ავტორი:

ამბასადორი კაჭრეთის აპარტამენტები უძრავი ქონების ბაზარზე

ამბასადორი კაჭრეთის აპარტამენტები უძრავი ქონების ბაზარზე

ამბასადორი კაჭრეთის სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო.

ახალი, 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობა ამბასადორი ჯგუფმა 3 წლის წინ დაიწყო და მისი ნაწილის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასასვენებელ კომპლექსში ბინის შეძენა.

ახალი მულტიფუნქციური შენობა ამბასადორი კაჭრეთის სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი ნომრების ნაწილი სასტუმრო ოპერირებისთვის იქნება განკუთვნილი, ნაწილი კი აპარტამენტებად გაიყიდება. პროექტის მიხედვით გასაყიდად გამოტანილია სხვადასხვა ფართის სტუდიოს ტიპის, ერთ საძინებლიანი და ორ საძინებლიანი აპარტამენტები და ყველა მათგანი ახალ მფლობელებს „Turn Key” - იგივე „გასაღებით“ ჩაბარების კონდიციაში გადაეცემა. აპარტამენტები ბარდება სრული, უმაღლესი კლასის რემონტით, თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით.

ამჟამად, დასრულებულია კარკასის მონოლითზე მუშაობა და შენობა სრულად გადახურულია. პროექტის დასრულება 2026 წლის დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

ამბასადორი კაჭრეთი თბილისიდან 1 საათის დაშორებით მდებარეობს და იდეალური ადგილია ნებისმიერი ტიპის დასვენების მოყვარულთათვის. ტერიტორია 100 ჰექტარზეა გადაჭიმული და მოიცავს სხვადასხვა ტიპის გასართობ თუ დასასვენებელ ინფრასტრუქტურას, მათ შორის რეკრეაციულ პარკებს, გოლფის მინდორს, ორ ღია აუზს, რომელთაგან ერთ-ერთი ოლიმპიური სტანდარტებისაა, დახურულ აუზს, სპას, რესტორანს, ბარს, სასროლეთს, ბოულინგ კლუბს, საბავშვო სივრცეს, სამხატვრო გალერეას, საცხენოსნოს, საცხენოსნო მანეჟებს, საჩოგბურთო კორტებს, ღია და დახურულ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, ქვიშისა და მყარი საფარის ფრენბურთის მოედნებს და ა.შ. უახლოეს მომავალში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება აკვაპარკის მშენებლობაც, რისთვისაც უკვე მომზადებულია ფუნდამენტი.

აპარტამენტების შეძენით თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ნებისმიერ დროს.

5-ვარსკვლავიან სასტუმროების ქსელ „ამბასადორს“ თითქმის ყველა იცნობს საქართველოში, ამასთან ათეულობით წელია ის ქვეყნის ასიათასობით უცხოელი ვიზიტორის საყვარელ ადგილადაც იქცა. ამ წლების მანძილზე „ამბასადორს“ მრავალი ლოიალური სტუმარი გაუჩნდა, რომელთათვისაც ჩვენი სასტუმრო მეორე სახლია საქართველოში.

ბრენდის ფილოსოფია და მთავარი მიზანიც ეს არის. მუდმივად ვაჩვენებდეთ მსოფლიოს ქართული სტუმართმოყვარეობის უნიკალურ ტრადიციას. სწორედ ამიტომ ბრენდის სახელიც ერთგვარად ასახავს ქსელის ამ სულისკვეთებას - იყოს გასაოცარი ქართული სტუმარ-მასპინძლობის ელჩი მთელს მსოფლიოში.

სასტუმრო ამბასადორი, სოფელ კაჭრეთში მდებარეობს საქართველოს ისტორიულ მხარეში - კახეთში. ის თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმრო კომპლექსია აღმოსავლეთის მხრიდან. საქართველოს ეს ნაწილი ცნობილია თავისი ღვინის დამზადების ტრადიციითა და ისტორიით. თავდაპირველად სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობდა ღვინის ქარხანა და 10-ნომრიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც ნელნელა უფრო დიდ სასტუმრო-საკურორტო კომპლექსად იქცა. ამბასადორი კაჭრეთი - ეს არის უმაღლესი კლასის რეზორტული ტიპის კომპლექსი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ამბასადორი კაჭრეთის ახალი კორპუსი 40 000 მ2 ფართობზე განლაგებულ, 9 სართულზე გადანაწილებულ, თანამედროვე დიზაინის 300-მდე ნომერს გააერთიანებს. რომლის დაახლოებით ნახევარი კერძო მფლობელების საკუთრება გახდება. სასტუმროს ახალ კორპუსში 4 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება, ასევე: რესტორანი, ბარი, ლობი, საცურაო აუზი, ტერასა, სავარჯიშო დარბაზი და სპა ულამაზესი ხედებით, რომელიც შენობის ბოლო სართულს სრულად დაიკავებს და რომლის ანალოგიც არ არსებობს საქართველოს ამ კუთხეში.

სასტუმრო კომპლექსის ტერიტორაზე ასევე მდებარეობს ღვინის ქარხანა და ღვინის მაღაზია, რომელიც საუკეთესო კახური ტრადიციებითა და ინოვაციური მეთოდებით ასხამს კახური ვაზის ჯიშის ღვინოებს და რომელთა შეძენაც მსურველებს ადგილზევე, ღვინის მაღაზიაში შეუძლიათ.

აღნიშნული დეველოპერული პროექტის ფარგლებში ბინათმესაკუთრეებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი აპარტამენტები მართვა-გაქირავებაში გადასცენ სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთს“ და ამ მხრივ აღნიშნული უძრავი ქონება განიხილონ, როგორც საინვესტიციო შენაძენი. სასტუმროს ყოველწლიურად ასიათასობით სტუმარი სტუმრობს და ამ მხრივ ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი დასასვენებელი კომპლექსია ქვეყანაში, შესაბამისად მათთვის, ვისაც აღნიშნული აპარტამენტიდან შემოსავლის მიღება სურს, კომპანია სრულ მენეჯმენტ მომსახურებას შესთავაზებს მოსახერხებელი და მოქნილი პირობებით.

R