პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების" - როგორ მიმართა ვილი სანიოლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს
"ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების" - როგორ მიმართა ვილი სანიოლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა და ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თეს.

  • რო­გორც ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა აღ­ნიშ­ნა, ის იმე­დოვ­ნებს, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას თუ არა, აქამ­დე მიღ­წე­უ­ლის მსგავს შე­დეგს მა­ინც და­დებს.

"გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლო! ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი. მინ­და მხო­ლოდ ის ვთქვა, რომ სამ­ნა­ხე­ვა­რი წელი ძა­ლი­ან დიდი აღ­მოჩ­ნდა დღე­ვან­დელ დღემ­დე. ძა­ლი­ან ბევ­რი ოფლი და­იღ­ვა­რა, ჩემი არა, მო­თა­მა­შე­ე­ბის. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ კი­დევ სამ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში იგი­ვე შე­დეგს დავ­დებთ თუ არა უკე­თესს“, - გა­ნა­ცხა­და ვილი სა­ნი­ოლ­მა სი­ტყვით მი­მარ­თვი­სას.

  • ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს არ უნდა იყოს რა­ღა­ცის და­სას­რუ­ლი, ეს უნდა იყოს და­სა­წყი­სი“.

"ჩვენ­თვის იყო ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვე, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვენს ერს ასეთ გა­ხა­რე­ბულს ვხე­დავ, მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბა, ამ­დე­ნი ემო­ცია მო­ვი­ტა­ნეთ თქვენ­თან და თქვე­ნი ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თქვენ მოგ­ვე­ცით თავ­და­ჯე­რე­ბა და იმ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რაც თქვენ გვა­ჩუ­ქეთ ამ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა. ეს არ უნდა იყოს რა­ღა­ცის და­სას­რუ­ლი, ეს უნდა იყოს და­სა­წყი­სი, ამი­ტომ, გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს”, - გა­ნა­ცხა­და კა­ში­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რე­ბი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ზე წარ­დგე­ნილ ყვე­ლა პირს პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბი და მედ­ლე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვის - 2024 წლის ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გას­ვლის­თვის, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აყ­ვა­ნი­სა და მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რა­დი წვლი­ლი­სათ­ვის გა­დას­ცა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი სა­დე­ბი­უ­ტო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან სამ­შობ­ლო­ში დი­ლით დაბ­რუნ­და.

22:00 სა­ა­თი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე დახ­ვედ­რის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
117
0

ეს არ არის "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი "... ეს არის "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვნული სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი"... და ეს "ერ-ოვ-ნუ-ლი" ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავსვათ ცნობიერებაში...

u
0

სანიოლი მაგარი ადამიანი

ავტორი:

"ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების" - როგორ მიმართა ვილი სანიოლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს

"ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების" - როგორ მიმართა ვილი სანიოლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

  • როგორც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ნაკრები უფრო მეტ წარმატებას თუ არა, აქამდე მიღწეულის მსგავს შედეგს მაინც დადებს.

"გამარჯობა საქართველო! ძალიან რთულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საუბარი. მინდა მხოლოდ ის ვთქვა, რომ სამნახევარი წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღევანდელ დღემდე. ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების. ვიმედოვნებ, რომ კიდევ სამწელიწადნახევარში იგივე შედეგს დავდებთ თუ არა უკეთესს“, - განაცხადა ვილი სანიოლმა სიტყვით მიმართვისას.

  • ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი“.

"ჩვენთვის იყო ძალიან განსაკუთრებული რამდენიმე თვე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ერს ასეთ გახარებულს ვხედავ, მიხარია, რომ ამდენი სიამოვნება, ამდენი ემოცია მოვიტანეთ თქვენთან და თქვენი ძალიან დიდი დამსახურებაა. თქვენ მოგვეცით თავდაჯერება და იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გვაჩუქეთ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან დიდი მადლობა. ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი, ამიტომ, გაუმარჯოს საქართველოს”, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.

22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.