პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკი 'Meliora 2024'-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“
ბაზისბანკი 'Meliora 2024'-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“

‘’სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სი - Meliora 2024“-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­მოვ­ლინ­დნენ.

'Meliora 2024'-ის წლის „პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი დამ­საქ­მებ­ლის“ კა­ტე­გო­რი­ა­ში, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მსხვი­ლი კომ­პა­ნია, ბა­ზის­ბან­კი გახ­და.

2022 წლი­დან, ბა­ზის­ბან­კის თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და და 1000-მდე გა­ი­ზარ­და, რაც ბან­კის­თვის დიდ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა და მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­მუ­შაო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ბა­ზის­ბან­კის 2023 წლის სტრა­ტე­გი­ულ ამო­ცა­ნად და­სა­ხელ­და.

პრო­ექ­ტის “BB ერ­თო­ბა“ ფარ­გლებ­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და თა­ნამ­შრო­მელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი, გა­ი­ზარ­და მათი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და ბან­კის მი­მართ ლო­ი­ა­ლო­ბა. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დი­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 7%-ით შემ­ცირ­და. პრო­ექ­ტი “BB ერ­თო­ბა“ ხელს უწყობს ბა­ზის­ბან­კში უსაფრ­თხო, თა­ნას­წო­რი და ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნას, რო­მელ­შიც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ხოლო ერთ გუნ­დად მუ­შა­ო­ბა – სა­სი­ა­მოვ­ნო. სა­მო­მავ­ლოდ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბულ უკუ­კავ­შირ­ზე დაყ­რდნო­ბით, და­გეგ­მი­ლია პრო­ექ­ტის გა­ნახ­ლე­ბა და გა­ფარ­თო­ე­ბა.

ბან­კი, ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კა­ტე­გო­რი­ა­ში „სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა“, რო­მელ­შიც პრო­ექ­ტით „ბა­ზის­ბან­კი - სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მო­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი“, ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვდა.

'Meliora 2024'-ის ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებს ჯილ­დო იმ სა­უ­კე­თე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის­თვის გა­და­ე­ცე­მათ, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

კონ­კურ­სის ცხრა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­მა და­ა­ჯილ­დო­ვეს.

„ბა­ზის­ბან­კის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლი­სა და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სინ­თეზს ემ­ყა­რე­ბა. უდა­ვოა, რომ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა ბიზ­ნე­სის მდგრა­დო­ბა­სა და მას­თან ერ­თად ეთი­კურ სტან­დარ­ტებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე უფრო წარ­მა­ტე­ბულ­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს ხდის კომ­პა­ნი­ას. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ზის­ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და HR-ის გუნ­დებს, რო­მელ­თა სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით შე­მუ­შავ­და პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ჟი­უ­რის მხრი­დან.“ - და­ვით ცა­ა­ვა, ბა­ზის­ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

'Meliora 2024' CSRDG-ის მიერ, ევ­რო­კავ­ში­რი­სა (EU) და კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის (KAS) მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ბაზისბანკი 'Meliora 2024'-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“

ბაზისბანკი 'Meliora 2024'-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“

‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora 2024“-ის დაჯილდოების ფარგლებში, წლის გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

'Meliora 2024'-ის წლის „პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ კატეგორიაში, გამარჯვებული მსხვილი კომპანია, ბაზისბანკი გახდა.

2022 წლიდან, ბაზისბანკის თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა და 1000-მდე გაიზარდა, რაც ბანკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ბაზისბანკის 2023 წლის სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა.

პროექტის “BB ერთობა“ ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხი, გაიზარდა მათი პროდუქტიულობა და ბანკის მიმართ ლოიალობა. წინა წელთან შედარებით, თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პროექტი “BB ერთობა“ ხელს უწყობს ბაზისბანკში უსაფრთხო, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლების საჭიროებები პრიორიტეტულია, ხოლო ერთ გუნდად მუშაობა – სასიამოვნო. სამომავლოდ, თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, დაგეგმილია პროექტის განახლება და გაფართოება.

ბანკი, ასევე წარმოდგენილი იყო კატეგორიაში „საზოგადოების მხარდაჭერა“, რომელშიც პროექტით „ბაზისბანკი - სოციალური მეწარმოების მხარდამჭერი“, ფინალისტებს შორის მოხვდა.

'Meliora 2024'-ის ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს ჯილდო იმ საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისთვის გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

კონკურსის ცხრა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს.

„ბაზისბანკის წარმატების ფორმულა, ეკონომიკური წინსვლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სინთეზს ემყარება. უდავოა, რომ კონცენტრირება ბიზნესის მდგრადობასა და მასთან ერთად ეთიკურ სტანდარტებზე, საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოს დაცვის საკითხებზე უფრო წარმატებულსა და კონკურენტუნარიანს ხდის კომპანიას. მადლობა მინდა გადავუხადო ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და HR-ის გუნდებს, რომელთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა პროექტი, რომელმაც აღიარება მოიპოვა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მხრიდან.“ - დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი.

'Meliora 2024' CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა.

R