პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

დღეს დი­ლას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და პოს­ტი მკლავ­ჭი­დელ და არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ონ ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვილ­ზე, მეტ­სა­ხე­ლად "ჰალ­კი", სა­დაც წე­რია, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აე­რო­პორ­ტში არა­ვინ დახ­ვდა.

სუ­რა­თი, სა­დაც ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლი ჩემ­პი­ო­ნის ქამ­რით ხელ­ში აე­რო­პორ­ტშია გა­და­ღე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად 2019 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ: აე­რო­პორ­ტში არ დავ­ხვდით, მე­დია არ ახ­მა­უ­რე­ბუ­ლა მისი გა­მარ­ჯვე­ბის გამო, აშ­კა­რად, სა­თა­ნა­დოდ ვერ ვა­ფა­სებთ მის ჭეშ­მა­რიტ ღვაწლს, არა­და, ამა­სო­ბა­ში ქარ­თვე­ლი "ჰალ­კი", ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მკლავ­ჭი­დე­ლი გახ­და, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, ნო­მე­რი პირ­ვე­ლი. მოდი, გა­ვა­ზი­ა­როთ მისი ფოტო ჩვენს პი­რად გვერ­დებ­ზე ჰეშ­თე­გით. ასე მო­ვე­ფე­როთ ამ მა­გარ ბიჭს, სა­ნამ უფიქ­რია, რომ მის სამ­შობ­ლო­ში ვერ ამ­ჩნე­ვენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი თა­ვად სპორ­ტსმენ­მაც გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც წერს, "ძა­ლი­ან გთხოვთ ძველ პოს­ტებს ნუ აზი­ა­რებთ..."

ლე­ვანს თურ­ქეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც ამ­ჟა­მად ტურ­ნირ­ზე ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც გვი­თხრა, არ გრძნობს თავს და­უ­ფა­სებ­ლად და გულ­შე­მატ­კივ­რებს სთხოვს რომ ამა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლონ

ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლი (ჰალ­კი):

- ახლა თურ­ქეთ­ში ვარ, შე­ჯიბ­რი ტარ­დე­ბა, მე არ მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან ამ შე­ჯიბ­რის სუ­პერ მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი ვარ და მათი ქა­მა­რი მაქვს. ახლა უბ­რა­ლოდ სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ვარ ჩა­მო­სუ­ლი, ქარ­თვე­ლე­ბი გა­მო­დი­ან, ირაკ­ლი ზი­რა­ქაშ­ვი­ლი და და­ვით სა­მუ­შია, მათ აქვთ მატ­ჩე­ბი. ჩემი შე­ჯიბ­რი დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ ამე­რი­კა­ში მო­მი­წევს წას­ვლა.

- ლე­ვან, რო­გორც ვიცი, ნა­ხეთ უკვე პოს­ტი, რო­მელ­საც აზი­ა­რე­ბენ, უკვე და­წე­რეთ, რომ ეს ფოტო ძვე­ლია. რა შე­იც­ვა­ლა 2019 წლის შემ­დეგ?

- დიახ, ეს ძვე­ლი პოს­ტია, იმის მერე ბევ­რი რამე შე­იც­ვა­ლა, და­ფა­სე­ბუ­ლად ნამ­დვი­ლად ვგრძნობ თავს. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რო­გორც ხალ­ხის­გან, ისე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან. სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო მიდ­გას გვერ­დში, რაც მჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს მი­კე­თე­ბენ. ძვე­ლი ამ­ბა­ვია რა­საც აზი­ა­რე­ბენ, ნამ­დვი­ლად ასე იყო, მაგ­რამ დღეს შეც­ვლი­ლია სი­ტუ­ა­ცია. პი­რი­ქით, მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი.

კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ძველ პოსტს აღარ გა­ა­ზი­ა­რე­ბენ, იმი­ტომ რომ ახ­ლაც ბოლო შე­ჯიბ­რზე რომ გა­ვი­მარ­ჯვე, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა აე­რო­პორ­ტში, ორი კვი­რის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში დავ­დი­ო­დი. დრო­ის სიმ­ცი­რის გამო, ბევ­რგან ვერც მო­ვა­ხერ­ხე მის­ვლა. სპორ­ტის მი­ნის­ტრმაც მი­მი­ღო, ნამ­დვი­ლად თავს და­ფა­სე­ბუ­ლად ვგრძნობ. ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს მინ­და ვუ­თხრა, ნუ ინერ­ვი­უ­ლე­ბენ, თავს და­ფა­სე­ბუ­ლად ვგრძნობ. ყო­ველ­დღი­უ­რად ქუ­ჩა­შიც რომ დავ­დი­ვარ, დიდ სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბას და სიყ­ვა­რულს ვი­ღებ ხალ­ხის­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

დღეს დილას, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი მკლავჭიდელ და არაერთგზის ჩემპიონ ლევან საგინაშვილზე, მეტსახელად "ჰალკი", სადაც წერია, რომ გამარჯვების შემთხვევაში აეროპორტში არავინ დახვდა.

სურათი, სადაც ლევან საგინაშვილი ჩემპიონის ქამრით ხელში აეროპორტშია გადაღებული, რეალურად 2019 წელს არის გადაღებული.

პოსტში ვკითხულობთ: აეროპორტში არ დავხვდით, მედია არ ახმაურებულა მისი გამარჯვების გამო, აშკარად, სათანადოდ ვერ ვაფასებთ მის ჭეშმარიტ ღვაწლს, არადა, ამასობაში ქართველი "ჰალკი", ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელი გახდა, ყველაზე ძლიერი, ნომერი პირველი. მოდი, გავაზიაროთ მისი ფოტო ჩვენს პირად გვერდებზე ჰეშთეგით. ასე მოვეფეროთ ამ მაგარ ბიჭს, სანამ უფიქრია, რომ მის სამშობლოში ვერ ამჩნევენ.

აღნიშნული პოსტი თავად სპორტსმენმაც გააზიარა, სადაც წერს, "ძალიან გთხოვთ ძველ პოსტებს ნუ აზიარებთ..."

ლევანს თურქეთში დავუკავშირდით, სადაც ამჟამად ტურნირზე ქართველი კოლეგების საგულშემატკივროდ იმყოფება. როგორც გვითხრა, არ გრძნობს თავს დაუფასებლად და გულშემატკივრებს სთხოვს რომ ამაზე არ ინერვიულონ

ლევან საგინაშვილი (ჰალკი):

- ახლა თურქეთში ვარ, შეჯიბრი ტარდება, მე არ მიწევს მონაწილეობა, რადგან ამ შეჯიბრის სუპერ მძიმე კატეგორიის ჩემპიონი ვარ და მათი ქამარი მაქვს. ახლა უბრალოდ საგულშემატკივროდ ვარ ჩამოსული, ქართველები გამოდიან, ირაკლი ზირაქაშვილი და დავით სამუშია, მათ აქვთ მატჩები. ჩემი შეჯიბრი დეკემბრის დასაწყისში იქნება, სავარაუდოდ ამერიკაში მომიწევს წასვლა.

- ლევან, როგორც ვიცი, ნახეთ უკვე პოსტი, რომელსაც აზიარებენ, უკვე დაწერეთ, რომ ეს ფოტო ძველია. რა შეიცვალა 2019 წლის შემდეგ?

- დიახ, ეს ძველი პოსტია, იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა, დაფასებულად ნამდვილად ვგრძნობ თავს. უკვე რამდენიმე წელია, როგორც ხალხისგან, ისე ჟურნალისტებისგან. სპორტის სამინისტრო მიდგას გვერდში, რაც მჭირდება ყველაფერს მიკეთებენ. ძველი ამბავია რასაც აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია. პირიქით, მადლობელი ვარ ყველასი.

კარგი იქნება თუ ძველ პოსტს აღარ გააზიარებენ, იმიტომ რომ ახლაც ბოლო შეჯიბრზე რომ გავიმარჯვე, ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში, ორი კვირის მანძილზე სხვადასხვა ტელევიზიებში დავდიოდი. დროის სიმცირის გამო, ბევრგან ვერც მოვახერხე მისვლა. სპორტის მინისტრმაც მიმიღო, ნამდვილად თავს დაფასებულად ვგრძნობ. ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, ნუ ინერვიულებენ, თავს დაფასებულად ვგრძნობ. ყოველდღიურად ქუჩაშიც რომ დავდივარ, დიდ სითბოს, ყურადღებას და სიყვარულს ვიღებ ხალხისგან.