ე­ლის­თვის, არა­მედ რე­გი­ო­ნის­თვის“, - აცხა­დებს პე­რეს-გო­მე­სი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სამხრეთ ამერიკაში დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები აღმოაჩინეს - რას საქმიანობდა ხელოვანთა ტომი, რომელიც 4000  წლის წინ ცხოვრობდა

სამხრეთ ამერიკაში დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები აღმოაჩინეს - რას საქმიანობდა ხელოვანთა ტომი, რომელიც 4000  წლის წინ ცხოვრობდა

არქეოლოგებმა ვენესუელაში, ერთ-ერთ მთაზე აღმოაჩინეს მტკიცებულება დაკარგული ცივილიზაციის შესახებ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მინიმუმ 4000 წლის წინ ცხოვრობდა. მათ აღმოაჩინეს უძველესი ნახატები მთის ბრტყელ ფერდზე, სადაც გამოსახული იყო წერტილოვანი ნიმუშების ფერადი დიზაინი, ფოთლების ფორმის ნახატები და ფიგურები, რომლებიც შესაძლოა იდუმალი რიტუალის ნაწილი ყოფილიყო.

წამყვანმა მკვლევარმა ხოსე მიგელ პერეს-გომესმა DailyMail - ს განუცხადა, რომ წინა კვლევებმა რეგიონში ადამიანის აქტივობის ნიშნები არ აღმოაჩინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხატოვანი ხელოვნება უცნობი ცივილიზაციის მიერ არის შექმნილი.

  • განსხვავება ახლად აღმოჩენილ ცივილიზაციასა და სხვა კულტურებს შორის ეფუძნება მხოლოდ “სტილისტურ შედარებებს რეგიონის სხვა ადგილებთან“.

ბოლივარის შტატში, კანაიმის ეროვნულ პარკში, კლდეზე გამოსახული ნახატები 11,500 კვადრატულ მილზე მეტს მოიცავს.

“ჩვენ ვხედავთ მონადირე-შემგროვებელთა ახალ კულტურას, რომლებიც სავარაუდოდ ჩავიდნენ კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პლეისტოცენის ბოლოს (პლეისტოცენი არის გეოლოგიური ეპოქა, რომელიც გრძელდებოდა ჩვ. წ. 2,58 მილიონიდან 11700 წლის წინ). ისინი დასახლდნენ, განვითარდნენ იქ და შემდეგ გავრცელდნენ რეგიონში, მიაღწიეს ამაზონის აუზამდე“, - თქვა პერეს-გომესმა.

  • ზოგიერთი ნახატი მდებარეობს მიუწვდომელ ადგილებში. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Rock Art Research.

მონადირე-შემგროვებლები იყენებდნენ ბუნებრივი ოქსიდის პიგმენტს დაფქული თიხისგან - წითელ ოხრას. საღებავი, რომელსაც ჰქონდა ოდნავ ნარინჯისფერი ელფერი, მიიღებოდა კვარცისა და ცარცისგან. თუმცა კვლევის მიხედვით, საჭიროა მეტი ანალიზი იმისათვის, რომ გავიგოთ ნახატების მიღმა შინაარსი.

”ეს აღმოჩენები განსაკუთრებულია, რადგან ის ახალია მეცნიერებისთვის, ავსებს ხარვეზს რეგიონში, რომელიც აქამდე არქეოლოგიური თვალსაზრისით არ იყო გამოკვლეული,” - თქვა პერეს-გომესმა.

მთის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანებმა შექმნეს ნახატები, რადგან ის მდებარეობს მდინარეებს არაუაკსა და აპარურენს შორის, რომლებიც მიედინება საპირისპირო მიმართულებით.

პერეს-გომესმა აღნიშნა, რომ კლდის კედელზე ასევე ნაპოვნი იქნა 1947 წლით დათარიღებული გაცვეთილი წარწერები, რომელიც, როგორც ჩანს, ეკუთვნოდა ესპანელ მკვლევარს კაპიტან ფელიქს კარდონა პუიგს. სწორედ მან აღმოაჩინა ეს ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ასევე აღმოჩნდა ჭურჭლის ფრაგმენტები და ქვის იარაღები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მონადირე-შემგროვებელი ტომის მიერ.

”ყველა ეს მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ახალი კულტურის წინაშე ვართ. აღმოჩენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვენესუელისთვის, არამედ რეგიონისთვის“, - აცხადებს პერეს-გომესი.

ასევე იხილეთ: