მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მიზნით უხდის საქართველოს ხელისუფლება მილიონობით დოლარს უცხოურ პიარკომპანიებს?!
რა მიზნით უხდის საქართველოს ხელისუფლება მილიონობით დოლარს უცხოურ პიარკომპანიებს?!

იყო დრო, როცა ბა­რაქ ობა­მა რუ­სეთ­თან გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რით თავს არ იწუ­ხებ­და. თუმ­ცა აშშ-ის პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რე­ბი გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო და სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და. გან­ცხა­დე­ბა სარ­წმუ­ნო იყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს სიმ­შვი­დეს არ ჰგვრი­და. იგი უცხო­ურ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებს დიდ თან­ხას უხ­დი­და იმ მიზ­ნით, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ა­კაშ­ვი­ლი-ობა­მას შეხ­ვედ­რა შემ­დგა­რი­ყო, რაც არ­ცთუ იოლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რა თქმა უნდა, მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია, მით უმე­ტეს, თუ ამის­თვის სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბიც იხარ­ჯე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ხან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მილ­კე­ნის ინ­სტი­ტუ­ტში კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და, ხა­ნაც აშშ-ის პო­ლი­ტე­ლი­ტის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვახ­შმებს, რათა არა­თუ ობა­მას­თან, არა­მედ თუნ­დაც ცოლ-ქმარ კლინ­ტო­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სა და სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცე­მო­და. ახ­ლა­ხან კი ვა­შინგტონ­ში რი­ჩარდ ჰოლბ­რუ­კის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და შეხ­ვდა თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, კონ­გრეს­მე­ნებ­სა და თა­ვად პრე­ზი­დენტ ობა­მას. მარ­თა­ლია, აშშ იყო და არის სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილს უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­თან, ვიდ­რე დე­მოკ­რა­ტებ­თან. ამი­ტო­მაც ობა­მას გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ დახ­მა­რე­ბის­თვის იმ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თა, რომ­ლე­ბიც "დე­მოკ­რა­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ". მაშ ასე, ვინ და­ეხ­მა­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჯერ კლინ­ტო­ნე­ბი­სა და შემ­დეგ ბა­რაქ ობა­მას­კენ მი­მა­ვა­ლი გზის გაკ­ვალ­ვა­ში მა­შინ, როცა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტთან რამ­დე­ნი­მე წუ­თით შეხ­ვედ­რა, ტეტ-ა-ტეტ სა­უ­ბა­რი, თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ეხ­მა­რა აშშ-ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნია the Podesta Group-ი, რო­მელ­თა­ნაც გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გრა­ფა­ში ერთ-ერთ პუნ­ქტად აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხელ­დე­ბა (იხ. http://transparency.ge/geo-უს-ლო­ბბყინგ).

კი­დევ ერთ ამე­რი­კულ კომ­პა­ნია "გე­პ­ჰარდ გრუ­პთა­ნაც" და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მომ­სა­ხუ­რე­ბაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი: "ლო­ბი­რე­ბა და სამ­თავ­რო­ბო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის".

მა­თი­ას ჰუ­თე­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ლი­ტი­კო­სი და პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი: "შე­უძ­ლე­ბე­ლია აშშ-ში ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის მუ­შა­ობ­დეს და ამას არ ამ­ჟღავ­ნებ­დეს, რად­გან ეს ჯა­შუ­შო­ბად ჩა­ეთ­ვლე­ბა, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. ამი­ტომ ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცე­მენ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წე­რენ, თუ რო­მე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­უ­წი­ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ამა თუ იმ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მათ­გან რა ოდე­ნო­ბის თან­ხა მი­ი­ღეს.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2004 წლი­დან 2010 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე ორი მი­ლი­ონ ექ­ვსა­სი ათას დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა გა­და­უ­რი­ცხა აშშ-ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებს, რაც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" იმა­ვე მიზ­ნით გა­დახ­დილ თან­ხებს (იყო თითო-ორო­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც შე­ვარ­დნა­ძი­სა და აბა­ში­ძის მთავ­რო­ბებ­მა ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ი­ქი­რა­ვეს). ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თან­ხი­დან მი­ლი­ონ 306 ათას 800 დო­ლა­რი მხო­ლოდ გა­სულ წელს და­ი­ხარ­ჯა. 2010 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ the Podesta Group-ს გა­და­უ­რი­ცხა 600.000 აშშ დო­ლა­რი; the Iftaca Group-ს 270 ათა­სი დო­ლა­რი: Gephardt Group-ს 436.800 დო­ლა­რი, ე.ი. ჯამ­ში, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, მი­ლი­ონ 306 ათას 800 დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

