სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები საუკეთესო პერიოდს გადის და მსოფლიოსთვის მასტაბილიზებელ ძალად უნდა ჩაითვალოს" - პუტინი
"რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები საუკეთესო პერიოდს გადის და მსოფლიოსთვის მასტაბილიზებელ ძალად უნდა ჩაითვალოს" - პუტინი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, სი ძინ­პინ­მა ევ­რა­ზი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ბლო­კის შეკ­რე­ბა­ზე ხაზი გა­უს­ვეს თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის მზარდ თან­ხვედ­რას, რო­მელ­საც ორი­ვე ლი­დე­რი და­სავ­ლუ­რი ძა­ლის სა­პირ­წო­ნედ წარ­მო­ა­ჩენს.

  • ყა­ზა­ხეთ­ში, შან­ხა­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (SCO) ყო­ველ­წლი­უ­რი ლი­დერ­თა სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში, სის­თან ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რის წინ გა­კე­თე­ბულ შე­სა­ვალ გან­ცხა­დე­ბა­ში პუ­ტინ­მა თქვა, რომ რუ­სეთ-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი "თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ოდს" გა­დის და მსოფ­ლი­ოს­თვის "მას­ტა­ბი­ლი­ზე­ბელ" ძა­ლად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს.

"გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­ში რუ­სულ-ჩი­ნუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე მთა­ვარ მას­ტა­ბი­ლი­ზე­ბელ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს და ჩვენ მის შემ­დგომ გაძ­ლი­ე­რე­ბას გან­ვაგ­რძობთ", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა მოს­კო­ვი­სა და პე­კი­ნის როლს SCO-ს და­არ­სე­ბა­ში 2001 წელს, რამ­დე­ნა­დაც ეს ორი ძალა ბლო­კის ტრანსფორ­მა­ცი­ას უწყობს ხელს - რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კლუ­ბი­დან, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, აშშ-ისა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ მარ­თუ­ლი და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სა­პირ­წო­ნე გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ძა­ლამ­დე.

  • ბე­ლა­რუ­სი, რუ­სე­თის ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რე, რო­მელ­მაც 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­სას მოს­კოვს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია, SCO-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხუთ­შა­ბათს მი­ი­ღეს, რო­გორც მისი მე-10 წევ­რი. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ეს ქვე­ყა­ნა უახ­ლე­სი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მე­ლიც SCO-ს შე­უ­ერ­თდა, მას შემ­დეგ, რაც გა­სულ წელს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი ირა­ნი გახ­და. ბლო­კი პირ­ვე­ლად 2017 წელს გა­ფარ­თოვ­და, რო­დე­საც ინ­დო­ე­თი და პა­კის­ტა­ნი მი­ი­ღო.

"მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად... SCO-მ ასე­ვე მო­ი­პო­ვა უფრო დიდი როლი, რო­გორც სა­მარ­თლი­ა­ნი მრა­ვალ­პო­ლა­რუ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის ერთ-ერ­თმა საკ­ვან­ძო საყ­რდენ­მა," - უთხრა პუ­ტინ­მა სის.

აშშ-ისა და ევ­რო­პის დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩი­ნეთ­მა და რუ­სეთ­მა თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო კავ­ში­რე­ბი მას შემ­დეგ გა­აღ­რმა­ვეს, რაც პუ­ტინ­მა და სიმ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში "უსა­ზღვრო" პარტნი­ო­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს, რო­დე­საც რუ­სე­თის ლი­დე­რი, უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, პე­კინს ეწ­ვია.

ჩი­ნეთ­მა ევ­რო­კავ­შირს გა­უს­წრო და რუ­სე­თის უმ­სხვი­ლე­სი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი გახ­და, რაც მის მძი­მედ სან­ქცი­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კას მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­სი­ცო­ცხლო ძა­ლას სძენს. ამ ორმა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მქო­ნე მე­ზო­ბელ­მა ასე­ვე გა­ნაგ­რძო ერ­თობ­ლი­ვი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის, ირან­თან ერ­თად.

ამა­სო­ბა­ში, აშშ-მა ჩი­ნეთს რუ­სე­თის­თვის ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი, რაც უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმი­სას ომში მყო­ფი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექსს აძ­ლი­ე­რებს, ამას კი პე­კი­ნი უარ­ყოფს.

თა­ვის შე­სა­ვალ გან­ცხა­დე­ბა­ში სიმ პუ­ტინს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჩი­ნეთ­მა და რუ­სეთ­მა უნდა "გა­აგ­რძე­ლონ თა­ვი­ან­თი "მტკი­ცე მე­გობ­რო­ბის" თავ­და­პირ­ვე­ლი მის­წრა­ფე­ბის დაც­ვა", "არე­უ­ლო­ბი­თა და ცვლი­ლე­ბე­ბით სავ­სე სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ტუ­ა­ცი­ის" პი­რო­ბებ­ში.

