პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს... ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში" - რას აცხადებდა ვილი სანიოლი მის წინამორბედზე
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს... ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში" - რას აცხადებდა ვილი სანიოლი მის წინამორბედზე

"დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, ვლა­დი­მირ ვა­ისს. რაც ორი კვი­რის წინ მოხ­და, მისი წარ­მა­ტე­ბაც არის. მან ბევ­რი იმუ­შა­ვა გუნ­დის სტრუქ­ტუ­რა­ზე და არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შე მი­იწ­ვია ნაკ­რებ­ში. ფეხ­ბურთში არა­ფე­რი შენ­დე­ბა ერთ დღე­ში და არც ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში. ეს ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შა­ოა და ვლა­დი­მირ ვა­ი­სი ამ ყვე­ლაფ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია", - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის ინ­ტერ­ვუს მოკ­ლე ჩა­ნართს “ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი“ აზი­ა­რებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ვიუ სა­ნი­ოლ­მა უე­ფას ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბი­სას ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერდს მის­ცა.

მან ხაზი გა­უს­ვა ნაკ­რე­ბის წინა მწვრთნე­ლის, ვლა­დი­მირ ვა­ი­სის როლს იმ წარ­მა­ტე­ბა­ში, რა­საც დღეს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა მი­აღ­წია.

"ეს წარ­მა­ტე­ბა იმი­სი შე­დე­გია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­სუ­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­კე­თა. ფეხ­ბურ­თის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ დღეს ჩვენ ევ­რო­ზე ვართ", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­ოლ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან, დორ­ტმუნდში, "სიგ­ნალ იდუ­ნა პარკზე" მატ­ჩით და­ი­წყო, თუმ­ცა ან­გა­რი­შით 1:3 და­მარ­ცხდა. 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა და პლეი-ოფში გა­ვი­და.

მე­ო­თხედ, ეს­პა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­ცხით, ან­გა­რი­შით 4:1 დას­რულ­და და ამ ეტაპ­ზე, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევრო 2024 გა­მო­ე­თი­შა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
0

მადლობა, თან დიიიიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან დინამოს აკადემიას, სადაც აღიზარდნენ ნაკრების ლიდერები! რატომღაც ამ ფაქტის იგნორირება ხდება! რატომ?

გიორგი
0

ვაისის მომზადებული გუნდი მზად იყო დაემარცხებინა საკუთარ კედლებში საბერძნეთის ნაკრებზე ბევრად სუსტი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონია მაგრამ? გადადვეს 4 წლით და კარგია რომ სანიოლი არ არის უმადური რადგან სხვისი დაჭერილი თევზი დააგემოვნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს... ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში" - რას აცხადებდა ვილი სანიოლი მის წინამორბედზე

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს... ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში" - რას აცხადებდა ვილი სანიოლი მის წინამორბედზე

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს. რაც ორი კვირის წინ მოხდა, მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურაზე და არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე მიიწვია ნაკრებში. ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში და არც ნახევარ წელიწადში. ეს ხანგრძლივი სამუშაოა და ვლადიმირ ვაისი ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილია", - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვუს მოკლე ჩანართს “ეროვნული ნაკრები“ აზიარებს.

აღნიშნული ინტერვიუ სანიოლმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საგზურის მოპოვებისას ფედერაციის ოფიციალურ გვერდს მისცა.

მან ხაზი გაუსვა ნაკრების წინა მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის როლს იმ წარმატებაში, რასაც დღეს ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია.

"ეს წარმატება იმისი შედეგია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გასული 10 წლის განმავლობაში გააკეთა. ფეხბურთის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ ევროზე ვართ", - აღნიშნა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 18 ივნისს, თურქეთთან, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" მატჩით დაიწყო, თუმცა ანგარიშით 1:3 დამარცხდა. 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

მეოთხედ, ესპანეთთან შეხვედრა საქართველოს მარცხით, ანგარიშით 4:1 დასრულდა და ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყანა ევრო 2024 გამოეთიშა.

წაიკითხეთ ასევე: