ავტორი:

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზი 9 ივლისს, საკონცერტო ციკლი "ბეთჰოვენიადა 32-ის" ფარგლებში გიმასპინძლებთ

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზი 9 ივლისს, საკონცერტო ციკლი "ბეთჰოვენიადა 32-ის" ფარგლებში გიმასპინძლებთ

საკონცერტო ციკლი "ბეთჰოვენიადა 32" გასულ 2023 წელს ვატო ჟორდანიას ინიციატივით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიწყო. ციკლი მოიაზრებს დიდი გერმანელი კომპოზიტორის ყველა საკლავირო სონატის შესრულებას. საკონცერტო სერიების ფარგლებში უკვე ჩატარდა სამი საფორტეპიანო საღამო, რომელიც ნაწილობრივ ჩაიწერა და გაშუქდა ტელე-რადიო მაუწყებლობის საშუალებით.

ვატო ჟორდანიას გამართული აქვს კონცერტები ევროპის არაერთ მნიშვნელოვან დარბაზში. უკვე მრავალი წელია იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ამასთანავე, აქტიურად მართავს კონცერტებსა და მასტერ-კლასებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით.

გარდა ამისა, ვატო ჟორდანია დუშეთის ხ. სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მისი თქმით, ბეთჰოვენის შემოქმედების იდეური შინაარსი, რომელსაც კომპოზიტორი მუსიკის საშუალებით გადმოსცემს, დღევანდელ დღეს მეტად აქტუალურია.

პიანისტი დასძენს, რომ შემსრულებელი უპირველესად ვალდებულია გააცოცხლოს და მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცეს მსმენელს კომპოზიტორის ნააზრევი. პიანისტი გვთავაზობს ერთგვარ მუსიკალურ-იდეურ მოგზაურობას, სადაც დროებით ვშორდებით ყოველდღიურ რუტინასა და მატერიალურ სამყაროს.

9 ივლისის საფორტეპიანო საღამოს პირველ ნაწილში შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა "ჰამერკლავირი" თხზულება 106. მეორე განყოფილება დაეთმობა რობერტ შუმანისა და კლოდ დებიუსის ნაწარმოებებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ biletebi.ge-ზე

R