სიმ ასე­ვე შე­ა­ქო ჩი­ნეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის "უნი­კა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა", მო­უ­წო­და რა ორ ქვე­ყა­ნას, ახა­ლი ძა­ლის­ხმე­ვა გას­წი­ონ თა­ვი­ან­თი "ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის" და "სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი ნორ­მე­ბის" და­სა­ცა­ვად.

"ჩი­ნეთ­მა და რუ­სეთ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლონ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა, წინ აღუდ­გნენ გარე ჩა­რე­ვას და ერ­თობ­ლი­ვად და­იც­ვან რე­გი­ო­ნუ­ლი სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა," - ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სი­ტყვე­ბი სიმ წარ­მოთ­ქვა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები საუკეთესო პერიოდს გადის და მსოფლიოსთვის მასტაბილიზებელ ძალად უნდა ჩაითვალოს" - პუტინი

"რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები საუკეთესო პერიოდს გადის და მსოფლიოსთვის მასტაბილიზებელ ძალად უნდა ჩაითვალოს" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევრაზიის უსაფრთხოების ბლოკის შეკრებაზე ხაზი გაუსვეს თავიანთი ქვეყნების მზარდ თანხვედრას, რომელსაც ორივე ლიდერი დასავლური ძალის საპირწონედ წარმოაჩენს.

  • ყაზახეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ყოველწლიური ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სისთან ორმხრივი შეხვედრის წინ გაკეთებულ შესავალ განცხადებაში პუტინმა თქვა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები "თავიანთ ისტორიაში საუკეთესო პერიოდს" გადის და მსოფლიოსთვის "მასტაბილიზებელ" ძალად უნდა ჩაითვალოს.

"გლობალურ საკითხებში რუსულ-ჩინური თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე მთავარ მასტაბილიზებელ ფაქტორს წარმოადგენს და ჩვენ მის შემდგომ გაძლიერებას განვაგრძობთ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა მოსკოვისა და პეკინის როლს SCO-ს დაარსებაში 2001 წელს, რამდენადაც ეს ორი ძალა ბლოკის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს - რეგიონული უსაფრთხოების კლუბიდან, რომელიც ცენტრალურ აზიაზეა ფოკუსირებული, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ მართული დასავლური ინსტიტუტების საპირწონე გეოპოლიტიკურ ძალამდე.

  • ბელარუსი, რუსეთის ერთგული მოკავშირე, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში შეჭრისას მოსკოვს დახმარება გაუწია, SCO-ში ოფიციალურად ხუთშაბათს მიიღეს, როგორც მისი მე-10 წევრი. აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა უახლესი ავტორიტარული სახელმწიფოა, რომელიც SCO-ს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც გასულ წელს სრულუფლებიანი წევრი ირანი გახდა. ბლოკი პირველად 2017 წელს გაფართოვდა, როდესაც ინდოეთი და პაკისტანი მიიღო.

"მონაწილეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად... SCO-მ ასევე მოიპოვა უფრო დიდი როლი, როგორც სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთმა საკვანძო საყრდენმა," - უთხრა პუტინმა სის.

აშშ-ისა და ევროპის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, ჩინეთმა და რუსეთმა თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები მას შემდეგ გააღრმავეს, რაც პუტინმა და სიმ 2022 წლის თებერვალში "უსაზღვრო" პარტნიორობა გამოაცხადეს, როდესაც რუსეთის ლიდერი, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პეკინს ეწვია.

ჩინეთმა ევროკავშირს გაუსწრო და რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მის მძიმედ სანქცირებულ ეკონომიკას მნიშვნელოვან სასიცოცხლო ძალას სძენს. ამ ორმა ბირთვული იარაღის მქონე მეზობელმა ასევე განაგრძო ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება, მათ შორის, ირანთან ერთად.

ამასობაში, აშშ-მა ჩინეთს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაში დასდო ბრალი, რაც უკრაინაზე თავდასხმისას ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აძლიერებს, ამას კი პეკინი უარყოფს.

თავის შესავალ განცხადებაში სიმ პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა "გააგრძელონ თავიანთი "მტკიცე მეგობრობის" თავდაპირველი მისწრაფების დაცვა", "არეულობითა და ცვლილებებით სავსე საერთაშორისო სიტუაციის" პირობებში.

სიმ ასევე შეაქო ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების "უნიკალური ღირებულება", მოუწოდა რა ორ ქვეყანას, ახალი ძალისხმევა გასწიონ თავიანთი "ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების" და "საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი ნორმების" დასაცავად.

"ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააგრძელონ ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერება, წინ აღუდგნენ გარე ჩარევას და ერთობლივად დაიცვან რეგიონული სიმშვიდე და სტაბილურობა," - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს სიტყვები სიმ წარმოთქვა.

წყარო