ფესტივალის ფარგლებში ორი ღონისძიება 14 ივნისს ოპერის "მედეა" წარმოდგენა და 15 ივნისს ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, უკვე გაიმართა ბათუმში, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. დღეს, 29 ივნისს, ფესტივალი თბილისში დაგეგმილი ღონისძიებით გრძელდება, სადაც გალა-კონცერტზე,რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ქართული თეატრისა და კინოს მუსიკის ახლებურ ვერსიებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი წარმოგიდგენთ მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად. გიორგი სუხიტაშვილი სცენაზე წარდგება თავის კოლეგებთან, სოფო ხალვაშსა და მიშო ჯავახიშვილთან ერთად. წლევანდელი ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალის პარტნიორები არიან: კომპანია Lucky Road, ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი", Artizan Design Hotel, "გელათი რეზიდენსი", "რედისონ ბლუ ბათუმი", რესტორანი "ლუმი", "პალიტრა მედია ჰოლდინგი", ambebi.ge, ტელეკომპანია "იმედი".
R