საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდა და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დააჯილდოვა.
"სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა, გახარებული, ამ ბიჭების სასწაულით. მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენც ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, რომ თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რამეთუ ეს ჯილდო არის, მთავრობის პრეზიდენტი, თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვება იყოს უსასრულო, თქვენი სახელით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა. ამ წუთებში კი ისინი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს ხვდებიან