პარტნიორები:
    ავტორი:

    როდის აღდგება მოძრაობა თბილისი-ფოთის სარკინიგზო რეისზე - რას აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში"

    როდის აღდგება მოძრაობა თბილისი-ფოთის სარკინიგზო რეისზე - რას აცხადებენ  "საქართველოს რკინიგზაში"

    თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა 15 წუთში აღდგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს.

    როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, სამგზავრო მატარებელი ტექნიკური ხარვეზის გამოა გაჩერებული.

    შეგახსენებთ, რომ თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებელი დაახლოებით ერთი საათია რაც გაჩერებულია.

    მგზავრების განცხადებით, მატარებელში გათიშულია კონდიციონერი, არ იღება ფანჯრები, რის გამო ვაგონებში გაუსაძლისი სიცხეა.