ავტორი:

26 მაისს თბილისს სუ-25-ებმა გადაუფრინეს, მათგან ერთ-ერთს კახა ზურაბაშვილი მართავდა, მათგან ერთ-ერთმა დღეს კატასტროფა განიცადა - რა არის ცნობილი ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავზე?

26 მაისს თბილისს სუ-25-ებმა  გადაუფრინეს, მათგან ერთ-ერთს კახა ზურაბაშვილი მართავდა, მათგან ერთ-ერთმა დღეს კატასტროფა განიცადა - რა არის ცნობილი ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავზე?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

"2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“, - 2 ივლისის საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ძალზე სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა...

  • საავიაციო კატასტროფები ქართულ ცაში სამწუხაროდ, ადრეც მომხდარა. გავიხსენოთ თუნდაც 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის ჩამოვარდნა სამაშველოსამუშაოების შესრულების დროს, მაგრამ ქართული სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში პირველად დავკარგეთ...

აფხაზეთის ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად, ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს. სამოქალაქო ომის დროს კიდევ ერთი დავკარგეთ(შეიძლება მეორე სუ-25-იც დანარცხებოდა მიწას, მაგრამ საზენიტო რაკეტის მოხვედრისა და ცეცხლის გაჩენის მიუხედავად, მისმა გამოცდილმა მფრინავმა არ განახორციელა კატაპულტირება და მოიერიშე კოპიტნარის აეროდრომზე მაინც დასვა - ,გადაარჩინა). კახაბერ ზურაბაშვილი გამოცდილი მფრინავი გახლდათ და ის ხელმძღვანელობდა კიდეც ახალგაზრდა პილოტების გადამზადებას სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დედაქალაქს დაბალ სიმაღლეზე ქართულმა სუ-25-ებმა გადაუფრინეს, საქართველოს ეროვნული დროშის თეთრი და წითელი ფერის კვამლის ცაში გაფრქვევით...ამ თვითმფრინავებიდან ერთ-ერთს კახა ზურაბაშვილი მართავდა. ამ თვითმფრინავებს შორის, ერთ-ერთი ის სუ-25-იც იყო, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა... წაიკითხეთ ვრცლად