საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე ყურძენი დინოზავრების დაღუპვის შედეგად წარმოიშვა - ახალი კვლევის შედეგები
თანამედროვე ყურძენი დინოზავრების დაღუპვის შედეგად წარმოიშვა - ახალი კვლევის შედეგები

ყუ­რძე­ნი ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას­თან. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ღვი­ნოს ათა­სო­ბით წლის წი­ნაც კი აწარ­მო­ებ­დნენ. თუმ­ცა, ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ეს შე­იძ­ლე­ბა ასე არც ყო­ფი­ლი­ყო, დი­ნო­ზავ­რე­ბი პლა­ნე­ტი­დან რომ არ გამ­ქრა­ლიყ­ვნენ.

რო­გორც CNN Nature Plants- ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რო­დე­საც ას­ტე­რო­იდ­მა დე­და­მი­წას და­არ­ტყა და გა­ა­ნად­გუ­რა მა­სი­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, შექ­მნა ახა­ლი არ­სე­ბე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ფუძ­ვე­ლი. კოლუმ­ბი­ა­ში, პა­ნა­მა­სა და პე­რუ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ყუ­რძნის მარ­ცვლე­ბი რო­მელ­თა ასა­კიც 19 მი­ლი­ო­ნი­დან 60 მი­ლი­ონ წლამ­დე მერ­ყე­ობს. აღ­მო­ჩე­ნა ნა­თელს ჰფენს ხი­ლის ის­ტო­რი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მო­ი­კი­და ფეხი მან უღ­რან ტყე­ებ­ში.

ჟურ­ნალ Nature Plants-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნი­მუ­შებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი თეს­ლი და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში ნა­პოვ­ნი ყუ­რძნის ოჯა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბის უძ­ვე­ლე­სი ნი­მუ­შია.

“ეს არის უძ­ვე­ლე­სი ყუ­რძე­ნი, რო­მე­ლიც ოდეს­მე აღ­მო­ჩე­ნი­ლა მსოფ­ლი­ოს ამ ნა­წილ­ში და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი წლით ად­რინ­დე­ლია, ვიდ­რე უძ­ვე­ლე­სი ყუ­რძე­ნი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის მე­ო­რე მხა­რეს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეს აღ­მო­ჩე­ნა აჩ­ვე­ნებს, რომ დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბის შემ­დეგ ყუ­რძენ­მა მარ­თლაც და­ი­წყო მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბა“, - თქვა კვლე­ვის წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა ფა­ბი­ა­ნი ჰე­რე­რამ.

ცხო­ვე­ლე­ბის რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის მსგავ­სად, რე­ა­ლუ­რი ხილი კარ­გად არ არის და­ცუ­ლი ნა­მარ­ხებ­ში. მაგ­რამ თეს­ლებს, რომ­ლე­ბიც ქვავ­დე­ბი­ან, შე­უძ­ლი­ათ მეც­ნი­ე­რებს ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ყუ­რძნის თეს­ლის ნა­მარ­ხი ინ­დო­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ას ეკუთ­ვნის და დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე, 66 მი­ლი­ო­ნი წლით თა­რიღ­დე­ბა.

  • რო­გორ შე­იც­ვა­ლა უძ­ვე­ლე­სი ტყე­ე­ბი

რო­დე­საც დი­ნო­ზავ­რე­ბი გა­და­შენ­დნენ, მათ­მა არ არ­სე­ბო­ბამ შეც­ვა­ლა ტყე­ე­ბის მთე­ლი სტრუქ­ტუ­რა.

“ცნო­ბი­ლია, რომ დიდი ცხო­ვე­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა დი­ნო­ზავ­რე­ბი, ცვლი­ან მიმ­დე­ბა­რე ეკო­სის­ტე­მებს. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ დიდი დი­ნო­ზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრი­ა­ლებ­დნენ ჯუნ­გლებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ ანად­გუ­რებ­დნენ ხე­ებს და ბი­ნა­რობ­დნენ ღია სივ­რცე­ებ­ში“, - აღ­ნიშ­ნავს მკვლე­ვა­რი.

მას შემ­დეგ რაც დი­ნო­ზავ­რე­ბი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ, ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბი გახ­შირ­და და ხე­ე­ბის ფე­ნებ­მა შექ­მნა გა­რე­მო სხვა­დას­ხვა ახა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის აღ­მო­სა­ცე­ნებ­ლად. თეს­ლის შეს­წავ­ლა მოგ­ვი­თხრობს იმა­ზე, თუ რო­გორ გავ­რცელ­და და ადაპ­ტირ­და ყუ­რძე­ნი ათა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. გაძ­ლი­ერ­და და გა­დარ­ჩა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან გაქ­რა.

წყა­რო: CNN

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფეოლა
1

და ამ ვაი მეცნიერებს ვიღაც აფინანსებს ალბათ , ხო? კიდევ კარგი ! მადლობა მეტეორიტს, რომ დღეს ჩვენ ღვინოს ვსვამთ და ვქეიფობთ !

დავით დაებაიძე
0

და მამონტების გადაშენების შემდეგ, სმაროდინა წამოვიდა უკვე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

თანამედროვე ყურძენი დინოზავრების დაღუპვის შედეგად წარმოიშვა - ახალი კვლევის შედეგები

თანამედროვე ყურძენი დინოზავრების დაღუპვის შედეგად წარმოიშვა - ახალი კვლევის შედეგები

ყურძენი ათასწლეულების მანძილზე გადაჯაჭვულია კაცობრიობის ისტორიასთან. ჩვენი წინაპრები ღვინოს ათასობით წლის წინაც კი აწარმოებდნენ. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ეს შეიძლება ასე არც ყოფილიყო, დინოზავრები პლანეტიდან რომ არ გამქრალიყვნენ.

როგორც CNN Nature Plants- ზე დაყრდნობით წერს, როდესაც ასტეროიდმა დედამიწას დაარტყა და გაანადგურა მასიური ცხოველები, შექმნა ახალი არსებებისა და მცენარეების განვითარებისთვის საფუძველი. კოლუმბიაში, პანამასა და პერუში აღმოაჩინეს გაქვავებული ყურძნის მარცვლები რომელთა ასაკიც 19 მილიონიდან 60 მილიონ წლამდე მერყეობს. აღმოჩენა ნათელს ჰფენს ხილის ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ მოიკიდა ფეხი მან უღრან ტყეებში.

ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნებულ ნიმუშებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ახლად აღმოჩენილი თესლი დასავლეთ ნახევარსფეროში ნაპოვნი ყურძნის ოჯახის მცენარეების უძველესი ნიმუშია.

“ეს არის უძველესი ყურძენი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა მსოფლიოს ამ ნაწილში და რამდენიმე მილიონი წლით ადრინდელია, ვიდრე უძველესი ყურძენი, რომელიც პლანეტის მეორე მხარეს აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა აჩვენებს, რომ დინოზავრების გადაშენების შემდეგ ყურძენმა მართლაც დაიწყო მთელ მსოფლიოში გავრცელება“, - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ფაბიანი ჰერერამ.

ცხოველების რბილი ქსოვილების მსგავსად, რეალური ხილი კარგად არ არის დაცული ნამარხებში. მაგრამ თესლებს, რომლებიც ქვავდებიან, შეუძლიათ მეცნიერებს ძალიან ბევრი ინფორმაცია მიაწოდონ. აღსანიშნავია, რომ აქამდე აღმოჩენილი უძველესი ყურძნის თესლის ნამარხი ინდოეთის ტერიტორიას ეკუთვნის და დინოზავრების გადაშენებიდან მალევე, 66 მილიონი წლით თარიღდება.

  • როგორ შეიცვალა უძველესი ტყეები

როდესაც დინოზავრები გადაშენდნენ, მათმა არ არსებობამ შეცვალა ტყეების მთელი სტრუქტურა.

“ცნობილია, რომ დიდი ცხოველები, როგორიცაა დინოზავრები, ცვლიან მიმდებარე ეკოსისტემებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი დინოზავრები, რომლებიც ტრიალებდნენ ჯუნგლებში, სავარაუდოდ ანადგურებდნენ ხეებს და ბინარობდნენ ღია სივრცეებში“, - აღნიშნავს მკვლევარი.

მას შემდეგ რაც დინოზავრები გაუჩინარდნენ, ტროპიკული ტყეები გახშირდა და ხეების ფენებმა შექმნა გარემო სხვადასხვა ახალი მცენარეების აღმოსაცენებლად. თესლის შესწავლა მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გავრცელდა და ადაპტირდა ყურძენი ათასობით წლის განმავლობაში. გაძლიერდა და გადარჩა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან გაქრა.

წყარო: CNN