პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - რა ხდებოდა პროცესზე?
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - რა ხდებოდა პროცესზე?

სა­სა­მარ­თლომ 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა მი­ი­ღო.

აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ასიმ სა­დი­კო­ვი ოთხი მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. ესე­ნია: მე-11 პრი­მა 109-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს; 143-ე - თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა; 140-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვას თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან და 236-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას.

  • სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლა ასიმ სა­დი­კოვ­მა, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გოგო იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მამა. მისი თქმით, მო­სა­მარ­თლემ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიღო.

"ახლა ისე ვგრძნობ თავს თით­ქოს ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლია. ეს იყო ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ის იმ­სა­ხუ­რებს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას. და­გეგ­მი­ლად გა­კე­თა, გა­მიზ­ნუ­ლად მოკ­ლა ჩემი შვი­ლი. მე მას თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე და ვუ­თხა­რი, რომ ის არ არის კაცი, რად­გან ქალ­ზე ხელი აწია და მოკ­ლა. მე არ ვი­ცო­დი, რომ ჩემი შვი­ლი გა­ა­თხო­ვეს, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მალე ვა­პი­რებ­დი ჩა­მოს­ვლას და ეს მოხ­და. ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს ვინც ამ საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვეა“, - ამ­ბობს აი­თა­ჯის მამა ისა შახ­მა­რო­ვი.

ათაჯ შახ­მა­რო­ვას საქ­მის ირ­გვლივ კი­დევ რამ­დე­ნი­მე პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ შო­რის აი­თა­ჯის დედა და ბიძა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - რა ხდებოდა პროცესზე?

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - რა ხდებოდა პროცესზე?

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა მიიღო.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

  • საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო.

"ახლა ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი აწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, - ამბობს აითაჯის მამა ისა შახმაროვი.

ათაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.