ავტორი:

ზეიმი, ემოციების ზღვა, სიმღერა ფანებთან ერთად - რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის შეხვედრისას (ფოტო/ვიდეო)

ზეიმი, ემოციების ზღვა, სიმღერა ფანებთან ერთად - რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის შეხვედრისას (ფოტო/ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველად იასპარეზა. ჩვენთვის ისტორიულ, სადებიუტო ტურნირზე ნაკრებისგან შთამბეჭდავ თამაშს ბევრი არ ელოდა და ჩვენს გუნდს ჯგუფური ეტაპიდანვე აუტსაიდერად მიიჩნევდნენ. თუმცა ასე არ მოხდა. საქართველოს ნაკრებმა წააგო თურქეთთან, ფრე ითამაშა ჩეხეთთან, მოიგო ჩემპიონატის ფავორიტ პორტუგალიას და ჯგუფური ეტაპიდან გასვლა მოახერხა.

მერვედფინალში უძლიერესი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად იბრძოლეს, თუმცა საბოლოოდ მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები ბრძოლის ჟინით, შემართებით ტურნირის სენსაციად იქცა. საქართველოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს კი ქომაგებმა დახვედრა მოუწყვეს. ათასობით გულშემატკივარი თავისუფლების მოედანზე საყვარელი ფეხბურთელებისთვის მადლობის სათქმელად შეიკრიბა.

თავდაპირველად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ ღია ავტობუსით მსვლელობით გაემართნენ. გზაში მათ გულშემატკივრები შეძახილებით ეგებებოდნენ.

მალევე სპორტსმენები თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ, სადაც ნაკრების წევრმა კვეკვესკირმა წამყვანის როლი მორიგო,

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fambebi.ge%2Fvideos%2F3556831874591928%2F&show_text=false&width=476&t=0" width="476" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ფეხბურთელებმა გულშემატკივართან ერთად ჰიმნი შეასრულეს.