ავტორი:

ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეო, სადაც ტრამპი ბაიდენს "ბებერს" უწოდებს და კამალა ჰარისსაც აკრიტიკებს

ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეო, სადაც ტრამპი ბაიდენს "ბებერს" უწოდებს და კამალა ჰარისსაც აკრიტიკებს

ინტერნეტში ვრცელდება ფარულად გადაღებული ვიდეო, სადაც დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს "ბებერი, სულელი ჯართის გროვას" უწოდებს.

  • ვიდეო გადაღებულია გოლფის სათამაშო მოედანზე. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს უცნობი პირები ესაუბრებიან, სავარაუდოდ კადრები ფარულად არის გადაღებული.

ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ბაიდენი მის კანდიდატურას მოხსნის. მას “ბებერი, სულელი ჯართის გროვა“ უწოდა და თქვა, რომ “კამალა უკეთესი კანდიდატურა იქნება.“

ამავდროულად, ყოფილმა პრეზიდენტმა კამალა ჰარისს პათეტიკური და სასტიკი უწოდა.

ვიდეო სხვადასხვა ტელეგრამარხებზე და news.sky -ზე ვრცელდება. თუმცა არ არის ცნობილი კარები სატელევიზიო დებატებამდეა გადაღებული თუ მას შემდეგ.