მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ქრება პუშკინის იშვიათი გამოცემები ევროპის ბიბლიოთეკებიდან და რა კავშირი აქვთ ამასთან ქართველებს - "ქურდები პატარა თევზები არიან..."
რატომ ქრება პუშკინის იშვიათი გამოცემები ევროპის ბიბლიოთეკებიდან და რა კავშირი აქვთ ამასთან ქართველებს - "ქურდები პატარა თევზები არიან..."

"ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პუშ­კი­ნის "კავ­კა­სი­ის ტყვეს" (1822 წ.) ყალბ გა­მო­ცე­მას გვაჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლიც ორი­გი­ნა­ლის ნაც­ვლად, ფა­რუ­ლად არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი. 2023 წლის ნო­ემ­ბე­რი,“ - სწო­რედ ასე იწყებს The New York Times მის სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც 2024 წლის 1 მა­ისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან წიგ­ნებ­თან ერ­თად, რუ­სუ­ლი კლა­სი­კის 170-ზე მეტი იშ­ვი­ა­თი წიგ­ნი მო­ი­პა­რეს. ქურ­დე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე პუშ­კი­ნის წიგ­ნე­ბი იყო.

ევ­რო­პო­ლის მი­ხედ­ვით, 2022 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 170-ზე მეტი წიგ­ნი, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,6 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია, გაქ­რა ლატ­ვი­ის, ვილ­ნი­უ­სის, ბერ­ლი­ნის, ბა­ვა­რი­ის, საფ­რან­გე­თის, ჟე­ნე­ვის, ჩე­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან და ა.შ. ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და - და­ი­კარ­გა 78 ორი­გი­ნა­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის ფასი ათე­უ­ლი­დან ასი ათას დო­ლა­რამ­დეა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ორი­გი­ნა­ლე­ბი ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ას­ლე­ბით. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამ­დე­ნი ქვეყ­ნი­დან ერთი და იმა­ვე მსგავ­სი წიგ­ნის გაქ­რო­ბა შე­და­რე­ბით მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოა. მა­სობ­რივ­მა ქურ­დო­ბამ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი აი­ძუ­ლა გა­აძ­ლი­ე­რონ უსაფრ­თხო­ე­ბა.

  • “რო­გორ აღ­მოჩ­ნდა რუ­სუ­ლი იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბი შე­საძ­ლო მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის ცენ­ტრში? ეს არის ფუ­ლი­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რია. ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბი და რუ­სუ­ლი იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ქურ­დე­ბი პა­ტა­რა თევ­ზე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც უფრო დიდი თევ­ზის სა­ხე­ლით მოქ­მე­დე­ბენ. მაგ­რამ ვინ დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან?“ - წერს გა­მო­ცე­მა.

ფო­ტო­ზე ტარ­ტუს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი კრის­ტა არუ, ათ­ვა­ლი­ე­რებს გო­გო­ლის "მკვდა­რი სუ­ლე­ბის" პირ­ველ გა­მო­ცე­მას. ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გაქ­რა რვა წიგ­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის “ოქ­როს ხა­ნის“ მწერ­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ბოლო წლებ­ში და­სავ­ლე­თის აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ხუთ და ექვს ნიშ­ნა ციფ­რებ­ში გა­ი­ყი­და. ევ­რო­პო­ლის ცნო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით ცხრა ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. მათ შო­რის არის ოთხი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლებ­საც ბრა­ლად 150-ზე მეტი წიგ­ნის ქურ­დო­ბა ედე­ბა. სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა ნო­ემ­ბერ­ში საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ, კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი გა­ა­სა­მარ­თლეს ეს­ტო­ნეთ­ში, ხოლო მე­ხუ­თე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ლიტ­ვა­ში, ცი­ხე­შია.

"გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რო­მელ­საც "ოპე­რა­ცია პუშ­კი­ნი" უწო­დეს, გა­ავ­რცე­ლა პა­რი­ზულ­მა გა­ზეთ­მა Le Parisien-მა. თუმ­ცა საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა ჰუ­ბერტ პერ­სი დუ სერ­ტმა, უარი თქვა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე.

პუშ­კი­ნი რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი ხა­ტია. რო­მან­ტი­კოს­მა პო­ეტ­მა, რო­მა­ნის­ტმა და დრა­მა­ტურ­გმა, სა­ნამ 1837 წელს, 37 წლის ასაკ­ში, დუ­ელ­ში და­ი­ღუ­პე­ბო­და, რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და რუ­სუ­ლი ენა­ში გა­ნუ­ზო­მე­ლი როლი ითა­მა­შა“, - წერს New York Times.

ბო­ლოს, პუშ­კი­ნის სა­დე­ბი­უ­ტო წიგ­ნი "რუს­ლან და ლუდ­მი­ლა" 5 მი­ლი­ონ რუბ­ლად გა­ი­ყი­და. 2019 წელს, კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე ევ­გე­ნი ონე­გი­ნის წიგ­ნი, რომ­ლის პირ­ვე­ლი თა­ვე­ბი 1825-1832 წლებ­ში გა­მო­ი­ცა, გა­ი­ყი­და 467,250 ფუნტ სტერ­ლინ­გად.