გარ­და ამის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფულს უხ­დის ევ­რო­პა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­საც, თუმ­ცა იქ ვი­თა­რე­ბა სხვაგ­ვა­რია, გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­სა და თან­ხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რის სა­იტ­ზე არ ქვეყ­ნდე­ბა, რო­გორც აშშ-შია მი­ღე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც უც­ნო­ბია, და­მა­ტე­ბით რა ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­და­უ­რი­ცხეს ევ­რო­პულ კომ­პა­ნი­ებს.

ქარ­თულ მხა­რეს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა ძა­ლი­ან უჭირს. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­არ­წმუ­ნოს, სა­ჯა­რო გა­ხა­დოს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, მაგ­რამ ამა­ოდ. მი­ზე­ზად ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ხელ­დე­ბა. არა მგო­ნია, ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას კავ­ში­რი ჰქონ­დეს თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­თან. ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ კარ­გი იმი­ჯი შე­უქ­მნან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­რეკ­ლა­მო სტა­ტი­ე­ბით, პი­არ­ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით... ისი­ნი ისეთს არა­ფერს აკე­თე­ბენ, რაც ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი".

the Podesta Group-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ტონი პო­დეს­ტა ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბაა აშშ-ის დე­და­ქა­ლაქ­ში. მისი კომ­პა­ნია ჩი­ნე­თის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­საც უწევს ლო­ბის­ტურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ტონი პო­დეს­ტას ძმა ჯონ პო­დეს­ტა თეთ­რი სახ­ლის აპა­რა­ტის უფ­რო­სი იყო ბილ კლინ­ტო­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას და დღე­საც დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლი-ობა­მას შეხ­ვედ­რე­ბიც "პო­დეს­ტა ჯგუ­ფის" დამ­სა­ხუ­რე­ბაა - რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2010 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში 600 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და "პო­დეს­ტა ჯგუფს" ბა­რაქ ობა­მას­თან შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, მაგ­რამ მა­შინ ეს ვერ მო­ხერ­ხდა.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ ამ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ას­თან დაგ­ვე­ზუს­ტე­ბი­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცია, რის გა­მოც ტონი პო­დეს­ტას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ერთ-ერთ პერ­სო­ნას (ვი­ნა­ო­ბას არ და­ვა­სა­ხე­ლებთ) და­ვუ­კავ­შირ­დით და შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის შე­კი­თხვე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნეთ: "მარ­თა­ლია თუ არა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­გი­ხა­დათ თან­ხა ბა­რაქ ობა­მას­თან შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის? რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის და­ი­ხარ­ჯა ფული და რას ითხოვ­და თქვენ­გან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? ბოლო დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აშშ-ში ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ან პერ­სო­ნებს შეხ­ვდა, იყო თუ არა რო­მე­ლი­მე შეხ­ვედ­რა თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი?"

პა­სუხ­მა ძა­ლი­ან და­იგ­ვი­ა­ნა. ბო­ლოს, ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ­მა პერ­სო­ნამ (ვისი დახ­მა­რე­ბი­თაც პო­დეს­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ­დით) ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის წე­რი­ლი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა: "კი­თხვე­ბი ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რია ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ის­თვის, რო­მელ­საც წმინ­და წე­სად მი­აჩ­ნია სა­ი­დუმ­ლოდ შე­ი­ნა­ხოს კლი­ენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის ასე­თი დე­ტა­ლე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც ექი­მი ან ად­ვო­კა­ტი მო­იქ­ცე­ო­და".

ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ და­მა­ლა ლო­ბის­ტურ­მა კომ­პა­ნი­ამ ბა­რაქ ობა­მა­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის დე­ტა­ლე­ბი, თუ ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე მა­ინც გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. რო­გორც ჩანს, კომ­პა­ნია ან­გა­რიშს უწევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვოს ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­თან საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ბა­ვი.

სხვა­თა შო­რის, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­საც ჰყო­ლი­ათ აშშ-ში ლო­ბის­ტი - მარკ სე­ი­ლო­რი, რო­მელ­საც ორი­ვე დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან 720.000 დო­ლა­რი (შე­სა­ბა­მი­სად, 360.000-360.000) აუ­ღია. მა­თი­ას ჰუ­თერს ეჭვი არ ეპა­რე­ბა, რომ ეს რუ­სუ­ლი ფუ­ლია. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გრა­ფა­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­თან გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში.

მა­გა­ლი­თად, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბა ლო­ბის­ტის­გან ითხოვს პი­არ­მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვას, აღ­წე­რას პრე­სა­ში, თუ რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა აფხა­ზეთ­მა დე­მოკ­რა­ტი­ის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად: "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის შექ­მნა, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი­სა და სხვა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დაც­ვა". ითხოვს იმის ხაზ­გას­მას, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა", მათ შო­რის, "რუ­სე­თის ბა­ზე­ბის და­ტო­ვე­ბა აფხა­ზეთ­ში".

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბა ლო­ბის­ტთან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ითხოვს პი­არ­მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც "სამ­ხრეთ ოსე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­ე­ბულ ძვი­რად ღი­რე­ბულ და აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას" ამ­ხელს, ასე­ვე, ხაზს გა­უს­ვამს, თუ რო­გორ და­იც­ვეს რუ­სე­თის სა­ჯა­რი­სო ფორ­მი­რე­ბებ­მა სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ჯა­რი­სო ფორ­მი­რე­ბე­ბის­გან და რომ სა­ჭი­როა რუ­სე­თის ჯა­რე­ბის და­ტო­ვე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი თავ­დას­ხმა".

ასე რომ, სა­ჭი­როა თუ არა ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა და მათ­თვის თან­ხე­ბის გა­დახ­და, დას­კვნის გა­კე­თე­ბა თქვენ­თვის მოგ­ვინ­დვია.

ეკა ასა­თი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რა მიზნით უხდის საქართველოს ხელისუფლება მილიონობით დოლარს უცხოურ პიარკომპანიებს?!

რა მიზნით უხდის საქართველოს ხელისუფლება მილიონობით დოლარს უცხოურ პიარკომპანიებს?!

იყო დრო, როცა ბარაქ ობამა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკით იყო დაკავებული და სააკაშვილთან შეხვედრით თავს არ იწუხებდა. თუმცა აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გავლენიანი წევრები გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრებოდა. განცხადება სარწმუნო იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეს სიმშვიდეს არ ჰგვრიდა. იგი უცხოურ ლობისტურ კომპანიებს დიდ თანხას უხდიდა იმ მიზნით, რომ ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილი-ობამას შეხვედრა შემდგარიყო, რაც არცთუ იოლი შესასრულებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მიუღწეველი არაფერია, მით უმეტეს, თუ ამისთვის სოლიდური თანხებიც იხარჯება.

საქართველოს პრეზიდენტი ხან ლოს-ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტში კონფერენციას ესწრებოდა, ხანაც აშშ-ის პოლიტელიტის საქველმოქმედო ვახშმებს, რათა არათუ ობამასთან, არამედ თუნდაც ცოლ-ქმარ კლინტონებთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება მისცემოდა. ახლახან კი ვაშინგტონში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც მონაწილეობდა და შეხვდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კონგრესმენებსა და თავად პრეზიდენტ ობამას. მართალია, აშშ იყო და არის საქართველოს პარტნიორი, მაგრამ სააკაშვილს უფრო მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა რესპუბლიკელებთან, ვიდრე დემოკრატებთან. ამიტომაც ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ დახმარებისთვის იმ ლობისტურ კომპანიებს მიმართა, რომლებიც "დემოკრატებზე მუშაობენ". მაშ ასე, ვინ დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს ჯერ კლინტონებისა და შემდეგ ბარაქ ობამასკენ მიმავალი გზის გაკვალვაში მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტთან რამდენიმე წუთით შეხვედრა, ტეტ-ა-ტეტ საუბარი, თითქმის წარმოუდგენელია?

როგორც ირკვევა, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარა აშშ-ში რეგისტრირებული ლობისტური კომპანია the Podesta Group-ი, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულების მომსახურების გრაფაში ერთ-ერთ პუნქტად აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობა სახელდება (იხ. http://transparency.ge/geo-უს-ლობბყინგ).

კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია "გეპჰარდ გრუპთანაც" დადებულ ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთადერთი მომსახურებაა დაფიქსირებული: "ლობირება და სამთავრობო ურთიერთობების კუთხით მომსახურების გაწევა საქართველოს მთავრობისთვის".

მათიას ჰუთერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი და პროგრამის მენეჯერი: "შეუძლებელია აშშ-ში ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობისთვის მუშაობდეს და ამას არ ამჟღავნებდეს, რადგან ეს ჯაშუშობად ჩაეთვლება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ ამერიკული კომპანიები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გადასცემენ საჯარო ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის თაობაზე, სადაც დაწვრილებით აღწერენ, თუ რომელი ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიეს მომსახურება ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას და მათგან რა ოდენობის თანხა მიიღეს.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე ორი მილიონ ექვსასი ათას დოლარზე მეტი თანხა გადაურიცხა აშშ-ში რეგისტრირებულ ლობისტურ კომპანიებს, რაც ბევრად აღემატება "ვარდების რევოლუციამდე" იმავე მიზნით გადახდილ თანხებს (იყო თითო-ოროლა შემთხვევა, როდესაც შევარდნაძისა და აბაშიძის მთავრობებმა ლობისტური კომპანიები დაიქირავეს). ზემოთ დასახელებული თანხიდან მილიონ 306 ათას 800 დოლარი მხოლოდ გასულ წელს დაიხარჯა. 2010 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ the Podesta Group-ს გადაურიცხა 600.000 აშშ დოლარი; the Iftaca Group-ს 270 ათასი დოლარი: Gephardt Group-ს 436.800 დოლარი, ე.ი. ჯამში, როგორც უკვე მოგახსენეთ, მილიონ 306 ათას 800 დოლარი დაიხარჯა.

გარდა ამის, საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდის ევროპაში რეგისტრირებულ კომპანიებსაც, თუმცა იქ ვითარება სხვაგვარია, გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და თანხებზე  ინფორმაცია რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის საიტზე არ ქვეყნდება, როგორც აშშ-შია მიღებული, ამიტომაც უცნობია, დამატებით რა ოდენობის თანხა გადაურიცხეს ევროპულ კომპანიებს.

ქართულ მხარეს ასეთი ინფორმაციის გაცემა ძალიან უჭირს. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს მთავრობა დაარწმუნოს, საჯარო გახადოს ეს მონაცემები, მაგრამ ამაოდ. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება სახელდება. არა მგონია, ლობისტური კომპანიების მომსახურებას კავშირი ჰქონდეს თავდაცვის  საკითხებთან. ლობისტური კომპანიები ცდილობენ კარგი იმიჯი შეუქმნან საქართველოს მთავრობას სარეკლამო სტატიებით, პიარღონისძიებებით... ისინი  ისეთს არაფერს აკეთებენ, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან არის დაკავშირებული".

the Podesta Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტონი პოდესტა ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა აშშ-ის დედაქალაქში. მისი კომპანია ჩინეთის პოლიტიკურ წრეებსაც უწევს ლობისტურ მომსახურებას. ტონი პოდესტას ძმა ჯონ პოდესტა თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას და დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილი-ობამას შეხვედრებიც "პოდესტა ჯგუფის" დამსახურებაა - როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 2010 წლის პირველ ნახევარში 600 ათასი დოლარი გადაუხადა "პოდესტა ჯგუფს" ბარაქ ობამასთან შეხვედრის ორგანიზებისთვის, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა.

ჩვენ შევეცადეთ ამ ლობისტურ კომპანიასთან დაგვეზუსტებინა ეს ინფორმაცია, რის გამოც ტონი პოდესტასთან დაახლოებულ ერთ-ერთ პერსონას (ვინაობას არ დავასახელებთ) დავუკავშირდით და შემდეგი შინაარსის შეკითხვები გავუგზავნეთ: "მართალია თუ არა, რომ  მიხეილ სააკაშვილმა გადაგიხადათ თანხა ბარაქ ობამასთან შეხვედრის ორგანიზებისათვის? რა ღონისძიებებისთვის დაიხარჯა ფული და რას ითხოვდა თქვენგან საქართველოს ხელისუფლება? ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ძალიან გავლენიან პერსონებს შეხვდა, იყო თუ არა რომელიმე შეხვედრა თქვენი ორგანიზებული?"

პასუხმა ძალიან დაიგვიანა. ბოლოს, ზემოთ ხსენებულმა პერსონამ (ვისი დახმარებითაც პოდესტასთან დაკავშირებას ვცდილობდით) ზოგადი ხასიათის წერილი გამოგვიგზავნა: "კითხვები ძალიან ინტიმურია ლობისტური კომპანიისთვის, რომელსაც წმინდა წესად მიაჩნია საიდუმლოდ შეინახოს კლიენტთან ურთიერთობის ასეთი დეტალები. ამ შემთხვევაში ის იქცევა ისე, როგორც ექიმი ან ადვოკატი მოიქცეოდა".

ჩვენთვის გაუგებარია, რატომ დამალა ლობისტურმა კომპანიამ ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ორგანიზების დეტალები, თუ ამერიკული კანონმდებლობით ეს ინფორმაცია საჯაროა და იუსტიციის სამინისტროს საიტზე მაინც გამოქვეყნდება. როგორც ჩანს,  კომპანია ანგარიშს უწევს საქართველოს ხელისუფლებას, საიდუმლოდ დატოვოს ლობისტურ კომპანიებთან საკმაოდ ძვირად ღირებული ურთიერთობის ამბავი.

სხვათა შორის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებსაც ჰყოლიათ აშშ-ში ლობისტი - მარკ სეილორი, რომელსაც ორივე დე ფაქტო ხელისუფლებისგან 720.000 დოლარი (შესაბამისად, 360.000-360.000) აუღია. მათიას ჰუთერს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს რუსული ფულია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გრაფაში გაცილებით მეტი ჩამონათვალია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში.

მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა  ლობისტისგან ითხოვს პიარმომსახურებასა და კონსულტაციის გაწევას, აღწერას პრესაში, თუ რა ნაბიჯები გადადგა აფხაზეთმა დემოკრატიის გასავითარებლად და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად: "სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამართლებრივი სისტემის შექმნა, ეკონომიკის განვითარება, ქართველებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების დაცვა". ითხოვს იმის ხაზგასმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია "რუსეთთან კარგი ურთიერთობა", მათ შორის, "რუსეთის ბაზების დატოვება აფხაზეთში".

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა ლობისტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ითხოვს პიარმომსახურებას, რომელიც "სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის წარმოებულ ძვირად ღირებულ და აგრესიულ პოლიტიკას" ამხელს, ასევე, ხაზს გაუსვამს, თუ როგორ დაიცვეს რუსეთის საჯარისო ფორმირებებმა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეები ქართული საჯარისო ფორმირებებისგან და რომ საჭიროა რუსეთის ჯარების დატოვება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რათა თავიდან აიცილონ საქართველოს ახალი თავდასხმა".

ასე რომ, საჭიროა თუ არა ლობისტური კომპანიების დაქირავება და მათთვის თანხების გადახდა, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.

ეკა ასათიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"