პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგმა", "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით დახურა
"თეგეტა ჰოლდინგმა", "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით დახურა
  • გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ემი­სი­ის ტრან­შის ფარ­გლებ­ში „თე­გე­ტას“ 24 ინ­ვეს­ტო­რი ჰყავს.
  • სა­ერ­თო ჯამ­ში, „თე­გე­ტას“ ქარ­თუ­ლი კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე მხო­ლოდ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ემი­სი­ის ფარ­გლებ­ში, 10 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­ნა­თავ­სა და გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. ტრან­ზაქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი აგენ­ტი თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბაზ­რის ის­ტო­რი­ა­ში ლარ­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, სა­ცა­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის პირ­ვე­ლი ემი­სი­აა.

გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი 10-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტრან­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი, 13.5%-იანი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით გან­თავ­სდა. ობ­ლი­გა­ცი­ო­ნე­რე­ბი სარ­გე­ბელს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მი­ი­ღე­ბენ. ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ვა­დი­ა­ნო­ბა კი ორი წლით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

ამ უკა­ნას­კნე­ლი ტრან­შის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე „თე­გე­ტას“ მიერ ლარ­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 200 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს.

ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ოფი­ცე­რი: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ, ჩვენს პარტნი­ორ „თი­ბი­სი კა­პი­ტალ­თან“ ერ­თად, მო­რი­გი ემი­სია წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ. ციფ­რე­ბიც ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ „თე­გე­ტას“ ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი სულ უფრო იზ­რდე­ბა.

ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ეს რე­სურ­სი ისევ კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ვახ­მა­როთ - გა­ვა­ფარ­თო­ოთ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, შევ­ქმნათ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს პარტნი­ორს „თი­ბი­სი კა­პი­ტალს“, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რი­თაც კი­დევ ერთი პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით ჩავ­ხუ­რეთ“.

ინ­ვეს­ტორ­თა ბა­ზის მა­ღალ დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს ობ­ლი­გა­ცი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. დე­კემ­ბერ­ში და­წყე­ბუ­ლი ემი­სი­ის ფარ­გლებ­ში, თე­გე­ტას ფიქ­სი­რე­ბულ­გა­ნაკ­ვე­თი­ა­ნი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, ჯა­მუ­რი 30 000 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, 110-მა ფი­ზი­კურ­მა პირ­მა შე­ი­ძი­ნა, მათ­გან 80% რე­ზი­დენ­ტია, 20% კი - არა­რე­ზი­დენ­ტი. ჰოლ­დინ­გის ინ­ვეს­ტო­რებს შო­რის, არი­ან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბიც.

ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და, სა­ჯა­როა და ხელ­მი­საწ­ვდო­მია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის. ტრან­ზაქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი აგენ­ტი „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი“ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს სრუ­ლად წარ­მარ­თავ­და.

მერი ჩა­ჩა­ნი­ძე, „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბაზ­რის ის­ტო­რი­ა­ში ლარ­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, სა­ცა­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი, პირ­ვე­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი სწო­რედ „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ მხარ­და­ჭე­რით გა­ნა­თავ­სა და, ჯამ­ში, 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ემი­სია წარ­მა­ტე­ბით და­ხუ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემი­სია „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი­სა“ და „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია. ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბით, „თე­გე­ტა ჰოლ­დინგთან“ ერ­თად, და­ბან­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შევ­ქმე­ნით - ფი­ზი­კურ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით, ხარ­ჯე­ბი და და­ნა­ზო­გი ერთ ვა­ლუ­ტა­ში ჰქონ­დეთ და გო­ნივ­რუ­ლად და­ზო­გონ ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი. „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი“, რო­გორც წამ­ყვა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი, ხელს უწყობს ბა­ზარ­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­დუქ­ტე­ბის და­ნერგვას“.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, „თე­გე­ტა“ ად­გი­ლობ­რივ ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც 2024 წელს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ემი­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით და­გეგ­მი­ლია ჯა­მუ­რად 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბა, ხოლო პირ­ვე­ლი 10 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ევ­როს ნო­მი­ნა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ტრანშში ინ­ვეს­ტი­რე­ბა ახ­ლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ევ­რო­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 1 000 ერ­თე­უ­ლი ევ­როა. ინ­ვეს­ტო­რე­ბი სარ­გე­ბელს 6 თვე­ში ერთხელ მი­ი­ღე­ბენ და ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ძირი თან­ხა ორი წლის თავ­ზე და­ი­ფა­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი, ისე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის და მათი შე­ძე­ნა, მათ შო­რის, რე­ზი­დენ­ტე­ბის­თვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია და არა­რე­ზი­დენ­ტე­ბის­თვი­საც.

