საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე ისიც დაეღუპა, მარტო დარჩა" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მოჭიდავეზე
"შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე ისიც დაეღუპა, მარტო დარჩა" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მოჭიდავეზე

ჟურ­ნა­ლის­ტი მაგ­და კლდი­აშ­ვი­ლი 27 წლის გარ­დაც­ვლი­ლი სპორ­ტსმე­ნის, ნუგ­ზარ წურ­წუ­მი­ას შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რო­გორ მტკი­ვა გული, არ ვიცი, რო­გორ აგიხ­სნათ. ბევ­რი წე­ლია, რამ­დენ შე­ჯიბ­რზეც კი ვი­ყა­ვით ერ­თად, წო­ნას რომ იკ­ლებ­და და საჭ­მელს ვერ ჭამ­და, სტრე­სი ჰქონ­და და სულ ჩემ­თან იჯდა ოთახ­ში. ფრჩხი­ლებს ისე იჭამ­და, სულ ვე­ხუმ­რე­ბო­დი, ნუგო, მოდი ჩემი შე­ჭა­მე მეთ­ქი. სულ ვგრძნობ­დი, სად მო­ი­გებ­და და სად ბრინ­ჯა­ოს აი­ღებ­და, წი­ნას­წარ ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, სულ ვა­მას­ხა­რა­ვებ­დი“ - წერს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი და მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია აქვს:

"ოს­ლო­შია ეს ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­გორც კი თა­ი­გუ­ლი მის­ცეს, ეგ­რე­ვე მო­მირ­ბე­ნი­ნა...

“ჩცდ“ - ში რომ ლუნა ქმარს დაჰ­კი­ო­და - ნუ­გოო, ეგრე ვე­ძახ­დი ხოლ­მე ტრი­ბუ­ნი­დან. ეს მა­ი­სუ­რიც მე გა­ვუ­კე­თე, მისი პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს ოქრო და დი­დე­ბუ­ლი კად­რი. მთე­ლი ხობი ურე­კავ­და ხოლ­მე, რომ მო­ი­გებ­და, მეგ­რუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და მთე­ლი სა­ა­თი, ტვი­ნი ნუ ამაძ­რე მეთ­ქი, სულ ვე­ხუმ­რე­ბო­დი. ტე­ლე­ფონ­ში - აზიზ­ლის ბულ­კი, ასე მი­წე­რია. სულ მინ­დო­და მის­თვის მო­ე­გო და დავ­ცი­ნო­დი ხოლ­მე, “აზიზ­ლის ბულ­კი“ ხარ მეთ­ქი.

შარ­შან მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის მერე, დედა და­ე­ღუ­პა, დე­დის გას­ვე­ნე­ბის დღეს მა­მას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და მალე მა­მაც და­ე­ღუ­პა, მარ­ტო დარ­ჩა. ზუს­ტად ვიცი, რამ­დე­ნი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი ბი­ჭებს მის­თვის, მის პი­რად და ნაკ­რე­ბის მწვრთნელს. ბი­ჭებს, ყვე­ლას. ვიცი ეს და სი­ნა­ნუ­ლი არ მი­პყრობს, რომ ვინ­მემ ის მი­ა­ტო­ვა. მარ­თლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ. შეკ­რე­ბა­ზე უნდა ჩა­სუ­ლი­ყო დღეს. ელო­დე­ბოდ­ნენ... არ ვიცი, ნუგო, რა გა­და­გიტ­რი­ალ­და თავ­ში დღეს, მაგ­რამ მო­მე­ნატ­რე­ბი. გული გა­მი­ტე­ხე“ - წერს მაგ­და კლდი­აშ­ვი­ლი.

გუ­შინ, 3 ივ­ლისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნუგ­ზარ წურ­წუ­მია 27 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნუგ­ზარ წურ­წუ­მია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი 2019 წელს გახ­და, რო­დე­საც ყა­ზა­ხეთ­ში გა­მარ­თუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ყა­ზა­ხი სპორ­ტსმე­ნი, შორ­ლან ჟა­კან­შა და­ა­მარ­ცხა.

ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლის მო­ჭი­და­ვე. 55 კი­ლოგ­რა­მამ­დე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის გარ­და იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე ისიც დაეღუპა, მარტო დარჩა" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მოჭიდავეზე

"შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე ისიც დაეღუპა, მარტო დარჩა" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ მოჭიდავეზე

ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი 27 წლის გარდაცვლილი სპორტსმენის, ნუგზარ წურწუმიას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი. სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი“ - წერს გარდაცვლილის მეგობარი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს:

"ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა...

“ჩცდ“ - ში რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა - ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან. ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი. მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე მეთქი, სულ ვეხუმრებოდი. ტელეფონში - აზიზლის ბულკი, ასე მიწერია. სულ მინდოდა მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, “აზიზლის ბულკი“ ხარ მეთქი.

შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა. ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ... არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე“ - წერს მაგდა კლდიაშვილი.

გუშინ, 3 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ყაზახეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში ყაზახი სპორტსმენი, შორლან ჟაკანშა დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის გარდა იყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.