მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის მოუწია გვინეტ პელტროუს სახლიდან გაქცევა, დიარეის "კატასტროფული შემოტევის" შემდეგ - მედია სკანდალური წვეულების დეტალეზე: "ყველაფერი "ოზემპიკის" ბრალია"
ვის მოუწია გვინეტ პელტროუს სახლიდან გაქცევა, დიარეის "კატასტროფული შემოტევის" შემდეგ - მედია სკანდალური წვეულების დეტალეზე: "ყველაფერი "ოზემპიკის" ბრალია"

ინ­სა­ი­დე­რებ­მა იმ უიღ­ბლო სტუმ­რის ვი­ნა­ო­ბა გა­ამ­ხი­ლეს, რო­მელ­მაც გვი­ნეტ პელტრო­უს ჰემპტო­ნის სახ­ლში, სა­წოლ­ში დი­ა­რე­ის კონ­ტრო­ლი ვერ მო­ა­ხერ­ხა.

  • DailyMail.com-ის ცნო­ბით, სკან­და­ლის ცენ­ტრში მყო­ფი პირი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი, დე­რეკ ბლას­ბერ­გია.

გა­სულ კვი­რას, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 51 წლის პელტრო­უს სა­კუ­თარ სახ­ლში ვი­ღა­ცის "ოზემ­პი­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი დი­ა­რე­ის" და­სუფ­თა­ვე­ბა მო­უ­წია, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მომ­ხდა­რის გამო საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ.

თუმ­ცა, ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ 42 წლის მე­დია პერ­სო­ნა ბლას­ბერ­გმა, რო­მელ­საც ერთხელ "შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი კავ­ში­რე­ბის მქო­ნე კაცი" უწო­დე, მომ­ხდა­რი პო­პუ­ლა­რულ წო­ნის დაკ­ლე­ბის წა­მალს უბ­რა­ლოდ და­აბ­რა­ლა, სა­ნამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცე­ო­და.

"ეს ოზემ­პი­კი არაა, ეს უბ­რა­ლოდ ისაა, რაც მან ყვე­ლას უთხრა”, - გა­ნა­ცხა­და და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა, სა­ნამ იმის შე­სა­ხებ მოჰ­ყვე­ბო­და, თუ რო­გორ გავ­რცელ­და სა­ი­დუმ­ლო.

"გვი­ნეტ­მა ოპ­რას, ჯერი და ჯე­სი­კა სა­ინ­ფელ­დებს და ლარი დე­ვიდს მო­უყ­ვა”, - გა­ნაგ­რძო ინ­სა­ი­დერ­მა, - "გა­სა­ო­ცა­რია, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა იცის ეს ამ­ბა­ვი".

ბლას­ბერ­გის­თვის პელტრო­უს­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა მის ხუთ­სა­ძი­ნებ­ლი­ან ლონგ აი­ლენ­დის სახ­ლში, სა­დაც ბრედ ფალ­ჩუკ­თან ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, უცხო არ არის.

2022 წელს მო­დის ექ­სპერ­ტმა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მსა­ხი­ო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, როცა მდიდ­რულ მა­მულ­ში მის 50-ე და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ ბლას­ბერ­გის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა სცა­და, რო­დე­საც Instagram პოსტზე გა­ნავ­ლის, უნი­ტა­ზი­სა და ბომ­ბის ემო­ჯე­ბი და­ტო­ვეს კო­მენ­ტა­რად.

"ამ­ბის თა­ნახ­მად, გვი­ნე­ტის სტუ­მარს იქ ყოფ­ნი­სას, სა­წოლ­ში ინ­ცი­დენ­ტი შე­ემ­თხვა, შემ­დეგ ქა­ლაქ­ში გა­იქ­ცა", - ეწე­რა იმე­ილ­ში, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას გავ­რცელ­და.

წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ სკან­და­ლი "ჰემპტო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის საყ­ვა­რე­ლი სა­მე­სი­ჯო ჭორი გახ­და". ასე­ვე, იქვე ეწე­რა, რომ "ოზემ­პი­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი დი­ა­რეა იქა­უ­რი მკვიდ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან ცხე­ლი სა­უბ­რის თემა ხდე­ბა - რად­გან მათი სტუმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა მას იყე­ნებს. ასე რომ, ელო­დეთ, რომ 4 ივ­ლი­სი­დან სამ­რე­ცხა­ო­ე­ბი სრუ­ლად და­ჯავ­შნი­ლი იქ­ნე­ბა".

ბლას­ბერ­გი ამ­ჟა­მად YouTube-ის მო­დი­სა და სი­ლა­მა­ზის პარტნი­ო­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობს და ასე­ვე არის Vanity Fair-ის, Architectural Digest-ისა და Vogue-ის რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მის მოწ­ვე­უ­ლი რე­დაქ­ტო­რი.

ბლას­ბერ­გი, რო­მელ­მაც და­წე­რა "Very Classy: Even More Exceptional Advice for the Extremely Modern Lady", არა მხო­ლოდ პელტრო­უს ახლო მე­გობ­რად ით­ვლე­ბა, არა­მედ ხში­რად ატა­რებს დროს ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გო­რე­ბიც არი­ან კარ­ლი კლო­სი, სი­ე­ნა მი­ლე­რი, კენ­დალ ჯე­ნე­რი და დემი მური.

რო­გორც წამ­ყვა­ნი მო­დის ჟურ­ნა­ლის­ტის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო პერ­სო­ნის, მისი გავ­ლე­ნი­სა და კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით, ბლას­ბერ­გის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბე­ბი ხში­რად მისი უმაღ­ლე­სი დო­ნის სტუმ­რე­ბის­თვის მეტ გა­ლამ­დე­ლი ერ­თგვა­რი გა­ხუ­რე­ბაა.

აპ­რილ­ში, ბლას­ბერ­გის 42-ე და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბას ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რო­გო­რე­ბიც ენ ჰე­თე­უ­ეი, კეიტ ჰადსო­ნი, ჯეიკ ჯი­ლე­ნჰო­ლი და ენდი კო­ე­ნი არი­ან.

2022 წელს მის წვე­უ­ლე­ბას და­ეს­წრნენ ჯეფ ბე­ზო­სი, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი და ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოც.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოზემ­პი­კის პო­პუ­ლა­რო­ბა პრობ­ლე­მებს ქმნის მდი­დარ და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­დე­საც ისი­ნი ჰემპტონ­ში ერ­თად ის­ვე­ნე­ბენ.

ოზემ­პი­კი ჩვე­უ­ლებ­რივ, დი­ა­ბე­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, წო­ნა­ში სწრა­ფად და­იკ­ლონ, თუმ­ცა მას აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც 10-დან 1 მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზე­მოქ­მე­დებს.

ნივ­თი­ე­რე­ბა სე­მაგ­ლუ­ტი­დი არა მხო­ლოდ იწ­ვევს წო­ნის დაკ­ლე­ბას, არა­მედ გას­ტრო­კო­ლი­კურ რეფ­ლექსსაც გა­ნა­პი­რო­ბებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა აფეთ­ქე­ბი­თი და უკონ­ტრო­ლო დი­ა­რეა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა პირ­მა ოზემ­პი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა აღი­ა­რა, მათ შო­რის ოპ­რამ, ილონ მასკმა, შე­რონ ოს­ბორნ­მა, ჩელ­სი ჰენდლერ­მა და რობი უი­ლი­ამსმა.

კო­მე­დი­ან­ტმა ემი შუ­მერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ წა­მალს 2022 წელს იღებ­და, მაგ­რამ გა­ამ­ხი­ლა, რომ გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის გამო თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­უ­წია.

"ერთ-ერთი იმ ადა­მი­ან­თა­გა­ნი ვი­ყა­ვი, ვინც თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და", - აღ­ნიშ­ნა მან.

წო­ნის დაკ­ლე­ბის წამ­ლე­ბი GLP-1-ის მი­ბაძ­ვით მუ­შა­ო­ბენ, ჰორ­მო­ნის, რო­მე­ლიც სხე­ულ­ში ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­იქ­მნე­ბა და კუჭ­ში საკ­ვე­ბის გავ­ლის შე­ნე­ლე­ბას ეხ­მა­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნებს ნაკ­ლე­ბად აქვთ შიმ­ში­ლის გრძნო­ბა.

