პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კენდალ ჯენერმა პაემნისთვის ლუვრის მუზეუმი დახურა და შედევრებთან ფეხშიშველი პოზირებდა - მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს (ფოტოები)
კენდალ ჯენერმა პაემნისთვის ლუვრის მუზეუმი დახურა და შედევრებთან ფეხშიშველი პოზირებდა - მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს (ფოტოები)

კარ­და­ში­ან- ჯე­ნე­რე­ბის ოჯახ­ში სკან­და­ლე­ბი არ წყდე­ბა. ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე ყვი­თე­ლი ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი, კენ­დალ ჯე­ნე­რი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ისევ მო­ექ­ცა.

სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე გავ­რცელ­და მო­დე­ლი­სა და მისი “ბო­იფ­რენ­დის“ BAD BUNNY-ის ვი­დეო, სა­დაც წყვი­ლი ღა­მით, პა­რი­ზის ლუვ­რის მუ­ზე­უმ­ში მი­ე­მარ­თე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათ პა­ემ­ნის მო­სა­წყო­ბად, ლუვ­რის მუ­ზე­უ­მი და­ხუ­რეს, კენ­დალ ჯე­ნე­რი კი მსოფ­ლი­ოს უდი­დეს შე­დევ­რებ­თან ფეხ­შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ეს არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რად­გან ცნო­ბი­ლია რომ კენ­და­ლიც და მისი მომ­ღე­რა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნე­ბად ით­ვლე­ბი­ან სფე­რო­ებ­ში, რო­მელ­შიც ისი­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბენ. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დე­ლი მა­ინც მო­ექ­ცა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში.

  • კენ­დალ ჯე­ნერ­მა ლუვ­რის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი “ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩანს რომ ის შე­დევ­რებ­თან ფეხ­შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებს.

მიმ­დე­ვარ­თა ნა­წილ­მა მო­დე­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბით შე­ამ­კო და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია. თუმ­ცა ნა­წილ­მა ეს ჟეს­ტი “მდიდ­რე­ბის პრი­ვი­ლე­გი­ად“ მი­იჩ­ნია და გა­აკ­რი­ტი­კა, რო­გორც მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ასე­ვე მო­დე­ლიც.

“მე ამ მუ­ზე­უმ­ში ვმუ­შა­ობ და ფეხ­საც­მლის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი აკ­რძა­ლუ­ლია. ჩემი კო­ლე­გე­ბი შეც­დნენ, რო­დე­საც ამის უფ­ლე­ბა მოგ­ცეს. ამ ფო­ტო­ე­ბის გამო, მო­მა­ვალ ვი­ზი­ტო­რებ­თან გა­მი­ჭირ­დე­ბა წეს­რი­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა...

ეს არას­წო­რია! რა­ტომ უნდა შე­ეძ­ლოს ვინ­მეს და­კე­ტი­ლი მუ­ზე­უ­მის გა­ღე­ბა და ფეხ­შიშ­ვე­ლი სი­ა­რუ­ლი?

მისი სახ­ლია? ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა. რა­ტომ უნდა მი­ვი­ღოთ ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად ის, რომ მდიდ­რებს მეტი პრი­ვი­ლე­გია აქვთ და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა შე­უძ­ლი­ათ. რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს კი არა? - წე­რენ “ინ­სტაგ­რა­მის“ და X -ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

თა­ვად ლუვ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა MailOnline-ს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ კენ­დალს კერ­ძო ტუ­რის ფარ­გლებ­ში უმას­პინ­ძლეს, რო­დე­საც მუ­ზე­უ­მი და­კე­ტი­ლი იყო.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
ავტორი:

კენდალ ჯენერმა პაემნისთვის ლუვრის მუზეუმი დახურა და შედევრებთან ფეხშიშველი პოზირებდა - მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს (ფოტოები)

კენდალ ჯენერმა პაემნისთვის ლუვრის მუზეუმი დახურა და შედევრებთან ფეხშიშველი პოზირებდა - მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს (ფოტოები)

კარდაშიან- ჯენერების ოჯახში სკანდალები არ წყდება. ამერიკის ყველაზე ყვითელი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, კენდალ ჯენერი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა.

სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა მოდელისა და მისი “ბოიფრენდის“ BAD BUNNY-ის ვიდეო, სადაც წყვილი ღამით, პარიზის ლუვრის მუზეუმში მიემართება. როგორც აღმოჩნდა, მათ პაემნის მოსაწყობად, ლუვრის მუზეუმი დახურეს, კენდალ ჯენერი კი მსოფლიოს უდიდეს შედევრებთან ფეხშიშველი პოზირებდა.

თავდაპირველად ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან ცნობილია რომ კენდალიც და მისი მომღერალი შეყვარებულიც ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანებად ითვლებიან სფეროებში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. თუმცა, მოგვიანებით მოდელი მაინც მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში.

  • კენდალ ჯენერმა ლუვრის მუზეუმში გადაღებული ფოტოები “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ის შედევრებთან ფეხშიშველი პოზირებს.

მიმდევართა ნაწილმა მოდელი კომპლიმენტებით შეამკო და აღნიშნა, რომ მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, თავადაც ხელოვნების ნიმუშია. თუმცა ნაწილმა ეს ჟესტი “მდიდრების პრივილეგიად“ მიიჩნია და გააკრიტიკა, როგორც მუზეუმის ხელმძღვანელობა, ასევე მოდელიც.

“მე ამ მუზეუმში ვმუშაობ და ფეხსაცმლის გარეშე სიარული აკრძალულია. ჩემი კოლეგები შეცდნენ, როდესაც ამის უფლება მოგცეს. ამ ფოტოების გამო, მომავალ ვიზიტორებთან გამიჭირდება წესრიგის შენარჩუნება...

ეს არასწორია! რატომ უნდა შეეძლოს ვინმეს დაკეტილი მუზეუმის გაღება და ფეხშიშველი სიარული?

მისი სახლია? ეს არის საზოგადოების უპატივცემულობა. რატომ უნდა მივიღოთ ჩვეულებრივ მოვლენად ის, რომ მდიდრებს მეტი პრივილეგია აქვთ და წესების დარღვევა შეუძლიათ. რიგით მოქალაქეებს კი არა? - წერენ “ინსტაგრამის“ და X -ის მომხმარებლები.

თავად ლუვრის წარმომადგენლებმა MailOnline-ს დაუდასტურეს, რომ კენდალს კერძო ტურის ფარგლებში უმასპინძლეს, როდესაც მუზეუმი დაკეტილი იყო.

ასევე იხილეთ: