მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული" - იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე
"არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული" - იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფეხ­ბურ­თით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი ცოტა ხნის წინ, ამი­ტომ არ ვიცი, ვის, რა ეტყო­ბო­და სა­ხე­ზე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს წევ­რია, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კან­დი­და­ტის ასარ­ჩე­ვად სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას აქვს თუ არა რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ამას­თან, მისი თქმით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახლა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ირ­ჩევ­დნენ იმ ფონ­ზე, როცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში არ­ჩევ­ნე­ბია.

ხვი­ჩი­ას თქმით, ახლა არ არის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რორს არ­ჩე­ვის დრო, მის მო­ვა­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უნდა ას­რუ­ლებ­დეს პრო­კუ­რო­რის რო­მე­ლი­მე მო­ად­გი­ლე და რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ივ­ლის, მშვი­დად და ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 6 წლის ვა­დით უნდა იქ­ნას არ­ჩე­უ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი.

„მე ვა­პი­რებ პრო­ცესს და­ვეს­წრო და ვე­ცა­დო, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნო, თუ რა მგო­ნია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­თვის, ანუ ამ სფე­რო­ში მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნის­თვის და რო­გო­რი მგო­ნია სა­ჭი­რო სა­მო­მავ­ლოდ მისი ფუნ­ქცი­ე­ბი. უბ­რა­ლოდ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს წარ­მო­ვად­გენ­დე, და­ვეს­წრე­ბი ამ სხდო­მას დავ­სვამ კი­თხვებს, მაგ­რამ არ მჯე­რა, რომ ამ წუ­თას ჩვენ სა­თა­ნა­დო კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვას შევ­ძლებთ.

ჯერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა შევ­თან­ხმდეთ, რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ ადა­მი­ანს, ზო­გა­დად, პრო­კუ­რა­ტუ­რას რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, რო­გო­რი უნდა იყოს სის­ხლის პო­ლი­ტი­კა და ამის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ, ვის შე­იძ­ლე­ბა ვან­დოთ ასე­თი საქ­მე. ჯერ ჩვენ სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზე გვაქვს ნა­ფიქ­რი და ასე ვირ­ჩევთ ერ­თპარ­ტი­უ­ლად პრო­კუ­რორს. ასე იყო მა­ნამ­დეც, და ზო­გა­დად, ვი­ცით, რომ რო­დე­საც მთავ­რო­ბა­ში მო­დის ადა­მი­ა­ნი მას მოჰ­ყავ­და თა­ვის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი. ამის გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა ალ­ბათ, ახლა რა­საც გა­ვა­კე­თებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ადა­მი­ა­ნი ავარ­ჩი­ოთ ან არც ისე კარ­გი, მაგ­რამ ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა არის მთლი­ა­ნად ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის გა­და­აზ­რე­ბა,რა­საც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჰქვია ქვე­ყა­ნა­ში”, -გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კან­დი­და­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე 2 კან­დი­დატს გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე პი­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებს შო­რის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ირაკ­ლი შო­თა­ძის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი­ცაა. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე, სწო­რედ გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნოს.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­კან­ტუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია ირაკ­ლი შო­თა­ძემ და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული" - იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე

"არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული" - იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე

შთაბეჭდილებებზე ვერაფერს გეტყვით, არავის შთაბეჭდილებას არ დავკვირვებივარ. მოგეხსენებათ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული ცოტა ხნის წინ, ამიტომ არ ვიცი, ვის, რა ეტყობოდა სახეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება, - ასე უპასუხა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, რომელიც ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრია, ჟურნალისტების კითხვას, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად სახელისუფლებო პარტიას აქვს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული.

ამასთან, მისი თქმით, როგორ შეიძლება ახლა, გენერალურ პროკურორს ირჩევდნენ იმ ფონზე, როცა რამდენიმე თვეში არჩევნებია.

ხვიჩიას თქმით, ახლა არ არის გენერალური პროკურორს არჩევის დრო, მის მოვალეობას არჩევნებამდე უნდა ასრულებდეს პროკურორის რომელიმე მოადგილე და როდესაც არჩევნები ჩაივლის, მშვიდად და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 6 წლის ვადით უნდა იქნას არჩეული გენერალური პროკურორი.

„მე ვაპირებ პროცესს დავესწრო და ვეცადო, საზოგადოებას წარვუდგინო, თუ რა მგონია მნიშვნელოვანი მთავარი პროკურორისთვის, ანუ ამ სფეროში მთავარი ადამიანისთვის და როგორი მგონია საჭირო სამომავლოდ მისი ფუნქციები. უბრალოდ იმისთვის, რომ ადამიანებს წარმოვადგენდე, დავესწრები ამ სხდომას დავსვამ კითხვებს, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ წუთას ჩვენ სათანადო კანდიდატის შერჩევას შევძლებთ.

ჯერ საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, ზოგადად, პროკურატურას რა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, როგორი უნდა იყოს სისხლის პოლიტიკა და ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვის შეიძლება ვანდოთ ასეთი საქმე. ჯერ ჩვენ საერთოდ არაფერზე გვაქვს ნაფიქრი და ასე ვირჩევთ ერთპარტიულად პროკურორს. ასე იყო მანამდეც, და ზოგადად, ვიცით, რომ როდესაც მთავრობაში მოდის ადამიანი მას მოჰყავდა თავის მთავარი პროკურორი. ამის გაგრძელება იქნება ალბათ, ახლა რასაც გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი ადამიანი ავარჩიოთ ან არც ისე კარგი, მაგრამ ის, რაც საზოგადოებას სჭირდება არის მთლიანად ამ თანამდებობის და საქმიანობის გადააზრება,რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა ჰქვია ქვეყანაში”, -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს გაესაუბრებიან.

აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.