ის ასე­ვე ცვლის ტვი­ნის მა­დის რე­გუ­ლა­ცი­ას ისე, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას გრძნო­ბენ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნაკ­ლებს ჭა­მენ და წა­ხემ­სე­ბის სურ­ვი­ლი არ უჩ­ნდე­ბათ.

წამ­ლის აღ­წე­რის თა­ნახ­მად, ოზემ­პი­კის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი მო­ი­ცავს შეკ­რუ­ლო­ბას, დი­ა­რე­ას, გუ­ლის­რე­ვას, ღე­ბი­ნე­ბა­სა და მუც­ლის ტკი­ვილს.

ამა­სო­ბა­ში, გა­მოვ­ლე­ნა გრძელ­ვა­დი­ან­მა გვერ­დით­მა ეფექ­ტებ­მაც და­ი­წყო.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ვის მოუწია გვინეტ პელტროუს სახლიდან გაქცევა, დიარეის "კატასტროფული შემოტევის" შემდეგ - მედია სკანდალური წვეულების დეტალეზე: "ყველაფერი "ოზემპიკის" ბრალია"

ვის მოუწია გვინეტ პელტროუს სახლიდან გაქცევა, დიარეის "კატასტროფული შემოტევის" შემდეგ - მედია სკანდალური წვეულების დეტალეზე: "ყველაფერი "ოზემპიკის" ბრალია"

ინსაიდერებმა იმ უიღბლო სტუმრის ვინაობა გაამხილეს, რომელმაც გვინეტ პელტროუს ჰემპტონის სახლში, საწოლში დიარეის კონტროლი ვერ მოახერხა.

  • DailyMail.com-ის ცნობით, სკანდალის ცენტრში მყოფი პირი საზოგადოებაში ცნობილი და პოპულარულ ადამიანებთან დაახლოებული პირი, დერეკ ბლასბერგია.

გასულ კვირას, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 51 წლის პელტროუს საკუთარ სახლში ვიღაცის "ოზემპიკით გამოწვეული დიარეის" დასუფთავება მოუწია, ინტერნეტმომხმარებლები მომხდარის გამო საკმაოდ აღელვებულნი იყვნენ.

თუმცა, ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ 42 წლის მედია პერსონა ბლასბერგმა, რომელსაც ერთხელ "შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კავშირების მქონე კაცი" უწოდე, მომხდარი პოპულარულ წონის დაკლების წამალს უბრალოდ დააბრალა, სანამ, როგორც ამბობენ, ადგილიდან გაიქცეოდა.

"ეს ოზემპიკი არაა, ეს უბრალოდ ისაა, რაც მან ყველას უთხრა”, - განაცხადა დაახლოებულმა პირმა, სანამ იმის შესახებ მოჰყვებოდა, თუ როგორ გავრცელდა საიდუმლო.

"გვინეტმა ოპრას, ჯერი და ჯესიკა საინფელდებს და ლარი დევიდს მოუყვა”, - განაგრძო ინსაიდერმა, - "გასაოცარია, რამდენმა ადამიანმა იცის ეს ამბავი".

ბლასბერგისთვის პელტროუსთან დროის გატარება მის ხუთსაძინებლიან ლონგ აილენდის სახლში, სადაც ბრედ ფალჩუკთან ქორწილი გადაიხადა, უცხო არ არის.

2022 წელს მოდის ექსპერტმა საკუთარი თავისა და მსახიობის ფოტო გამოაქვეყნა, როცა მდიდრულ მამულში მის 50-ე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

როგორც ჩანს, ვიღაცამ ბლასბერგის გამოაშკარავება სცადა, როდესაც Instagram პოსტზე განავლის, უნიტაზისა და ბომბის ემოჯები დატოვეს კომენტარად.

"ამბის თანახმად, გვინეტის სტუმარს იქ ყოფნისას, საწოლში ინციდენტი შეემთხვა, შემდეგ ქალაქში გაიქცა", - ეწერა იმეილში, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა.

წერილში აღნიშნული იყო, რომ სკანდალი "ჰემპტონის საზოგადოების საყვარელი სამესიჯო ჭორი გახდა". ასევე, იქვე ეწერა, რომ "ოზემპიკით გამოწვეული დიარეა იქაური მკვიდრებისთვის ძალიან ცხელი საუბრის თემა ხდება - რადგან მათი სტუმრების უმეტესობა მას იყენებს. ასე რომ, ელოდეთ, რომ 4 ივლისიდან სამრეცხაოები სრულად დაჯავშნილი იქნება".

ბლასბერგი ამჟამად YouTube-ის მოდისა და სილამაზის პარტნიორობის ხელმძღვანელად მუშაობს და ასევე არის Vanity Fair-ის, Architectural Digest-ისა და Vogue-ის რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის მოწვეული რედაქტორი.

ბლასბერგი, რომელმაც დაწერა "Very Classy: Even More Exceptional Advice for the Extremely Modern Lady", არა მხოლოდ პელტროუს ახლო მეგობრად ითვლება, არამედ ხშირად ატარებს დროს ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან კარლი კლოსი, სიენა მილერი, კენდალ ჯენერი და დემი მური.

როგორც წამყვანი მოდის ჟურნალისტის, საზოგადოებაში გამოჩენილი ადამიანისა და სატელევიზიო პერსონის, მისი გავლენისა და კავშირების წყალობით, ბლასბერგის დაბადების დღის წვეულებები ხშირად მისი უმაღლესი დონის სტუმრებისთვის მეტ გალამდელი ერთგვარი გახურებაა.

აპრილში, ბლასბერგის 42-ე დაბადების დღის წვეულებას ისეთი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, როგორებიც ენ ჰეთეუეი, კეიტ ჰადსონი, ჯეიკ ჯილენჰოლი და ენდი კოენი არიან.

2022 წელს მის წვეულებას დაესწრნენ ჯეფ ბეზოსი, ჰეილი ბიბერი და ლეონარდო დიკაპრიოც.

არსებული ინფორმაციით, ოზემპიკის პოპულარობა პრობლემებს ქმნის მდიდარ და ცნობილ ადამიანებში, როდესაც ისინი ჰემპტონში ერთად ისვენებენ.

ოზემპიკი ჩვეულებრივ, დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება და ადამიანებს ეხმარება, წონაში სწრაფად დაიკლონ, თუმცა მას აქვს გვერდითი ეფექტი, რომელიც 10-დან 1 მომხმარებელზე ზემოქმედებს.

ნივთიერება სემაგლუტიდი არა მხოლოდ იწვევს წონის დაკლებას, არამედ გასტროკოლიკურ რეფლექსსაც განაპირობებს, რამაც შეიძლება აფეთქებითი და უკონტროლო დიარეა გამოიწვიოს.

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ცნობილმა პირმა ოზემპიკის გამოყენება აღიარა, მათ შორის ოპრამ, ილონ მასკმა, შერონ ოსბორნმა, ჩელსი ჰენდლერმა და რობი უილიამსმა.

კომედიანტმა ემი შუმერმა ასევე აღნიშნა, რომ წამალს 2022 წელს იღებდა, მაგრამ გაამხილა, რომ გვერდითი ეფექტების გამო თავის დანებება მოუწია.

"ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვიყავი, ვინც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა", - აღნიშნა მან.

წონის დაკლების წამლები GLP-1-ის მიბაძვით მუშაობენ, ჰორმონის, რომელიც სხეულში ბუნებრივად წარმოიქმნება და კუჭში საკვების გავლის შენელებას ეხმარება, რის შედეგადაც ადამიანებს ნაკლებად აქვთ შიმშილის გრძნობა.

ის ასევე ცვლის ტვინის მადის რეგულაციას ისე, რომ მომხმარებლები კმაყოფილებას გრძნობენ მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებს ჭამენ და წახემსების სურვილი არ უჩნდებათ.

წამლის აღწერის თანახმად, ოზემპიკის გავრცელებული გვერდითი ეფექტები მოიცავს შეკრულობას, დიარეას, გულისრევას, ღებინებასა და მუცლის ტკივილს.

ამასობაში, გამოვლენა გრძელვადიანმა გვერდითმა ეფექტებმაც დაიწყო.

წყარო