საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 მეტრის სიმაღლის ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ხეების გასხვლა და ტვირთის გადატანა შეუძლია - როგორ მუშაობს იაპონიის რკინიგზის ახალი "თანამშრომელი"
12 მეტრის სიმაღლის ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ხეების გასხვლა და ტვირთის გადატანა შეუძლია - როგორ მუშაობს იაპონიის რკინიგზის ახალი "თანამშრომელი"
  • 12 მეტ­რი სი­მაღ­ლის მან­ქა­ნას კოკა-კო­ლას ბოთ­ლის ფორ­მის თვა­ლე­ბი და უხე­ში Wall-E-ს მსგავ­სი თავი აქვს, ასე­ვე დიდი "მკლა­ვე­ბი" აქვს.

ის 1980-იანი წლე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კი­დან უზარ­მა­ზარ, ბო­როტ რო­ბოტს ჰგავს, მაგ­რამ და­სავ­ლეთ ია­პო­ნი­ის რკი­ნიგ­ზის ახა­ლი ჰუ­მა­ნო­ი­დუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი რა თქმა უნდა, სა­ში­ში არ არის და ბო­რო­ტი მიზ­ნე­ბის­თვის არ შე­უქ­მნი­ათ - კომ­პა­ნი­ის ქსე­ლის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ოპე­რა­ტო­რი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის კა­ბი­ნა­ში ზის, კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­ბო­ტის თვა­ლე­ბით "ხე­დავს" და მის ძლი­ერ კი­დუ­რებ­სა და ხე­ლებს დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თავს.

12 მეტ­რი სი­მაღ­ლის მან­ქა­ნას შე­უძ­ლია, ხე­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა მი­სა­მაგ­რე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნოს, რათა 40 კგ-მდე სიმ­ძი­მის ობი­ექ­ტე­ბი გა­და­ა­ად­გი­ლოს, გა­მო­ი­ყე­ნოს ბენ­ზო­ხერ­ხი.

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, ამ­ჟა­მად, რო­ბო­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა რელ­სე­ბის გას­წვრივ ხის ტო­ტე­ბის გას­ხვლა და იმ მე­ტა­ლის ჩარ­ჩო­ე­ბის შე­ღებ­ვა იქ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მა­ტა­რებ­ლებ­ზე კა­ბე­ლებს იჭერს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ტექ­ნო­ლო­გია ია­პო­ნი­ა­ში მუ­შა­ხე­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის შევ­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს, ასე­ვე, შე­ამ­ცი­რებს ისეთ უბე­დურ შემ­თხვე­ვებს, რო­გო­რი­ცაა მუ­შე­ბის ვარ­დნა მა­ღა­ლი ად­გი­ლე­ბი­დან ან ელექტრო­შო­კის მი­ღე­ბა.

"მო­მა­ვალ­ში, იმე­დი გვაქვს, მან­ქა­ნებს ჩვე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­რე­მონ­ტო ოპე­რა­ცი­ის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს უნდა იყოს შეს­წავ­ლის სა­კი­თხი, თუ რო­გორ უნდა გა­ვუმკლავ­დეთ მუ­შა­ხე­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, კა­ზუ­ა­კი ჰა­სე­გა­ვამ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

12 მეტრის სიმაღლის ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ხეების გასხვლა და ტვირთის გადატანა შეუძლია - როგორ მუშაობს იაპონიის რკინიგზის ახალი "თანამშრომელი"

12 მეტრის სიმაღლის ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ხეების გასხვლა და ტვირთის გადატანა შეუძლია - როგორ მუშაობს იაპონიის რკინიგზის ახალი "თანამშრომელი"
  • 12 მეტრი სიმაღლის მანქანას კოკა-კოლას ბოთლის ფორმის თვალები და უხეში Wall-E-ს მსგავსი თავი აქვს, ასევე დიდი "მკლავები" აქვს.

ის 1980-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკიდან უზარმაზარ, ბოროტ რობოტს ჰგავს, მაგრამ დასავლეთ იაპონიის რკინიგზის ახალი ჰუმანოიდური თანამშრომელი რა თქმა უნდა, საშიში არ არის და ბოროტი მიზნებისთვის არ შეუქმნიათ - კომპანიის ქსელის სარემონტო სამუშაოებისთვის იქნება გამოყენებული.

ოპერატორი სატვირთო მანქანის კაბინაში ზის, კამერების საშუალებით, რობოტის თვალებით "ხედავს" და მის ძლიერ კიდურებსა და ხელებს დისტანციურად მართავს.

12 მეტრი სიმაღლის მანქანას შეუძლია, ხელებისთვის სხვადასხვა მისამაგრებელი გამოიყენოს, რათა 40 კგ-მდე სიმძიმის ობიექტები გადააადგილოს, გამოიყენოს ბენზოხერხი.

კომპანიის განცხადებით, ამჟამად, რობოტის მთავარი ამოცანა რელსების გასწვრივ ხის ტოტების გასხვლა და იმ მეტალის ჩარჩოების შეღებვა იქნება, რომლებიც მატარებლებზე კაბელებს იჭერს.

განცხადების თანახმად, ტექნოლოგია იაპონიაში მუშახელის ნაკლებობის შევსებას შეუწყობს ხელს, ასევე, შეამცირებს ისეთ უბედურ შემთხვევებს, როგორიცაა მუშების ვარდნა მაღალი ადგილებიდან ან ელექტროშოკის მიღება.

"მომავალში, იმედი გვაქვს, მანქანებს ჩვენი ინფრასტრუქტურის ყველანაირი სარემონტო ოპერაციისთვის გამოვიყენებთ, ეს უნდა იყოს შესწავლის საკითხი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მუშახელის ნაკლებობას”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე კომპანიის პრეზიდენტმა, კაზუაკი ჰასეგავამ.

წყარო