დღე­ი­სათ­ვის „თე­გე­ტა ჰოლ­დინგს“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფონ­დო ბირ­ჟის A ლის­ტინ­გში გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვს 350 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ეკ­ვი­ვა­ლენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი. ძი­რი­თა­დი ინ­ვეს­ტო­რე­ბი არი­ან რო­გორც სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი, სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო, ფი­ზი­კუ­რი რე­ზი­დენ­ტი და არა­რე­ზი­დე­ნე­ტი პი­რე­ბი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი ADB. თე­გე­ტა პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა რე­გი­ო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში, რო­მელ­მაც მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­თავ­სა. ემი­სი­ის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ამ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სატ­რან­სპორ­ტო სეგ­მენ­ტი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო. პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და დათ­ქმულ ვა­და­ში დას­რულ­დე­ბა.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგმა", "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით დახურა

"თეგეტა ჰოლდინგმა", "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით დახურა
  • გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს.
  • საერთო ჯამში, „თეგეტას“ ქართული კაპიტალის ბაზარზე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში 200 მილიონი ლარის ობლიგაციები აქვს გამოცემული.

„თეგეტა ჰოლდინგმა“, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული 30 მილიონი ლარის ემისიის ფარგლებში, 10 მილიონი ლარი განათავსა და გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების პირველი ემისიაა.

გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 10-მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 13.5%-იანი საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციონერები სარგებელს წელიწადში ორჯერ მიიღებენ. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა კი ორი წლით არის განსაზღვრული.

ამ უკანასკნელი ტრანშის გათვალისწინებით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე „თეგეტას“ მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა 200 მილიონ ლარს შეადგენს.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ, ჩვენს პარტნიორ „თიბისი კაპიტალთან“ ერთად, მორიგი ემისია წარმატებით დავასრულეთ. ციფრებიც ნათლად აჩვენებს, რომ „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მობილიზებული თანხა საშუალებას გვაძლევს, ეს რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ - გავაფართოოთ ბიზნესსაქმიანობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს „თიბისი კაპიტალს“, რომლის მხარდაჭერითაც კიდევ ერთი პროგრამა წარმატებით ჩავხურეთ“.

ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს ობლიგაციონერთა რაოდენობა. დეკემბერში დაწყებული ემისიის ფარგლებში, თეგეტას ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები, ჯამური 30 000 000 ლარის ოდენობით, 110-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 80% რეზიდენტია, 20% კი - არარეზიდენტი. ჰოლდინგის ინვესტორებს შორის, არიან სადაზღვევო კომპანიებიც.

ყველა დოკუმენტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი „თიბისი კაპიტალი“ მიმდინარე პროცესს სრულად წარმართავდა.

მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, პირველი ობლიგაციები სწორედ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით განათავსა და, ჯამში, 30 მილიონი ლარის ემისია წარმატებით დახურა. აღნიშნული ემისია „თიბისი კაპიტალისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ლარის ობლიგაციებით, „თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა შევქმენით - ფიზიკურ პირებს საშუალება მივეცით, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. „თიბისი კაპიტალი“, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას“.

ინფორმაციისთვის, „თეგეტა“ ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც 2024 წელს დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში ემისია განახორციელა. აღნიშნული პროგრამით დაგეგმილია ჯამურად 30 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციების განთავსება, ხოლო პირველი 10 მილიონიანი ევროს ნომინალური მოცულობის ობლიგაციების ტრანშში ინვესტირება ახლაც შესაძლებელია.

ევროში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ევროა. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ და ობლიგაციების ძირი თანხა ორი წლის თავზე დაიფარება.

აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის და მათი შეძენა, მათ შორის, რეზიდენტებისთვისაც შესაძლებელია და არარეზიდენტებისთვისაც.

დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგს“ საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 350 მილიონ ლარამდე ეკვივალენტის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. ძირითადი ინვესტორები არიან როგორც საფინანსო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საპენსიო სააგენტო, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენეტი პირები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ADB. თეგეტა პირველი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისიის ფარგლებში კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სეგმენტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ვალდებულება აიღო. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS