"ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, გამარჯვების რწმენა დაუბრუნეს, გაგვაერთიანეს და გვაჩვენეს, რომ ჩვენ ერთიანობით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის და გამარჯვების რწმენის დაბრუნებისთვის!" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ეროვნული ნაკრების მიმართ გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
"ჩემი მხრიდან შემიძლია ერთადერთი კომენტარი გავაკეთო - ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და გვაჩვენეს, რომ ჩვენ ერთიანობით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია და მე მათ მინდა, რომ გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის და ამ გამარჯვების რწმენის დაბრუნებისთვის! ეს არის ერთადერთი, რაც მე მაქვს სათქმელი ამ თემაზე“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.