ასე­ვე იხი­ლეთ:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ ქრება პუშკინის იშვიათი გამოცემები ევროპის ბიბლიოთეკებიდან და რა კავშირი აქვთ ამასთან ქართველებს - "ქურდები პატარა თევზები არიან..."

რატომ ქრება პუშკინის იშვიათი გამოცემები ევროპის ბიბლიოთეკებიდან და რა კავშირი აქვთ ამასთან ქართველებს - "ქურდები პატარა თევზები არიან..."

"ვარშავის უნივერსიტეტის თანამშრომელი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში პუშკინის "კავკასიის ტყვეს" (1822 წ.) ყალბ გამოცემას გვაჩვენებს, რომელიც ორიგინალის ნაცვლად, ფარულად არის ჩანაცვლებული. 2023 წლის ნოემბერი,“ - სწორედ ასე იწყებს The New York Times მის საგამომძიებლო სტატიას, რომელიც 2024 წლის 1 მაისს გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპული ბიბლიოთეკებიდან, სხვა მნიშვნელოვან წიგნებთან ერთად, რუსული კლასიკის 170-ზე მეტი იშვიათი წიგნი მოიპარეს. ქურდების მთავარი სამიზნე პუშკინის წიგნები იყო.

ევროპოლის მიხედვით, 2022 წლიდან მოყოლებული, 170-ზე მეტი წიგნი, რომელთა ღირებულება 2,6 მილიონ დოლარზე მეტია, გაქრა ლატვიის, ვილნიუსის, ბერლინის, ბავარიის, საფრანგეთის, ჟენევის, ჩეხეთის ეროვნული ბიბლიოთეკებიდან და ა.შ. ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ყველაზე მეტად დაზარალდა - დაიკარგა 78 ორიგინალი.

თითოეული წიგნის ფასი ათეულიდან ასი ათას დოლარამდეა. უმეტეს შემთხვევაში, ორიგინალები ჩანაცვლებულია მაღალი ხარისხის ასლებით. ექსპერტების თქმით, ამდენი ქვეყნიდან ერთი და იმავე მსგავსი წიგნის გაქრობა შედარებით მოკლე პერიოდში უპრეცედენტოა. მასობრივმა ქურდობამ ბიბლიოთეკები აიძულა გააძლიერონ უსაფრთხოება.

  • “როგორ აღმოჩნდა რუსული იშვიათი წიგნები შესაძლო მრავალეროვნული კრიმინალური შეთქმულების ცენტრში? ეს არის ფულისა და გეოპოლიტიკის ისტორია. ავტორიტეტები, ბიბლიოთეკარები და რუსული იშვიათი წიგნების ექსპერტები თვლიან, რომ ქურდები პატარა თევზები არიან, რომლებიც უფრო დიდი თევზის სახელით მოქმედებენ. მაგრამ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?“ - წერს გამოცემა.

ფოტოზე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი კრისტა არუ, ათვალიერებს გოგოლის "მკვდარი სულების" პირველ გამოცემას. ბიბლიოთეკიდან გაქრა რვა წიგნი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის “ოქროს ხანის“ მწერლების ორიგინალი გამოცემები ბოლო წლებში დასავლეთის აუქციონებზე ხუთ და ექვს ნიშნა ციფრებში გაიყიდა. ევროპოლის ცნობით, ხელისუფლებამ ქურდობის ბრალდებით ცხრა ადამიანი დააკავა. მათ შორის არის ოთხი საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც ბრალად 150-ზე მეტი წიგნის ქურდობა ედება. სამი ეჭვმიტანილი დააკავა ნოემბერში საფრანგეთის პოლიციამ, კიდევ ერთი მამაკაცი გაასამართლეს ესტონეთში, ხოლო მეხუთე ეჭვმიტანილი ლიტვაში, ციხეშია.

"გამოძიების დეტალები, რომელსაც "ოპერაცია პუშკინი" უწოდეს, გაავრცელა პარიზულმა გაზეთმა Le Parisien-მა. თუმცა საფრანგეთის პოლიციის განყოფილების დირექტორმა, პოლკოვნიკმა ჰუბერტ პერსი დუ სერტმა, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

პუშკინი რუსეთის ეროვნული ხატია. რომანტიკოსმა პოეტმა, რომანისტმა და დრამატურგმა, სანამ 1837 წელს, 37 წლის ასაკში, დუელში დაიღუპებოდა, რუსული ლიტერატურასა და რუსული ენაში განუზომელი როლი ითამაშა“, - წერს New York Times.

ბოლოს, პუშკინის სადებიუტო წიგნი "რუსლან და ლუდმილა" 5 მილიონ რუბლად გაიყიდა. 2019 წელს, კრისტის აუქციონზე ევგენი ონეგინის წიგნი, რომლის პირველი თავები 1825-1832 წლებში გამოიცა, გაიყიდა 467,250 ფუნტ სტერლინგად.

ასევე იხილეთ: