პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს“ - კახა კალაძე
“ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს“ - კახა კალაძე

ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ა­ნა ისა­კა­ძე 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ძი­მარს უცხა­დებს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე.

გარ­და­იც­ვა­ლა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე ლი­ა­ნა ისა­კა­ძე.

ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა იყო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის დიდი ქო­მა­გი. მან უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში.

ვწუხ­ვარ და ვი­ზი­ა­რებ ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ოჯა­ხის, მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ლის­ტკი­ვილს“, - წერს კახა კა­ლა­ძე.

  • "ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს, ჩემო უფ­რო­სო მე­გო­ბა­რო, შენი სული. ძა­ლი­ან დიდი მუ­სი­კო­სი და­აკ­ლდა სამ­ყა­როს... შეხ­ვედ­რამ­დე ჩემო ლი­ა­ნა", - წერს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი.

ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ 1970 წელს და­ამ­თავ­რა პეტ­რე ჩა­ი­კოვ­სკის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რია. 1970-1992 წლებ­ში იყო მოს­კო­ვის ფი­ლარ­მო­ნი­ის სო­ლის­ტი; 1981–1995 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრის მხატ­ვრუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ლი­ა­ნა ისა­კა­ძე ვუნ­დერ­კინ­დებს ეკუთ­ვნო­და - 3 წლის ასაკ­ში გახ­და მუ­სი­კო­სი. ლი­ა­ნა ისა­კა­ძე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა გა­მო­ცე­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ის თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე იყო. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სა­პა­ტიო ნიშ­ნის ორ­დე­ნით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
1

ვახმე რას არ გათქმევინებს ეს ოხერი თანამდებობა და რაში შეგაყოფიებს თავს. კახი რა მოგისმენია ისაკაძის.. სარასატე თუ მენდელსონი!?? ვიცი არ არის ლამაზი ადამიანის უვიცობის გამო დამცირება მაგრამ კალაძეზე თავს ვერ ვიკავებ.

სტატუს ქუო
1

ვაა,კახა,შენ კლასიკურ მუსიკაშიც გარკვეული ხარ?

ავტორი:

“ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს“ - კახა კალაძე

“ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს“ - კახა კალაძე

ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე.

ქალბატონი ლიანა იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე.

  • "ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ჩემო უფროსო მეგობარო, შენი სული. ძალიან დიდი მუსიკოსი დააკლდა სამყაროს... შეხვედრამდე ჩემო ლიანა", - წერს კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.

ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება.

ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.