"მადლობელი ვარ, როგორც მე, ისევ მთელი ნაკრები", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი ქართულ მიერ ნაკრებისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონის გადაცემას.
"ძალიან მადლობელი ვარ როგორც მე ისე თითოეული ფეხბურთელი, კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჩნდა, რამდენს ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისევ მთელი ნაკრები“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.